თბილისი:
მანჩესტერი:
12-12-2014, 09:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2512,
კომენტარები: 11
"წითელმა ეშმაკებმა" დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლეს
ანხელ დი მარია, დარენ ფლეთჩერი უეინ რუნი და რობინ ვან პერსი საშობაოდ დაავადებულ ბავშვებს მასპინძლობენ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" საქველმოქმედო აქცია ჩაატარა რამდენიმე სერიოზულად დაავადებული გულშემატკივრისთვის.

ანხელ დი მარია, უეინ რუნი, დარენ ფლეთჩერი და რობინ ვან პერსი Aon-ის სავარჯიშო კომპლექსში მხარდამჭერებს მასპინძლობდნენ, რომელიც "ოცნების დღის" ფესტივალის რანგში ჩატარდა. ფეხბურთელებმა ავტოგრაფები გასცეს და ფოტოები გადაიღეს.

ერთ-ერთმა ახალგაზრდა ქომაგმა, ჯორჯ ბულდმა, რომელიც თირკმლის იშვიათი სახეობის კიბოთია დაავადებული BBC Sport-ს ინტერვიუს მისცა.

"წითელმა ეშმაკებმა" დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლეს

რობინ ვან პერსი 8 წლის ჯორჯ ბულდთან ერთად სურათს იღებს.


"წითელმა ეშმაკებმა" დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლეს

ანხელ დი მარია Aon-ის სავარჯიშო კომპლექსში ერთ-ერთ ქომაგს შეხვდა


ჯორჯი: "დღე აბსოლუტურად ბრწყინვალე გამოდგა. ძალიან აღელვებული ვიყავი და რობინ ვან პერსის ხილვა დიდებული იყო."

"მან ყველას მისცა ავტოგრაფი და ძალიან თბილი იყო."


8 წლის ბიჭმა ჰოლანდიელს ხელნაკეთი სამაჯური აჩუქა, რომელიც ჰოლანდიელმა თავის instagram გვერდზე წარადგინა.

რობინ ვან პერსი: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გულშემატკივარს რაღაც დავუბრუნოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ცხოვრების გზაზე რთულ პერიოდს გადის, ასე რომ, ამ მოღიმარი სახეების ხილვა დიდი გრძნობებით მავსებს."

"წითელმა ეშმაკებმა" დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლეს

ვან პერსიმ Instagram-ზე სურათი დაპოსტა, რომელიც ნაჩუქარ სამაჯურსაც შეიცავს


"წითელმა ეშმაკებმა" დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლეს

რუნი ერთ-ერთი ქომაგის საუბარს ყურადღებით უსმენს


"წითელმა ეშმაკებმა" დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლეს

რობინ ვან პერსი ერთ-ერთ ქომაგთან საუბრისას იცინის


"იმედი მაქვს ეს ბავშვებზე კარგ გავლენას მოახდენს და ჩვენ მათ ვაჩუქეთ დღე, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ".

"მანჩესტერ იუნაიტედის" "ოცნების დღის" ფესტივალი 20 წლის განმავლობაში ტარდება და მას მხარს Starlight Children's Foundation, The Willow Foundation და Rays of Sunshine Children's Charity უჭერენ.

კიდევ ერთ ქომაგს, 29 წლის ჯეიმს ბარბერს "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდასთან, რაიან გიგზთან შეხვედრის ბედნიერება ხვდა წილად.

ჯეიმსი: "სიმართლე გითხრათ დიდებული იყო."

"წითელმა ეშმაკებმა" დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლეს

დარენ ფლეთჩერი ერთ-ერთი იყო, ვინც ქომაგებს ოცნების ახდენაში დაეხმარა


"წითელმა ეშმაკებმა" დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლეს

რაინ გიგზი ქომაგებს შეხვდა და დაუვიწყარი დღე აჩუქა.


"ჩემ საყვარელ ფეხბურთელთან შეხვედრა, უბრალოდ ნახო ის ცოცხლად და ავტოგრაფი ჩამოართვა მას - ცხოვრებაში ერთადერთხელ გეძლევა ამის შესაძლებლობა."

"დღეს დილით ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი შევხვდი მათ, მივხვდი რომ ჩვეულებრივი, ყოველდღიური ადამიანებივით იქცევიან."


გიგზი: "ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი რამის კეთება. ეს ბავშვებს ბიძგს აძლევს და ჩვენ, როგორც ფეხბურთელებს ძალიან გვიყვარს ასეთ რამეში მონაწილეობის მიღება. განსაკუთრებით შობის დროს."

წყარო: dailymail
სურათები
11 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
14 დეკემბერი 2014 06:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ფლეთჩერი თავისიანებს შეხვდა :D აქ გონება ჩლუნგები არ არიან იანგიც რო შეხვედროდა? :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top