თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2014, 00:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2633,
კომენტარები: 12
ვან გაალი: "როტაცია აუცილებელია"
ვან გაალი როტაციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ შობის პერიოდში ფეხბურთელთა როტაცია აუცილებელი იქნება.

"ასტონ ვილასთან" მატჩის შემდეგ "წითლები" 10 დღის შუალედში 4 მატჩს ჩაატარებენ დაწყებული "ნიუკასლიდან" "ბოქსინგ დეიზე", დასრულებული "იოვილ თაუნით" 4 იანვარს.

ვან გაალი პირველად გაწვრთნის გუნდს ასეთი გადატვირთული გრაფიკით და მას მიაჩნია, რომ პრობლემის გადაწყვეტის საშუალება შემადგენლობის ხშირი როტაცია იქნება.

"ასეთ მოკლე პერიოდში ამდენი მატჩის ჩატარებით გამოწვეული პრობლემის გადაჭრის საშუალება ჩემი აზრით როტაცია იქნება."

"აი ამიტომ უნდა მივმართო როტაციას, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად უნდა იყოს, ხოლო ამჟამად ყველა არ არის ჯანმრთელად."

როცა ჰკითხეს, ხომ არ ჰქონდა რაიმე სპეციალური პროგრამა შემუშავებული, მან განაცხადა: "დასვენება, მხოლოდ დასვენება - აი რა უნდა გავაკეთოთ"

"ჩვენ ეს ორი მატჩი ("ნიუკასლთან" და "ტოტენჰემთან") უნდა ვითამაშოთ და ეს ჩვეულებრივია, ამას ვერ შევცვლი."

ვან გაალმა უკვე მიიღო 21 წლამდელთა რიგებში პირველი გუნდის ფეხბურთელების გამწესების გამოცდილება, როცა მან მაიკლ კერიკს, ჯონი ევანსსა და რამდენიმე სხვა ფეხბურთელს მისცა თამაშის საშუალება. მაგრამ რა იქნება, როცა რეზერვების მატჩები აღარ ჩატარდება?

"უნდა ივარჯიშო. შეგიძლია მატჩების სიმულირება მოახდინო, მაგრამ ეს გაცილებით რთულია. ამას ბევრი დრო მიაქვს და უმჯობესია მეორე გუნდში ითამაშო. მაგრამ მათ პრემიერ ლიგაში პირველი გუნდის რიგებშიც ვაძლევ დროს."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester_M
20 დეკემბერი 2014 14:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარგია თან დრო მიეცემა სხვებსაც გვაქ მაგის რესურსიც კიდევ გააგრძელებს ლუი წაუგებელ სერიას აი ნახავთ :)
0
№12
ავტორი: GeorgeBest
20 დეკემბერი 2014 15:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფერგის ყოველთვის მაგრად გამოსდიოდა ეს და შედეგსაც ყოველთვის დებდა. ესეთ პერიოდში პრემიერ ლიგაში მიტუმეტეს აუცილებელია და გვაქვს ამის რესურსი. დაცვაში თუ არა შეტევის ხაზში მაინც. დაცვა ჯერ კიდევ ვერ დალაგდა, ვისაც ტრავმა არ აქვს ის თამაშობს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top