"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველების სტატისტიკა.
ხუან მატა: 28 მატჩი / 11 გოლიმას შემდეგ რაც ხუანი იანვარში დედაქალაქიდან, მანჩესტერში გადაბარგდა იგი ყოველ 2.54 მატჩში ერთხელ ახვევს ბურთს მეტოქის კარის ბადეში. მან უკვე დაგვამახსოვრა თავი ლამაზი ჯარიმით, შორეული დარტყმებით და თავურითაც კი. პატარა ესპანელი ნამდვილად შედეგიანი ბიჭი გამოდგა.
ანდრეი კანჩელსკისი: 88მატჩი / 23გოლიუკრაინელი მფრინავი მანქანა, მან ერთხელ აღნიშნა, რომ უნდა ყოფილიყო ეგოისტი მეტოქის კარის მისადგომებთან, რათა ადგილი შეენარჩუნებინა გუნდში. ამან შედეგი გამოიღო ის ყოველ 3.82 მატჩში ერთხელ იტანდა გოლს და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ჰეთ-თრიკი მანჩესტერულ დერბიში.
დევიდ ბექემი: 265მატჩი / 62 გოლილამაზი, შორეული თუ საჯარიმო დარტყმებით ინგლისელი ვარსკვლავი ხშირად წერდა საკუთარ სახელს შუქ-ფარზე და ეს საშუალოდ 4.27 მატჩში ერთხელ ხდებოდა. დევიდს ასევე ძალიან ბევრი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული, რაც აუცილებლად დასაფასებელია.
პოლ სქოულზი: 499 მატჩი / 107 გოლიმისტერ ლოიალურობა, ასეც შეგვიძლია ვუწოდოთ ამ ადამიანს, რომელიც ძალიან დასამახსოვრებელ გოლებს იტანდა კარიერის განმავლობაში. მან თითქმის 500 მატჩი ჩაატარა და ბევრჯერაც გამოიჩინა თავი რომ დავაზუსტოდ 4.66 მატჩში ერთხელ.
ლუიშ ნანი: 147 მატჩი / 26 გოლიმას შემდეგ რაც ნანიმ "ტოტენჰემს" ძალიან შორიდან, ულამაზესი გოლი გაუტანა ასეთი ქმედება პორტუგალიელის ხელწერად იქცა. ამჟამად "ლისაბონის სპორტინგში" იჯარის წესით მყოფი ნანი 5.66 მატჩში ერთ გოლს იტანდა "იუნაიტედის" მაისურით.
რაიან გიგზი: 632 მატჩი / 109 გოლიკიდევ ერთი ერთგული ჯარისკაცი, რეკორდსმენი "იუნაიტედის" მაისურით გამართული შეხვედრების მიხედვით და კიდევ ბევრი საქებარი სიტყვით შეგვიძლია შევამკოთ უელსელი, რომელსაც 5.79 მატჩი სჭირდებოდა საშუალოდ გოლის გასატანად.
პოლ ინსი: 116 მატჩი / 19 გოლიენერგიული ნახევარმცველი, ძალიან კარგი და დაყენებული დარტყმით. მან 19-დან 8 პრემიერ ლიგაში გაიტანა, ამათგან ერთ-ერთით ყოფილ გუნდის, "ვესტ ჰემს", ქომაგები დაამწუხრა და "იუნაიტედს" ქულა მოუპოვა. მისი მაჩვენებელია გოლი საშუალოდ 6.1 მატჩში.
ლი შარპი: 116 მატჩი / 17 გოლიინგლისელმა კარიერა მარცხენა მცველის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა მისი შემტევი პოტენციალის და სისწრაფის შემყურე სერ ალექსმა შემტევ ნახევარმცველად აქცია და ფერგის გადაწყვეტილება ახლაც სწორი გამოდგა. ლი საშუალოდ 6.82 მატჩში ერთხელ იღებდა მეტოქის კარს.
ჯი-სუნგ პარკი: 134 მატჩი / 19 გოლიგულშემატკივართათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოთამაშე, ყოველთვის მოტივირებული და გუნდზე ორიენტირებული. აზიელს, 19-მა გოლმა 7.05 შედეგი მისცა.
ბრაიან მაკლეირი: 162 მატჩი / 18 გოლიგუნდში ბრაიანი ფორვარდის ამპულაში მოვიდა, თუმცა მცირე დროის შემდეგ ყოფილი "კელტი" ნახევარმცველად ტრანსფორმირდა და "იუნაიტედის" მაისურით სწორედ ამ პოზიციაზე უწევდა თამაში. მისი დარტყმული კი მეტოქის კარის ხაზს საშუალოდ ყოველ 9 მატჩში ერთხელ ჰკვეთდა.
წყარო:
manutd.com