თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2014, 18:26
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2650,
კომენტარები: 11
დე ხეა "იუნაიტედში" რჩება
ესპანელმა კიპერმა გადაწყვეტილება მიიღო
დე ხეა
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "იუნაიტედის" კიპერმა, დავიდ დე ხეამ უეინ რუნისა და სხვა თანაგუნდელებს განუცხადა, რომ ის "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ მისდამი დიდ ინტერესს იჩენს "რეალ მადრიდი".

ბოლო დროს ესპანურ და ინგლისურ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ესპანური კლუბი აპირებდა დავიდ დე ხეასთვის სარეკორდო თანხა შეეთავაზებინა, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი მისი ბოლოდროინდელი ფორმიდან გამომდინარე.

თუმცა Sun-ის ინფორმაციით ესპანელ კიპერს მყარად აქვს გადაწყვეტილი გუნდში დარჩენა და ამის დასამტკიცებლად მზადაა ახალ კონტრაქტსაც მოაწეროს ხელი.

ამჟამინდელი შეთანხმების მიხედვით დე ხეა "იუნაიტედში" მომავალი სეზონის ბოლომდე დარჩება, თუმცა "იუნაიტედი" მზადაა მას ახალი 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის მიხედვითაც ის 34.6 მილიონ ფუნტს მიიღებს.

24 წლის მეკარე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია "წითელი ეშმაკების" რიგებში და მისი წყალობით გუნდმა ზედიზედ 6 მატჩის მოგება მოახერხა.

გასულ კვირას გამართული დერბი "იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის კარგი მაგალითია იმისა, თუ რამხელა პროგრესი განიცადა დავიდმა "ოცნებების თეატრში" მოსვლის შემდეგ. მან მოახერხა რაჰიმ სტერლინგისა და მარიო ბალოტელის ურთულესი დარტყმების მოგერიება და აქტივში მორიგი "მშრალი მატჩი" ჩაიწერა. დერბის შემდეგ კი მან "მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის" წოდება მიიღო.

ესპანელი კიპერი მომავალ კვირას, "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გამართავს 150-ე მატჩს "იუნაიტედის" მაისურით. სავარაუდოდ ამ მატჩის შემდგომ პერიოდში გაიგებენ "იუნაიტედის" ქომაგები მის საბოლოო გადაწყვეტილებას.

წყარო: Givemesport
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Jorbe-Jorbe
18 დეკემბერი 2014 23:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ყველაზე მეტად ალბათ ამის წასვლა გამიტყდება (რუნის მერე )
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top