თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2014, 08:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2153,
კომენტარები: 11
მატა: "ჩვენ ერთნაირად ვთამაშობთ"
ხუან მატა ერერასთან ერთად თამაშით მოხარულია.
მატა:
ხუან მატამ განაცხადა, რომ ის სიამოვნებას იღებს ანდერ ერერასთან ერთად "იუნაიტედის" ნახევარდაცვაში თამაშით.

ორივე მათგანი ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა და დავიდ დე ხეასთან ერთად 2011 წელს ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი მოიგეს.

ანდერ ერერა დავიდ დე ხეასა და ხუან მატას მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა და მატა აცხადებს, რომ თავის მეგობართან მოედანზე კარგი ურთიერთგაგება აქვს.

"ვფიქრობ, ჩვენ თამაშს ერთნაირად ვხედავთ. ჩვენ განსხვავებული ფეხბურთელები ვართ, მაგრამ ერთნაირად თამაში მოგვწონს, რაც გულისხმობს პასის გაკეთებას, საგოლე პასის გაკეთებას, მოძრაობას თუ მოწინააღმდეგის დაცვაში სივრცეების პოვნას. ანდერი დიდებული ფეხბურთელია და ყველა, ვინც მასთან ერთად თამაშობს სიამოვნებას იღებს ამისგან."

ხუან მატაც და ანდერ ერერაც მიმდინარე სეზონში გასვლით მატჩებში მოპოვებულ პირველ გამარჯვებაში მონაწილეობას იღებდნენ. "იუნაიტედმა" "არსენალს" "ემირეიტსზე" 1-2 სძლია, რაც მატას აზრით სეზონის გარდამტეხი მატჩი გამოდგა.

"დიახ, ვფიქრობ ეს იყო პოზიტიური მომენტი - გასვლითი შეხვედრის მოგება, რომელიც დიდ მეტოქესთან გაქვს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოხდა "კრისტალ პალასთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რასაც "ოლდ ტრაფორდზე" ორი საშინაო მოგება მოჰყვა. თავდაჯერებულობა ასეთი შედეგების შემდეგ გაიზარდა."

მატამ უკანასკნელ 5 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და მათგან ორივე გამარჯვების მომტანი გამოდგა - "კრისტალ პალასთან" და "სტოკ სიტისთან". მხოლოდ უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის აქვთ მიმდინარე სეზონში გატანილი უფრო მეტი გოლი და მატა იმედოვნებს, რომ ასეთ ფორმაში დიდ ხანს იქნება.

"ყოველთვის ვცდილობდი იმდენად მეტი გოლი გამეტანა, რამდენიც შემეძლო. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი არ ვარ, სეზონის ბოლოს ნებისმიერ გუნდში, სადაც მითამაშია კარგი შედეგი მქონდა და ახლაც სწორედ ამას ვცდილობ."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
11 დეკემბერი 2014 09:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
gatanit martlac gaaqvs verafers ityvi ra. Magram cota fizikurad tu modzlierdeba magari iqneba
0
№2
ავტორი: chudikone
11 დეკემბერი 2014 09:24
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ორივე ძაან მაგრად მევასება ♥ ამათი ერთად ყურება დიდი სიამოვნებაა ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: Wardell
11 დეკემბერი 2014 10:00
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Auuu muchachooos dzaaan mevasebit simon ❤️ Prosta lui raghac dzaaan filosofosobs da saocar shemadgenlobebs ayenebs ((( livestan orive minda plus dimka
0
№4
ავტორი: AkkRed
11 დეკემბერი 2014 10:27
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,
ერერა, მატა და დიმარია + რუნი და რვპ ან ფალკაო? love wink R.I.P loserpool gun2
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 დეკემბერი 2014 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შეიძლება ერთნაირი სტილით თამაშობენ, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია რომ ერერამ ათიანზე არ უნდა ითამაშოს...
0
№6
ავტორი: RojoDiablo
11 დეკემბერი 2014 11:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ანდერ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Wardell
11 დეკემბერი 2014 13:41
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
Dzaaan moindome exla shen :D :D falcaos ar daayenebs mara danarcheni plus carrick da fella kargi iqneba da raghac jadoqrobebs ar vixilavt imedi maqvs
0
№8
ავტორი: GeorgeBest
11 დეკემბერი 2014 16:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად მიხარია ამ ორის ერთად ნახვა მოედანზე. მაგრად უგებენ ერთმანეთს
0
№9
ავტორი: RedGirl
11 დეკემბერი 2014 17:01
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ერთად გაცილებით უფრო პროდუქტიულები არიან ვიდრე ცალცალკე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: Mufc7
11 დეკემბერი 2014 17:55
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეს ორი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top