თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2014, 15:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2721,
კომენტარები: 14
ვან გაალმა ფეხბურთელებს მითითება მისცა
ლუი ვან გაალი ფეხბურთელებს მოუწოდებს.
ვან გაალმა ფეხბურთელებს მითითება მისცა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა თავისი გუნდის ფეხბურთელებს მოუწოდა, რომ "ოლდ ტრაფორდის" გასასვლელში მანქანებიდან ჩამოვიდნენ და ქომაგებთან ფოტოები გადაიღონ ან ავტოგრაფები გასცენ.

ჰოლანდიელ მწვრთნელს სურს, რომ გულშემატკივარსა და ფეხბურთელებს შორის უფრო მეტი პატივისცემა სუფევდეს. მცირე ხნის წინ კერინგტონის სავარჯიშო ბაზაზე მისვლისას "იუნაიტედს" ცივ ამინდში გულშემატკივართა მთელი ამალა დახვდა, რომელსაც "წითელი ეშმაკები" ავტობუსიდან ესალმებოდნენ, სანამ რადამელ ფალკაომ თანაგუნდელებს ძირს ჩასვლა და გულშემატკივირსთვის მადლობის გადახდა არ სთხოვა.

სანამ ვან გაალი კლუბს ჩაიბარებდა, "იუნაიტედის" მილიონერ ვარსკვლავებს თავიანთი მანქანები "ოლდ ტრაფორდის" გასასვლელთან ახლოს ჰყავდათ გაჩერებული და სტადიონის დატოვების დროს ქომაგებს მანქანიდან ემშვიდობებოდნენ.

მაგრამ ლუი ვან გაალმა ასეთი რამ აღკვეთა და ახლა უეინ რუნის, ვან პერსისა და ანხელ დი მარიას მსგავს ფეხბურთელებს მოუწევთ ძრავა გამორთონ და ქომაგებს პირადად შეხვდნენ.

კლუბთან დაახლოებული წყარო იტყობინება: "ვან გაალი თვლის, რომ ფეხბურთელებმა მხარდამჭერებს პატივი უნდა სცენ და რომ გულშემატკივარი კლუბში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან."

"მოთამაშეები შეჩვეულნი იყვნენ მანქანიდან მისალმებას, მაგრამ ასე აღარ მოხდება. და ეს არ ეხება მხოლოდ სტადიონს. კერინგტონზე მისვლისას გულშემატკივარი გუნდს ელოდა ცივ ამინდში და ფეხბურთელები მათ ავტობუსიდან ესალმებოდნენ, მაგრამ რადამელ ფალკაომ მათ მოუწოდა ძირს ჩასულიყვნენ და პირადად შეხვედროდნენ. ძალიან სასიამოვნო იყო ამის ხილვა."


წყარო: dailymail
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: DiMaria
26 დეკემბერი 2014 09:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აუ როგორ მევასება ტო. სააღოლ ლუი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი რამეები
0
№12
ავტორი: Mufc7
26 დეკემბერი 2014 10:18
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აუ რა ჯიგარიაა♥♥ ფალკაო უფრო მეტად შემიყვარდა,ეგეც რა ჯიგარიაა♥♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№13
ავტორი: temo-scholes
26 დეკემბერი 2014 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
Macklemore,
+1 savesebit getanxmebi dzma... Ai das vficavar statiis kitxvis dros tanshi jruantelma damiara... Ai aq gamochnda umagresad chemi vefxvi ra kaciaa....! Am did sityvas male golebitac gamoxatavs!
0
№14
ავტორი: Berba 9
26 დეკემბერი 2014 17:40
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კაი კაცი ხარ შენ ლუიი ))) იცის რა არის გულშემატკივართა პატივისცემა და ყოჩაღ ფალკაოს )) ისე რაც ვაკვირდები მართლა ძალიან იშვიათობაა იუნაიტედის ფეხბურთელები ახლოს მიდიოდნენ ფანებთან, თუმცა შორიდან მადლობა არავის ავიწყდება!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top