თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2014, 00:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2355,
კომენტარები: 12
ვან გაალი: "როტაცია აუცილებელია"
ვან გაალი როტაციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ შობის პერიოდში ფეხბურთელთა როტაცია აუცილებელი იქნება.

"ასტონ ვილასთან" მატჩის შემდეგ "წითლები" 10 დღის შუალედში 4 მატჩს ჩაატარებენ დაწყებული "ნიუკასლიდან" "ბოქსინგ დეიზე", დასრულებული "იოვილ თაუნით" 4 იანვარს.

ვან გაალი პირველად გაწვრთნის გუნდს ასეთი გადატვირთული გრაფიკით და მას მიაჩნია, რომ პრობლემის გადაწყვეტის საშუალება შემადგენლობის ხშირი როტაცია იქნება.

"ასეთ მოკლე პერიოდში ამდენი მატჩის ჩატარებით გამოწვეული პრობლემის გადაჭრის საშუალება ჩემი აზრით როტაცია იქნება."

"აი ამიტომ უნდა მივმართო როტაციას, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად უნდა იყოს, ხოლო ამჟამად ყველა არ არის ჯანმრთელად."

როცა ჰკითხეს, ხომ არ ჰქონდა რაიმე სპეციალური პროგრამა შემუშავებული, მან განაცხადა: "დასვენება, მხოლოდ დასვენება - აი რა უნდა გავაკეთოთ"

"ჩვენ ეს ორი მატჩი ("ნიუკასლთან" და "ტოტენჰემთან") უნდა ვითამაშოთ და ეს ჩვეულებრივია, ამას ვერ შევცვლი."

ვან გაალმა უკვე მიიღო 21 წლამდელთა რიგებში პირველი გუნდის ფეხბურთელების გამწესების გამოცდილება, როცა მან მაიკლ კერიკს, ჯონი ევანსსა და რამდენიმე სხვა ფეხბურთელს მისცა თამაშის საშუალება. მაგრამ რა იქნება, როცა რეზერვების მატჩები აღარ ჩატარდება?

"უნდა ივარჯიშო. შეგიძლია მატჩების სიმულირება მოახდინო, მაგრამ ეს გაცილებით რთულია. ამას ბევრი დრო მიაქვს და უმჯობესია მეორე გუნდში ითამაშო. მაგრამ მათ პრემიერ ლიგაში პირველი გუნდის რიგებშიც ვაძლევ დროს."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Blind
20 დეკემბერი 2014 01:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ოფიციალურად გიბრუნდებით , აღდგენილი მე :დდდ
0
№2
ავტორი: AkkRed
20 დეკემბერი 2014 01:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აუუ რა როტაცია ღადაობს ისედაც არ სხლავს გუნდი ურთიერთშერწყმაში ეხლა როტაციაო
0
№3
ავტორი: RojoDiablo
20 დეკემბერი 2014 08:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ავა რა ქნას, ასეთი გადატვირთული მატჩები სულ ერთი და იგივე შემადგენლობით ჩაატაროს და ენადაგდებულებმა ირბინონ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
20 დეკემბერი 2014 09:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
საინტერესოა რას იზავს ლუი :) დაველოდოთ
0
№5
ავტორი: AkkRed
20 დეკემბერი 2014 10:11
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
რო ვიცოდე აქ კი არ ვიჯდებოდი
0
№6
ავტორი: RojoDiablo
20 დეკემბერი 2014 10:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
wink აცადე კაცს მუშაობა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: VaRdo
20 დეკემბერი 2014 11:34
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: AkkRed
აუუ რა როტაცია ღადაობს ისედაც არ სხლავს გუნდი ურთიერთშერწყმაში ეხლა როტაციაო


აბა რა გინდა 1 კვირაში ფეხბურთელმა 3 მატჩი ითამაშოს ? არცა რა ერთ კვირაში 26, 28, 1, და მერე 4_ში თასი. მითუმეტეს გვყავს ისეთი შემადგენლობა რომ როტაციას მივმართოთ. ერერა/ფელაინი. პერსი/ფალკაო ჯონსი/როხო შოუ/იანგი ვალენსია/ რაფაელი

არ დაგავიწყდეს 6 თამაში რაც მოვიგეთ სასტარტოში 5/6 კაცი ზამენის კაცი იყო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 დეკემბერი 2014 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
AkkRed,
ხოდა რო არ იცი იმიტო ზიხარ აქ tongue wink

მთავარია რაც შეიძლება ნაკლები ტრავმირებული გვყვავდეს!!!
0
№9
ავტორი: Mufc7
20 დეკემბერი 2014 11:56
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჰოო,ამჟამად დათარსულები ვართ და ლაზარეთი ვერ დავაცარიელეთ-_- მალე დაბრუნდება ყველა იმედია და ტრავმირებულები ნაკლებად გვეყოლება.
xato,
კეთილი იყოს შენი დაბრუნება :დ ოფიციალურად გილოცავ:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: DiMaria
20 დეკემბერი 2014 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აუცილებელია და თანაც ასეთ პირობებში მითუმეტეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top