ხუან მატამ განაცხადა, რომ ის სიამოვნებას იღებს ანდერ ერერასთან ერთად "იუნაიტედის" ნახევარდაცვაში თამაშით.
ორივე მათგანი ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა და დავიდ დე ხეასთან ერთად 2011 წელს ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი მოიგეს.
ანდერ ერერა დავიდ დე ხეასა და ხუან მატას მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა და მატა აცხადებს, რომ თავის მეგობართან მოედანზე კარგი ურთიერთგაგება აქვს.
"ვფიქრობ, ჩვენ თამაშს ერთნაირად ვხედავთ. ჩვენ განსხვავებული ფეხბურთელები ვართ, მაგრამ ერთნაირად თამაში მოგვწონს, რაც გულისხმობს პასის გაკეთებას, საგოლე პასის გაკეთებას, მოძრაობას თუ მოწინააღმდეგის დაცვაში სივრცეების პოვნას. ანდერი დიდებული ფეხბურთელია და ყველა, ვინც მასთან ერთად თამაშობს სიამოვნებას იღებს ამისგან."
ხუან მატაც და ანდერ ერერაც მიმდინარე სეზონში გასვლით მატჩებში მოპოვებულ პირველ გამარჯვებაში მონაწილეობას იღებდნენ. "იუნაიტედმა" "არსენალს" "ემირეიტსზე" 1-2 სძლია, რაც მატას აზრით სეზონის გარდამტეხი მატჩი გამოდგა.
"დიახ, ვფიქრობ ეს იყო პოზიტიური მომენტი - გასვლითი შეხვედრის მოგება, რომელიც დიდ მეტოქესთან გაქვს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოხდა "კრისტალ პალასთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რასაც "ოლდ ტრაფორდზე" ორი საშინაო მოგება მოჰყვა. თავდაჯერებულობა ასეთი შედეგების შემდეგ გაიზარდა."
მატამ უკანასკნელ 5 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და მათგან ორივე გამარჯვების მომტანი გამოდგა - "კრისტალ პალასთან" და "სტოკ სიტისთან". მხოლოდ უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის აქვთ მიმდინარე სეზონში გატანილი უფრო მეტი გოლი და მატა იმედოვნებს, რომ ასეთ ფორმაში დიდ ხანს იქნება.
"ყოველთვის ვცდილობდი იმდენად მეტი გოლი გამეტანა, რამდენიც შემეძლო. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი არ ვარ, სეზონის ბოლოს ნებისმიერ გუნდში, სადაც მითამაშია კარგი შედეგი მქონდა და ახლაც სწორედ ამას ვცდილობ."