თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2014, 16:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2165,
კომენტარები: 14
ვან გაალი ტაქტიკურ არჩევანს ხსნის
ლუი ვან გაალი სამ მცველიანი ტაქტიკის მიზეზების შესახებ.
ვან გაალი ტაქტიკურ არჩევანს ხსნის
ლუი ვან გაალმა "ნიუკასლთან" გასამართი მატჩის წინ განაცხადა, რომ მას ხელები შეკრული აქვს და არჩევანის მცირე ვარიანტი რჩება.

მწვრთნელი ეშლი იანგისა და ანტონიო ვალენსიას დაცვაში თამაშით მოხარული დარჩა, მაგრამ მიაჩნია, რომ შემტევი სტილის ფეხბურთელები დაცვით ფუნქციებში უკეთესის სურვილს ტოვებენ.

თუმცა რაფაელისა და ლუკ შოუს ტრავმის გამო ვან გაალი იძულებულია სამი ცენტრალური მცველით ათამაშოს გუნდი.

ეშლი იანგმა და ანტონიო ვალენსიამ თავთავიანთი წვლილი შეიტანეს "ასტონ ვილასა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩებში, როცა პირველმა მათგანმა რადამელ ფალკაოს მიაწოდა საგოლე პასი, ხოლო მეორემ უეინ რუნის, თუმცა როგორც ვან გაალი აცხადებს, რაფაელისა და შოუს დაბრუნების შემდეგ გუნდი კვლავ დაუბრუნდება 4 მცველიან ტაქტიკას.

როცა ვან გაალს ჰკითხეს, რამდენად მოხარულია იგი ვალენსიასა და იანგის თამაშით, მან უპასუხა: "ვარ, მაგრამ როგორც შემტევებით და არა მცველებით. ახლა იძულებული ვარ, შემტევი ნახევამრცველებით ვითამაშო, რადგან რეალური მცველები, რაფაელ და სილვა და შოუ საკმარისად ჯანმრთელები არ არიან და ეს ჩვენთვის კარგი არ არის. მინდა შემეძლოს ის ავირჩიო, რაც მსურს, მაგრამ ახლა არჩევანში შეზღუდული ვარ. მწვრთნელისთვის კი ეს ცუდია."

"ნიუკასლთან" მატჩის წინ ვან გაალი ელოდება რამდენიმე ფეხბურთელის სრულ გამოჯანმრთელებას და მათ შორისაა ანხელ დი მარიაც, რომლის შესახებ ვან გაალმა განაცხადა: "ჯერ კიდევ უნდა მოვიცადოთ. ეს ასევე გუნდის გამოწვევაა, რადგან ჩვენ საუკეთესო გუნდის ძიებაში ვართ, მაგრამ ყველა ფერხბურთელი ტრავმირებული იყო და ვერ ვირჩევდი იმ გუნდს, რომელიც მსურდა."

manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
24 დეკემბერი 2014 16:08
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია სტაბილური შემადგენლობა.. რაფაელი და შოუ ჩადგნენ პირველ რიგში ფორმაში აუცილებელია... იმედია ნიუკასლთან არ გაგვიჭირდება winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: AkkRed
24 დეკემბერი 2014 16:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იმედია მეორე წრეში ამდენი ტრავმიანობა აღარ იქნება
0
№3
ავტორი: Wardell
24 დეკემბერი 2014 17:53
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
რაფაელი მწყობრშია და ნუ ატრაკებ ეხლა დააყენე ნიუკასლთან და ვალენსია ცენტრში აწიე როგორც ევერტონთან areyoukiddingme
0
№4
ავტორი: Manchester_M
24 დეკემბერი 2014 19:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რაფა უკვე რამდენი ხანია ვარჯისჰობს და რა ვერ ჩადგა მწყობრში მაგრამ აღიარე ვალენსია უფრო გევასება :)
0
№5
ავტორი: Count Alucard
24 დეკემბერი 2014 21:14
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ისე დიდი ხანია დამტვრეულები არიან რაფიკა და შოუ, მაინც კარგად თამაშობს გუნდი ამდენი ტრავმირებულის ფონზე. შეიძლება ითქვას არც ისე სუსტი სკამი გვყავს.
0
№6
ავტორი: Best 7
25 დეკემბერი 2014 00:17
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Tramvirebulebi dabrundebian da aewyoba gundic!
0
№7
ავტორი: PaLoMo
25 დეკემბერი 2014 03:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Chemi azrit arcerti.axlad dabrunebuli ar unda atamashos .moishushon jer bolomde tramvebi da rodesac 100% it iqnebian mzad atamashos mashin
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: RojoDiablo
25 დეკემბერი 2014 08:07
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რაფაელიც და შოუც რომ ერთად გამოჯანმრთელედებიან ალბათ მხოლოდ მაშინ გადავა 4 მცველიან ტაქტიკაზე. შეიძლება ცალკე რაფაელი ვარჯიშობს და მწყობრსიცაა, მაგრამ მარცხენა ფლანგზე ვინ დააყენოს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: chudikone
25 დეკემბერი 2014 11:05
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
იანგის და ვალენსიას ყოფნას ჯლბია არავინ გვყავდეს საერთოდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: DiMaria
25 დეკემბერი 2014 11:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რაფაელი და შოუ რომ დაბრუნდებიან მართლა გადადი ოთხ მცველზე, თორემ შემოგივარდები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top