თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2014, 09:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1949,
კომენტარები: 11
ექსპერტი კერიკისა და მატას შესახებ
ჯეიმი რედნაპი "იუნაიტედის" გამარჯვებებს კერიკის მიაწერს.
ექსპერტი კერიკისა და მატას შესახებ
ჯეიმი რედნაპმა "ლივერპულთან" მატჩში მაიკლ კერიკისა და ხუან მატას თამაში გამოარჩია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, მაიკლ კერიკი უკანასკნელ 6 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გამოდიოდა და "იუნაიტედმა" მათგან ყველა მატჩი მოიგო. რედნაპს მიაჩნია, რომ ეს შემთხვევითობა სულაც არ არის.

"მაიკ კერიკი "იუნაიტედის" სასტარტო შემადგელობაში უკანასკნელ ექვს შეხვედრაში გამოდიოდა. დამთხვევაა? მე ასე არ ვფიქრობ."

"ის უნივერსალურია, ძალიან მშვიდია ბურთით თამაშის დროს და პარტნიორებს შესანიშნავად ხედავს. ის არ ეძებს რთულ გზას, უბრალოდ თამაშის აჩქარებას ცდილობს, რასაც თანაგუნდელებისთვის პასის მიწოდებით აკეთებს. არ ვფიქრობ, რომ როცა დეილი ბლინდი დაბრუნდება, მაიკლი სასტარტოში ადგილს დაკარგავს."

"ლივერპულთან" მატჩში შესანიშნავად ითამაშა დავიდ დე ხეამ, მაგრამ რედნაპი თვლის, რომ მასზე უკვე აღარაფრის თქმა აღარ შეიძლება და დავიდის თანამემამულის, ხუან მატას თამაში გამოარჩია, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

"დავიდ დე ხეას შესახებ უამრავი საქებარი სიტყვა მოვისმინეთ, ამიტომ მინდა ხუან მატას თამაში გამოვყო. ხალხი მას აკრიტიკებდა იმის, გამო, რომ მატჩების უმეტეს ნაწილში ჩრდილში იმყოფება, მაგრამ ეს ნამდვილად არ შეეხება "ლივერპულთან" თამაშს. მართალია მას გოლის გატანის დროს გაუმართლა, მაგრამ "იუნაიტედის" მესამე გოლის დროს მისი მოქმედება უბრალოდ საოცარი იყო. არც ერთი სხვა ფეხბურთელი არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც ხუანმა მიიღო. სწორედ ამაშია მისი მაგია."

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
18 დეკემბერი 2014 07:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
გიორგი,
გეთანხმები კერიკი ერთად ერთი გამოცდილებით ჯობია. ბლინდი უფრო მოძრავია უფრო კაი მოედნის ხედვა აქ კაროჩე ბლინდი ჯობია რა :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top