თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2014, 10:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2030,
კომენტარები: 12
ფელაინი: "ვან გაალი თავდაჯერებულობას ნერგავს"
მარუან ფელაინი ვან გაალის შესახებ.
ფელაინი:
წარუმატებელი 2013/2014 წლების სეზონის შემდეგ მარუან ფელაინის სახელი "უიღბლოს" სინონიმად იქცა.

დევიდ მოიესის ხელძღვანელობის ქვეშ ბელგიელი ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც "იუნაიტედმა" ზაფხულში შეიძინა, მაგრამ მარუანმა თავის გამოჩენა ვერაფრით მოახერხა და საბოლოოდ გუნდი მე-7 ადგილზე გავიდა.

2014-2015 წლების სეზონში კი ლუი ვან გაალის გუნდში მარუან ფელაინი ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და ზედიზედ მოპოვებული 6 გამარჯვების შედეგად "წითლებმა" პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზე გადაინაცვლეს.

"გაზეთები წერდნენ, რომ ვან გაალს ჩემი ხილვა ძირითად შემადგენლობაში არ სურდა, მაგრამ სიმართლე ხომ ვიცოდი. მას ვესაუბრე და მითხრა, რომ უნდა საქმეში მნახოს. ამის შემდეგ თავი ვარჯიშებზე წარმოვაჩინე და გუნდის ძირითადში დავმკვიდრდი."

"როგორც სხვები ფიქრობდნენ, ვან გაალს ჩემზე ზეწოლა არ მოუხდენია, მან მოედანზე თავის გამოჩენისა და გუნდის ნაწილად ქცევის შანსი მომცა, მხარს მიჭერდა. ვან გაალი ჩემში თავდაჯერებულბას ნერგავს, ეს მართლაც დამეხმარა, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის გამოჩენას ვერ მოვახერხებდი."

წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 დეკემბერი 2014 10:36
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
იმედია დღეს ანდერი წარმატებით შეგცვლის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
20 დეკემბერი 2014 10:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
სრულფასოვნად შეცვლის და მეტსაც იზამს
0
№3
ავტორი: RojoDiablo
20 დეკემბერი 2014 10:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
მეორე სართულზე თამაშში გამოჩნდება ამის საჭიროება. აი მაგაში რომ ერერა დაიჩაგრება ეჭვი არ მეპარება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: DiMaria
20 დეკემბერი 2014 11:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რამ გაგაცივა ბიჭო, ვერ ჩაიცვი ნორმალურად>?
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 დეკემბერი 2014 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
DiMaria,
ეტყობა ზევით ძაან ცივა და... wink wink
0
№6
ავტორი: VaRdo
20 დეკემბერი 2014 11:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მართლა ცუდი ვირუსებია მეც 3 4 დღე ცუდად ვიყავი wink

ერერა მირჩევნია ამ ჩიჩილაკს და მომკალით. მარტო თავზე თამაში ხომ არაა? პასი არ იცის ელემენტარულ პას ვერ აკეთებს აღარაფერს ვამბობ წინ გამჭოლ გადაცემაზე ან გრძელ გადაცემაზე. არამგონია ასტონ ვილამ თამაში გაგვიხსნას. უფრო დაცვიდან ითამაშებენ და ერერას სტილის ფეხბურთელი დაგვჭირდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: kvara
20 დეკემბერი 2014 13:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
ბურთს ართმევს ხოლმე და ეგრევე ფლეიმეიკერს აძლევს. ამის მოვალეობაა შეტევის ჩახშობა და ახალი შეტევის წამოწყება თავისი ნახევრიდან და არა მატას და ერერას მსგავსად საგოლე მომენტების შექმნა.
0
№8
ავტორი: GeorgeBest
20 დეკემბერი 2014 15:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დღეს ანდერის დღეა winked ფელაინის პროგრესი კაია, ჩააგდო ისევ თამაშები მარა რაც აჩვენა შარშან მაგის ანხევარიც არ გვინახავს
0
№9
ავტორი: VaRdo
20 დეკემბერი 2014 15:44
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: kvara
ბურთს ართმევს ხოლმე და ეგრევე ფლეიმეიკერს აძლევს. ამის მოვალეობაა შეტევის ჩახშობა და ახალი შეტევის წამოწყება თავისი ნახევრიდან და არა მატას და ერერას მსგავსად საგოლე მომენტების შექმნა.


ძალიან კარგად ვიცით მაგის მოვალეობა რაცაა მაგრამ ტუპიაკია. ძალისმიერი ფეხბურთით გადის ფოსნ რაც არ მხიბლავს. ან ჩამშლელს რატო არ ევალება შეტევის გამწვავება როცა მანცესტერში ხარ? სტროტმანი გაგიგია? ხო და მის თამაშებს უყურე და მიხვდები რამდენად აღემატება ჩვენ ჩიჩილაკს : ) ან ელემენტარული პასის გაკეთება რომ არ იცის არც ეგ ფუნქცია არ საჭიროებს ჩამშლელს? ბოლო თამაშებში მისი უაზრობით არასწორი გადაცემებით 2 ბურთი მივიღეთ საკუთარ კარში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: Jorbe-Jorbe
20 დეკემბერი 2014 17:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ერერა სჯობიაა აშკარად :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top