წარსულში ცნობილი კრიკეტის მოთამაშე, ჯეფრი ბოიკოტი კრის სმოლინგის, ჯონი ევანსისა და ფილ ჯონსის მიმართ მაკრიტიკებელ სიტყვებს იყენებს და მათ ხელფასს მაღალს, გამომუშავების ფორმას კი არადამაკმაყოფილებელს უწოდებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვაში გაუგებრობა ხდება. ჩემ მიერ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ნანახი "იუნაიტედის" ყველაზე ცუდი დაცვაა" - აცხადებს ინგლისის კრიკეტის ნაკრების ყოფილი წევრი და "წითელი ეშმაკების" დიდი ხნის ქომაგი.
მიუხედავად იმისა, რომ "საუთჰემპტონის" დამარცხების შემდეგ ლუი ვან გაალის გუნდმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა, ბოიკოტი "იუნაიტედისგან" უფრო მეტს მოელის.
"ჩვენი მცველები ძალიან იმედისგამაცრუებელი 13 მატჩის შემდეგ მოედანზე უთავო წიწილებივით დარბიან, რაც ძალიან სამწუხაროა."
"არ შემიძლია სმოლინგის, ევანსისა და ჯონსის შესახებ ყველაფერი იმის თქმა, რასაც ვფიქრობ, რადგან ისინი მუდამ ლაზარეთში იმყოფებიან. მაგრამ მათ ხელფასებს აშკარად აჭარბებენ. 50 წელია გუნდს ვქომაგობ და უფრო სუსტი დაცვა არასდროს მინახავს."
თუმცა ბოიკოტმა შეაქო გუნდის თავდასხმის ხაზი უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის სახით.
"დიდება ღმერთს, რომ ჩვენ უეინ რუნი და რობინ ვან პერსი გვყავს"
"ნახევარდაცვა საკმაოდ საშუალო დონის გვყავს, დაცვა ქაოსური, თავდასხმა ბრწყინვალე"
როცა ჰკითხეს, თუ ვის ისურვებდა შენაძენად, მან ასე უპასუხა: