თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2014, 09:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1948,
კომენტარები: 11
ექსპერტი კერიკისა და მატას შესახებ
ჯეიმი რედნაპი "იუნაიტედის" გამარჯვებებს კერიკის მიაწერს.
ექსპერტი კერიკისა და მატას შესახებ
ჯეიმი რედნაპმა "ლივერპულთან" მატჩში მაიკლ კერიკისა და ხუან მატას თამაში გამოარჩია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, მაიკლ კერიკი უკანასკნელ 6 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გამოდიოდა და "იუნაიტედმა" მათგან ყველა მატჩი მოიგო. რედნაპს მიაჩნია, რომ ეს შემთხვევითობა სულაც არ არის.

"მაიკ კერიკი "იუნაიტედის" სასტარტო შემადგელობაში უკანასკნელ ექვს შეხვედრაში გამოდიოდა. დამთხვევაა? მე ასე არ ვფიქრობ."

"ის უნივერსალურია, ძალიან მშვიდია ბურთით თამაშის დროს და პარტნიორებს შესანიშნავად ხედავს. ის არ ეძებს რთულ გზას, უბრალოდ თამაშის აჩქარებას ცდილობს, რასაც თანაგუნდელებისთვის პასის მიწოდებით აკეთებს. არ ვფიქრობ, რომ როცა დეილი ბლინდი დაბრუნდება, მაიკლი სასტარტოში ადგილს დაკარგავს."

"ლივერპულთან" მატჩში შესანიშნავად ითამაშა დავიდ დე ხეამ, მაგრამ რედნაპი თვლის, რომ მასზე უკვე აღარაფრის თქმა აღარ შეიძლება და დავიდის თანამემამულის, ხუან მატას თამაში გამოარჩია, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

"დავიდ დე ხეას შესახებ უამრავი საქებარი სიტყვა მოვისმინეთ, ამიტომ მინდა ხუან მატას თამაში გამოვყო. ხალხი მას აკრიტიკებდა იმის, გამო, რომ მატჩების უმეტეს ნაწილში ჩრდილში იმყოფება, მაგრამ ეს ნამდვილად არ შეეხება "ლივერპულთან" თამაშს. მართალია მას გოლის გატანის დროს გაუმართლა, მაგრამ "იუნაიტედის" მესამე გოლის დროს მისი მოქმედება უბრალოდ საოცარი იყო. არც ერთი სხვა ფეხბურთელი არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც ხუანმა მიიღო. სწორედ ამაშია მისი მაგია."

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
17 დეკემბერი 2014 09:47
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
მესამე გოლის მომენტში მართლა ძალიან მაგრად მოიქცა და ეს პირველად არ გაუკეთებია, ეგოისტობამ ვერ სძლია და გუნდურად ითამაშა, ამიტომ მიყვარს ხუანი ))))
0
№2
ავტორი: dachi_mu
17 დეკემბერი 2014 10:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
dzaan magra moiqca martla ra.nu mishaze 100%-it vetanxmebi.dzaan magaria mishiko
0
№3
ავტორი: DiMaria
17 დეკემბერი 2014 11:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ძალიან კეთილი ადამიანია მატა ცხოვრებაშიც და ფეხბურთშიც.
0
№4
ავტორი: AkkRed
17 დეკემბერი 2014 12:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მატა მარტო მაგიტომაა დასაფასებელი, რომ კაცი არ ღორობს love ცარიელ კარშიც რომ იყოს და ცოტა უხერხულ მომენტში სხვას მისცემს ძაან ჯიგარია love
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 დეკემბერი 2014 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მართლა კარგები იყვნენ ორივე. კერიკს ის პლიუსი აქვს რომ გამოცდილია და იცის როდის რა გააკეთოს, შესაბამისად შეცდომებიც იკლებს. თუ ესეთი ტრამვინაობა გაგრძელდება გუნდში არაა გამორიცხული კერიკი ხშირად დაცვის ცენტრში მოგვევლინოს.
0
№6
ავტორი: VaRdo
17 დეკემბერი 2014 13:06
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კერიკი რომ შავ სამუშაოს ასრულებს რავი რა. გასაღებივითაა ჩვენი გუნდის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: Mufc7
17 დეკემბერი 2014 13:43
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"მესამე გოლის დროს მისი მოქმედება უბრალოდ საოცარი იყო. არც ერთი სხვა ფეხბურთელი არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც ხუანმა მიიღო. სწორედ ამაშია მისი მაგია." ♥ უფრო მეტად დასაფასებელია სწორედ ამიტომ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: GeorgeBest
17 დეკემბერი 2014 14:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბლინდი მალე დაბურნდება, ეგრევე სასტარტოში რო დადგეს არამგონია მარა კერიკი ვერ გაუწევს კონკურენციას. ბლინდი უკეთესია ბევრად
0
№9
ავტორი: RedGirl
17 დეკემბერი 2014 16:41
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მატა ადამიანი პოზიტივია მართლა. და ძალიან გამიხარდა რომ არ იღორა და პასი გააკეთა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: RedTeen
18 დეკემბერი 2014 01:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ხუანიტოოო derphappycry ნამდვილი ადამიანია.. <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top