თბილისი:
მანჩესტერი:
12-12-2014, 09:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2292,
კომენტარები: 11
"წითელმა ეშმაკებმა" დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლეს
ანხელ დი მარია, დარენ ფლეთჩერი უეინ რუნი და რობინ ვან პერსი საშობაოდ დაავადებულ ბავშვებს მასპინძლობენ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" საქველმოქმედო აქცია ჩაატარა რამდენიმე სერიოზულად დაავადებული გულშემატკივრისთვის.

ანხელ დი მარია, უეინ რუნი, დარენ ფლეთჩერი და რობინ ვან პერსი Aon-ის სავარჯიშო კომპლექსში მხარდამჭერებს მასპინძლობდნენ, რომელიც "ოცნების დღის" ფესტივალის რანგში ჩატარდა. ფეხბურთელებმა ავტოგრაფები გასცეს და ფოტოები გადაიღეს.

ერთ-ერთმა ახალგაზრდა ქომაგმა, ჯორჯ ბულდმა, რომელიც თირკმლის იშვიათი სახეობის კიბოთია დაავადებული BBC Sport-ს ინტერვიუს მისცა.

"წითელმა ეშმაკებმა" დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლეს

რობინ ვან პერსი 8 წლის ჯორჯ ბულდთან ერთად სურათს იღებს.


"წითელმა ეშმაკებმა" დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლეს

ანხელ დი მარია Aon-ის სავარჯიშო კომპლექსში ერთ-ერთ ქომაგს შეხვდა


ჯორჯი: "დღე აბსოლუტურად ბრწყინვალე გამოდგა. ძალიან აღელვებული ვიყავი და რობინ ვან პერსის ხილვა დიდებული იყო."

"მან ყველას მისცა ავტოგრაფი და ძალიან თბილი იყო."


8 წლის ბიჭმა ჰოლანდიელს ხელნაკეთი სამაჯური აჩუქა, რომელიც ჰოლანდიელმა თავის instagram გვერდზე წარადგინა.

რობინ ვან პერსი: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გულშემატკივარს რაღაც დავუბრუნოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ცხოვრების გზაზე რთულ პერიოდს გადის, ასე რომ, ამ მოღიმარი სახეების ხილვა დიდი გრძნობებით მავსებს."

"წითელმა ეშმაკებმა" დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლეს

ვან პერსიმ Instagram-ზე სურათი დაპოსტა, რომელიც ნაჩუქარ სამაჯურსაც შეიცავს


"წითელმა ეშმაკებმა" დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლეს

რუნი ერთ-ერთი ქომაგის საუბარს ყურადღებით უსმენს


"წითელმა ეშმაკებმა" დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლეს

რობინ ვან პერსი ერთ-ერთ ქომაგთან საუბრისას იცინის


"იმედი მაქვს ეს ბავშვებზე კარგ გავლენას მოახდენს და ჩვენ მათ ვაჩუქეთ დღე, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ".

"მანჩესტერ იუნაიტედის" "ოცნების დღის" ფესტივალი 20 წლის განმავლობაში ტარდება და მას მხარს Starlight Children's Foundation, The Willow Foundation და Rays of Sunshine Children's Charity უჭერენ.

კიდევ ერთ ქომაგს, 29 წლის ჯეიმს ბარბერს "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდასთან, რაიან გიგზთან შეხვედრის ბედნიერება ხვდა წილად.

ჯეიმსი: "სიმართლე გითხრათ დიდებული იყო."

"წითელმა ეშმაკებმა" დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლეს

დარენ ფლეთჩერი ერთ-ერთი იყო, ვინც ქომაგებს ოცნების ახდენაში დაეხმარა


"წითელმა ეშმაკებმა" დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლეს

რაინ გიგზი ქომაგებს შეხვდა და დაუვიწყარი დღე აჩუქა.


"ჩემ საყვარელ ფეხბურთელთან შეხვედრა, უბრალოდ ნახო ის ცოცხლად და ავტოგრაფი ჩამოართვა მას - ცხოვრებაში ერთადერთხელ გეძლევა ამის შესაძლებლობა."

"დღეს დილით ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი შევხვდი მათ, მივხვდი რომ ჩვეულებრივი, ყოველდღიური ადამიანებივით იქცევიან."


გიგზი: "ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი რამის კეთება. ეს ბავშვებს ბიძგს აძლევს და ჩვენ, როგორც ფეხბურთელებს ძალიან გვიყვარს ასეთ რამეში მონაწილეობის მიღება. განსაკუთრებით შობის დროს."

წყარო: dailymail
სურათები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 დეკემბერი 2014 09:38
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
good2 უბრალოდ ძალიან კარგია. ზედმეტი სიტყვები საჭირო არ არის.

ეს ბავშვებს ბიძგს აძლევს და ჩვენ, როგორც ფეხბურთელებს ძალიან გვიყვარს ასეთ რამეში მონაწილეობის მიღება.


დაავიწყდა კარიერა რომ დაასრულა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
12 დეკემბერი 2014 10:20
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რა ანგელოზები არიან ჩვენი ეშმაკები love
0
№3
ავტორი: DiMaria
12 დეკემბერი 2014 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ყოჩაღ ბიჭებო. hi2
0
№4
ავტორი: chudikone
12 დეკემბერი 2014 11:04
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
აი ამიტომ მიყვარს ეს კლუბი ♥ პერსი რა ჯიგარია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: VaRdo
12 დეკემბერი 2014 11:48
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
თქვენ გენაცვალეთ. love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 დეკემბერი 2014 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პირველ რიგში ადამიანობა რა თქმა უნდა და მერე სხვა დანარჩენი...

ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი დაავადებული ადამიანებისთვის ამხელა სურპრიზის გაკეთება რასაც მანჩესტერის ფეხბურთელების ნახვა ქვია.
0
№7
ავტორი: PaLoMo
12 დეკემბერი 2014 16:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
< 3 jigrebi xart bixheboo
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: Rosso Diavolo
12 დეკემბერი 2014 17:36
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ძალიან მიყვარს ასეთი შეხვედრები. ასე მაინც გაახარებენ ბავშვებს. ♥♥♥
0
№9
ავტორი: RedGirl
13 დეკემბერი 2014 00:08
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
თქვენ ჩემო სიამაყეებო! მაგრად მისწორდება ამათი ვიზიტები ბავშვებთან love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: lukino301
13 დეკემბერი 2014 09:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ყოჩაღ ყოჩაღ ! love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll never die, we'll never die,
We'll never die, we'll never die,
We'll keep the Red flag flying high,
'Cos Man United will never die
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top