თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2014, 18:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2861,
კომენტარები: 14
მატას ბლოგი
ხუან მატას ყოვეკვირეული ბლოგი.
მატას ბლოგი
სალამი ყველას.

სიმართლე გითხრათ, ეს ჩვეულებრივი ბლოგი არ იქნება. ახლახანს მოვედი სახლში და სახეზე ჯერ კიდევ მემჩნევა ღიმილი. "ოლდ ტრაფორდზე" ეს კვირა არის დღე, რომელიც დაგამახსოვრდება.

"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" "ლივერპულთან" თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. ეს გარემოება, რომელიც ჩვენ ხუთ მატჩიან წარმატებას დაერთო თან, სტადიონზე თვალწარმტაც ატმოსფეროს ქმნის.

დამიჯერეთ, როცა "ოლდ ტრაფორდის" მსგავს სტადიონზე თამაშობ და ქომაგი ყვირილს იწყებს, ამას აუცილებლად გრძნობ. ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში "იუნაიტედის" ქომაგთა მხარდაჭერა მართლაც გასაოცარი იყო, რაღაც აღსანიშნავი, მაგრამ ეს კვირა განსაკუთრებული გამოდგა. ჩვენი ეს 3:0 გამარჯვება ცხრილში ჩვენ პოზიციას აძლიერებს. ეს თავს ძლიერად გვაგრძნობინებს. წამიდან, როცა გვირაბის შემდეგ მოედანზე გავედი, უკანასკნელ წუთამდე ფანტასტიური ატმოსფერო სუფევდა. ვფიქრობ, იღბლიანი ვარ, რომ ისეთი სახის მატჩებში ვიღებ მონაწილეობას, რომელშიც ყველას სურს თამაში.

პირადად მე გამიმართლა, რომ გოლი გავიტანე. სიმართლე ვთქვა, ფეხი წინ მედგა და სიმართლეა, რომ რობინის თავურის შემდეგ თამაშგარეში ვიყავი. ეს არის ის, რასაც თამაშის დროს ვერ აცნობიერებ. თუმცა ჩვენ ამის გარდა ორი გოლი გავიტანეთ და მოგება გავამყარეთ.

გმადლობთ კიდევ ერთხელ თქვენი შეტყობინებებისთვის! ყველა წავიკითხე. სასიამოვნო კვირას გისურვებთ.

გეხვევით.

ხუანი.

წყარო: manutd.com
მატას ბლოგი
14 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
16 დეკემბერი 2014 00:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Ra magari shegrdznebaa roca manchesteris simgeras usmen da matas blogs kitxulob! dzan magari grdznobaaa damijeret.
Sicocxlesac ki davtmobdi mxolod 1 tamashi 90 wuti ocnebis teatrshi,old trafordze aset atmosferoshi matamasha da msajis sastvenis shemdeg,gulit geunebit sicocxlesac ki davtmobdi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: VaRdo
16 დეკემბერი 2014 01:06
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: O Neil
Ra magari shegrdznebaa roca manchesteris simgeras usmen da matas blogs kitxulob! dzan magari grdznobaaa damijeret.
Sicocxlesac ki davtmobdi mxolod 1 tamashi 90 wuti ocnebis teatrshi,old trafordze aset atmosferoshi matamasha da msajis sastvenis shemdeg,gulit geunebit sicocxlesac ki davtmobd


არ ღირს მთლად სიცოცხლის გაწირვა. არც ისეთი წარმოუდგენელი ოცნებაა როგორც საუბრობ. ყველაფერი ხდება. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მანდაც მოხვდე .
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: Macklemore
16 დეკემბერი 2014 03:02
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია მატა. მომენტის შესრულების აკურატულობა თითქმის 100% აქვს აყვანილი და არაჩვეულებრივ პასებს აკეთებს. შეუძლია 10იანზე საუკეთესო იყოს, თუ მის უკან მოთამაშე ნახევარმცველები თავიანთ საქმეს კარგად შეასრულებენ.

ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია მატა. მომენტის შესრულების აკურატულობა თითქმის 100% აქვს აყვანილი და არაჩვეულებრივ პასებს აკეთებს. შეუძლია 10იანზე საუკეთესო იყოს, თუ მის უკან მოთამაშე ნახევარმცველები თავიანთ საქმეს კარგად შეასრულებენ.
0
№14
ავტორი: PaLoMo
17 დეკემბერი 2014 14:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
VaRdo, me migirs dzmao mand rac davwere imisshemdeg sikvdili...
Sheileba movxbde tribunaze da ara stadionze
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top