თბილისი:
მანჩესტერი:
18-12-2014, 13:46
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2481,
კომენტარები: 15
"იუნაიტედის" საუკეთესო მეგოლე ნახევარმცველების ათეული
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველების სტატისტიკა.
ხუან მატა: 28 მატჩი / 11 გოლი

მას შემდეგ რაც ხუანი იანვარში დედაქალაქიდან, მანჩესტერში გადაბარგდა იგი ყოველ 2.54 მატჩში ერთხელ ახვევს ბურთს მეტოქის კარის ბადეში. მან უკვე დაგვამახსოვრა თავი ლამაზი ჯარიმით, შორეული დარტყმებით და თავურითაც კი. პატარა ესპანელი ნამდვილად შედეგიანი ბიჭი გამოდგა.

"იუნაიტედის" საუკეთესო მეგოლე ნახევარმცველების ათეული


ანდრეი კანჩელსკისი: 88მატჩი / 23გოლი

უკრაინელი მფრინავი მანქანა, მან ერთხელ აღნიშნა, რომ უნდა ყოფილიყო ეგოისტი მეტოქის კარის მისადგომებთან, რათა ადგილი შეენარჩუნებინა გუნდში. ამან შედეგი გამოიღო ის ყოველ 3.82 მატჩში ერთხელ იტანდა გოლს და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ჰეთ-თრიკი მანჩესტერულ დერბიში.

"იუნაიტედის" საუკეთესო მეგოლე ნახევარმცველების ათეული


დევიდ ბექემი: 265მატჩი / 62 გოლი

ლამაზი, შორეული თუ საჯარიმო დარტყმებით ინგლისელი ვარსკვლავი ხშირად წერდა საკუთარ სახელს შუქ-ფარზე და ეს საშუალოდ 4.27 მატჩში ერთხელ ხდებოდა. დევიდს ასევე ძალიან ბევრი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული, რაც აუცილებლად დასაფასებელია.

"იუნაიტედის" საუკეთესო მეგოლე ნახევარმცველების ათეული


პოლ სქოულზი: 499 მატჩი / 107 გოლი

მისტერ ლოიალურობა, ასეც შეგვიძლია ვუწოდოთ ამ ადამიანს, რომელიც ძალიან დასამახსოვრებელ გოლებს იტანდა კარიერის განმავლობაში. მან თითქმის 500 მატჩი ჩაატარა და ბევრჯერაც გამოიჩინა თავი რომ დავაზუსტოდ 4.66 მატჩში ერთხელ.

"იუნაიტედის" საუკეთესო მეგოლე ნახევარმცველების ათეული


ლუიშ ნანი: 147 მატჩი / 26 გოლი

მას შემდეგ რაც ნანიმ "ტოტენჰემს" ძალიან შორიდან, ულამაზესი გოლი გაუტანა ასეთი ქმედება პორტუგალიელის ხელწერად იქცა. ამჟამად "ლისაბონის სპორტინგში" იჯარის წესით მყოფი ნანი 5.66 მატჩში ერთ გოლს იტანდა "იუნაიტედის" მაისურით.

"იუნაიტედის" საუკეთესო მეგოლე ნახევარმცველების ათეული


რაიან გიგზი: 632 მატჩი / 109 გოლი

კიდევ ერთი ერთგული ჯარისკაცი, რეკორდსმენი "იუნაიტედის" მაისურით გამართული შეხვედრების მიხედვით და კიდევ ბევრი საქებარი სიტყვით შეგვიძლია შევამკოთ უელსელი, რომელსაც 5.79 მატჩი სჭირდებოდა საშუალოდ გოლის გასატანად.

"იუნაიტედის" საუკეთესო მეგოლე ნახევარმცველების ათეული


პოლ ინსი: 116 მატჩი / 19 გოლი

ენერგიული ნახევარმცველი, ძალიან კარგი და დაყენებული დარტყმით. მან 19-დან 8 პრემიერ ლიგაში გაიტანა, ამათგან ერთ-ერთით ყოფილ გუნდის, "ვესტ ჰემს", ქომაგები დაამწუხრა და "იუნაიტედს" ქულა მოუპოვა. მისი მაჩვენებელია გოლი საშუალოდ 6.1 მატჩში.

"იუნაიტედის" საუკეთესო მეგოლე ნახევარმცველების ათეული


ლი შარპი: 116 მატჩი / 17 გოლი

ინგლისელმა კარიერა მარცხენა მცველის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა მისი შემტევი პოტენციალის და სისწრაფის შემყურე სერ ალექსმა შემტევ ნახევარმცველად აქცია და ფერგის გადაწყვეტილება ახლაც სწორი გამოდგა. ლი საშუალოდ 6.82 მატჩში ერთხელ იღებდა მეტოქის კარს.

"იუნაიტედის" საუკეთესო მეგოლე ნახევარმცველების ათეული


ჯი-სუნგ პარკი: 134 მატჩი / 19 გოლი

გულშემატკივართათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოთამაშე, ყოველთვის მოტივირებული და გუნდზე ორიენტირებული. აზიელს, 19-მა გოლმა 7.05 შედეგი მისცა.

"იუნაიტედის" საუკეთესო მეგოლე ნახევარმცველების ათეული


ბრაიან მაკლეირი: 162 მატჩი / 18 გოლი

გუნდში ბრაიანი ფორვარდის ამპულაში მოვიდა, თუმცა მცირე დროის შემდეგ ყოფილი "კელტი" ნახევარმცველად ტრანსფორმირდა და "იუნაიტედის" მაისურით სწორედ ამ პოზიციაზე უწევდა თამაში. მისი დარტყმული კი მეტოქის კარის ხაზს საშუალოდ ყოველ 9 მატჩში ერთხელ ჰკვეთდა.

"იუნაიტედის" საუკეთესო მეგოლე ნახევარმცველების ათეული




წყარო: manutd.com
სტატიები
15 კომენტარი
№11
ავტორი: UTD-Rule
18 დეკემბერი 2014 21:25
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მატამ ძალიან მაგარი შედეგი დადო ჩვენთან გადმოსვლის შემდეგ და იმედია ესე გააგრძელებს.. winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№12
ავტორი: zatara
18 დეკემბერი 2014 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
RedTeen,

მტკვარი დაშრა მანდ აღარ დაიხრჩობა :D :D :D :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№13
ავტორი: red devil
19 დეკემბერი 2014 08:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ჯი სუნგი მაგრად მევასებოდა იმენა მოედანზე არ ჩერდებოდა ტიპი მაგარი იყო
0
№14
ავტორი: chudikone
19 დეკემბერი 2014 10:13
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჩემი ბექზი ❤ ჩემი ლეგენდა ❤
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№15
ავტორი: DiMaria
19 დეკემბერი 2014 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მატა love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top