თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2014, 18:26
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2648,
კომენტარები: 11
დე ხეა "იუნაიტედში" რჩება
ესპანელმა კიპერმა გადაწყვეტილება მიიღო
დე ხეა
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "იუნაიტედის" კიპერმა, დავიდ დე ხეამ უეინ რუნისა და სხვა თანაგუნდელებს განუცხადა, რომ ის "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ მისდამი დიდ ინტერესს იჩენს "რეალ მადრიდი".

ბოლო დროს ესპანურ და ინგლისურ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ესპანური კლუბი აპირებდა დავიდ დე ხეასთვის სარეკორდო თანხა შეეთავაზებინა, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი მისი ბოლოდროინდელი ფორმიდან გამომდინარე.

თუმცა Sun-ის ინფორმაციით ესპანელ კიპერს მყარად აქვს გადაწყვეტილი გუნდში დარჩენა და ამის დასამტკიცებლად მზადაა ახალ კონტრაქტსაც მოაწეროს ხელი.

ამჟამინდელი შეთანხმების მიხედვით დე ხეა "იუნაიტედში" მომავალი სეზონის ბოლომდე დარჩება, თუმცა "იუნაიტედი" მზადაა მას ახალი 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის მიხედვითაც ის 34.6 მილიონ ფუნტს მიიღებს.

24 წლის მეკარე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია "წითელი ეშმაკების" რიგებში და მისი წყალობით გუნდმა ზედიზედ 6 მატჩის მოგება მოახერხა.

გასულ კვირას გამართული დერბი "იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის კარგი მაგალითია იმისა, თუ რამხელა პროგრესი განიცადა დავიდმა "ოცნებების თეატრში" მოსვლის შემდეგ. მან მოახერხა რაჰიმ სტერლინგისა და მარიო ბალოტელის ურთულესი დარტყმების მოგერიება და აქტივში მორიგი "მშრალი მატჩი" ჩაიწერა. დერბის შემდეგ კი მან "მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის" წოდება მიიღო.

ესპანელი კიპერი მომავალ კვირას, "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გამართავს 150-ე მატჩს "იუნაიტედის" მაისურით. სავარაუდოდ ამ მატჩის შემდგომ პერიოდში გაიგებენ "იუნაიტედის" ქომაგები მის საბოლოო გადაწყვეტილებას.

წყარო: Givemesport
სიახლეები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 დეკემბერი 2014 18:59
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
პასუხიც რა თქმა უნდა დადებითი იქნება და ბოლო მოეღება ამ გაუთავებელ ჭორებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Manchester_M
17 დეკემბერი 2014 19:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კიდევ დიდხანს იქნება ჩვენთან !!! <3
0
№3
ავტორი: AkkRed
17 დეკემბერი 2014 19:28
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
36 წლისას დაამთავრებს კარიერას მანჩესტერში
0
№4
ავტორი: SAF
17 დეკემბერი 2014 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
5 ცოტაა 6 ან 8 წლიანი ხიეთ მაგას aaaeee
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№5
ავტორი: GeorgeBest
17 დეკემბერი 2014 20:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
5 ცოტაა ერთი 10 მაინც კაი იქნებოდა wink

დიდი იმედი მაქვს რო არსად წავა
0
№6
ავტორი: PaLoMo
17 დეკემბერი 2014 20:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4131
Axali edvikia raa

Axali edvikia raa
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: Berba 9
17 დეკემბერი 2014 20:17
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
არსად არ მიდის დეივი! )) ტყუილი ამბები იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: RedTeen
18 დეკემბერი 2014 01:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ამდენმა ქებამ მეშინია არ აწყინოს... :// მოაწერე მალე რა...
0
№9
ავტორი: red devil
18 დეკემბერი 2014 06:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ახლა რამდენი აქებს და 2-3 თამაში რო ჩააგდოს იანგათ აქცევენ :D
0
№10
ავტორი: chudikone
18 დეკემბერი 2014 12:24
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
პა ჟიზნი მიეცით !!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top