ხუან მატას ყოვეკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას.
სიმართლე გითხრათ, ეს ჩვეულებრივი ბლოგი არ იქნება. ახლახანს მოვედი სახლში და სახეზე ჯერ კიდევ მემჩნევა ღიმილი. "ოლდ ტრაფორდზე" ეს კვირა არის დღე, რომელიც დაგამახსოვრდება.
"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" "ლივერპულთან" თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. ეს გარემოება, რომელიც ჩვენ ხუთ მატჩიან წარმატებას დაერთო თან, სტადიონზე თვალწარმტაც ატმოსფეროს ქმნის.
დამიჯერეთ, როცა "ოლდ ტრაფორდის" მსგავს სტადიონზე თამაშობ და ქომაგი ყვირილს იწყებს, ამას აუცილებლად გრძნობ. ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში "იუნაიტედის" ქომაგთა მხარდაჭერა მართლაც გასაოცარი იყო, რაღაც აღსანიშნავი, მაგრამ ეს კვირა განსაკუთრებული გამოდგა. ჩვენი ეს 3:0 გამარჯვება ცხრილში ჩვენ პოზიციას აძლიერებს. ეს თავს ძლიერად გვაგრძნობინებს. წამიდან, როცა გვირაბის შემდეგ მოედანზე გავედი, უკანასკნელ წუთამდე ფანტასტიური ატმოსფერო სუფევდა. ვფიქრობ, იღბლიანი ვარ, რომ ისეთი სახის მატჩებში ვიღებ მონაწილეობას, რომელშიც ყველას სურს თამაში.
პირადად მე გამიმართლა, რომ გოლი გავიტანე. სიმართლე ვთქვა, ფეხი წინ მედგა და სიმართლეა, რომ რობინის თავურის შემდეგ თამაშგარეში ვიყავი. ეს არის ის, რასაც თამაშის დროს ვერ აცნობიერებ. თუმცა ჩვენ ამის გარდა ორი გოლი გავიტანეთ და მოგება გავამყარეთ.
გმადლობთ კიდევ ერთხელ თქვენი შეტყობინებებისთვის! ყველა წავიკითხე. სასიამოვნო კვირას გისურვებთ.
გეხვევით.
ხუანი.წყარო:
manutd.com