თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2014, 16:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2342,
კომენტარები: 14
ვან გაალი ტაქტიკურ არჩევანს ხსნის
ლუი ვან გაალი სამ მცველიანი ტაქტიკის მიზეზების შესახებ.
ვან გაალი ტაქტიკურ არჩევანს ხსნის
ლუი ვან გაალმა "ნიუკასლთან" გასამართი მატჩის წინ განაცხადა, რომ მას ხელები შეკრული აქვს და არჩევანის მცირე ვარიანტი რჩება.

მწვრთნელი ეშლი იანგისა და ანტონიო ვალენსიას დაცვაში თამაშით მოხარული დარჩა, მაგრამ მიაჩნია, რომ შემტევი სტილის ფეხბურთელები დაცვით ფუნქციებში უკეთესის სურვილს ტოვებენ.

თუმცა რაფაელისა და ლუკ შოუს ტრავმის გამო ვან გაალი იძულებულია სამი ცენტრალური მცველით ათამაშოს გუნდი.

ეშლი იანგმა და ანტონიო ვალენსიამ თავთავიანთი წვლილი შეიტანეს "ასტონ ვილასა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩებში, როცა პირველმა მათგანმა რადამელ ფალკაოს მიაწოდა საგოლე პასი, ხოლო მეორემ უეინ რუნის, თუმცა როგორც ვან გაალი აცხადებს, რაფაელისა და შოუს დაბრუნების შემდეგ გუნდი კვლავ დაუბრუნდება 4 მცველიან ტაქტიკას.

როცა ვან გაალს ჰკითხეს, რამდენად მოხარულია იგი ვალენსიასა და იანგის თამაშით, მან უპასუხა: "ვარ, მაგრამ როგორც შემტევებით და არა მცველებით. ახლა იძულებული ვარ, შემტევი ნახევამრცველებით ვითამაშო, რადგან რეალური მცველები, რაფაელ და სილვა და შოუ საკმარისად ჯანმრთელები არ არიან და ეს ჩვენთვის კარგი არ არის. მინდა შემეძლოს ის ავირჩიო, რაც მსურს, მაგრამ ახლა არჩევანში შეზღუდული ვარ. მწვრთნელისთვის კი ეს ცუდია."

"ნიუკასლთან" მატჩის წინ ვან გაალი ელოდება რამდენიმე ფეხბურთელის სრულ გამოჯანმრთელებას და მათ შორისაა ანხელ დი მარიაც, რომლის შესახებ ვან გაალმა განაცხადა: "ჯერ კიდევ უნდა მოვიცადოთ. ეს ასევე გუნდის გამოწვევაა, რადგან ჩვენ საუკეთესო გუნდის ძიებაში ვართ, მაგრამ ყველა ფერხბურთელი ტრავმირებული იყო და ვერ ვირჩევდი იმ გუნდს, რომელიც მსურდა."

manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
25 დეკემბერი 2014 15:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაფაელზე ხო თქვა რო ტრავმა აღარ აქვსო? 2 თამაშია ესეა და რით ვეღარ გამოჯანმრთელდა? შოუც მალე დაბრუნდება იმედია და დავუბრუნდებით 4 მცველს
0
№12
ავტორი: AkkRed
25 დეკემბერი 2014 16:53
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
როხო
0
№13
ავტორი: RojoDiablo
25 დეკემბერი 2014 17:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ტრავმა აქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: Macklemore
26 დეკემბერი 2014 05:27
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ამ სიტუაციაში შედეგზე ორიენტირებული უნდა ვიყოთ და არა თამაშის ხარისხზე. ყველა რო დაბრუნდება ხარისხიანი თამაში მერე უნდა მოვთხოვოთ მწვრთნელს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top