თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2014, 00:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2324,
კომენტარები: 11
კრიკეტის მოთამაშე "იუნაიტედის" დაცვის შესახებ
კრიკეტის მოთამაშე "იუნაიტედის" დაცვას აკრიტიკებს.
კრიკეტის მოთამაშე
წარსულში ცნობილი კრიკეტის მოთამაშე, ჯეფრი ბოიკოტი კრის სმოლინგის, ჯონი ევანსისა და ფილ ჯონსის მიმართ მაკრიტიკებელ სიტყვებს იყენებს და მათ ხელფასს მაღალს, გამომუშავების ფორმას კი არადამაკმაყოფილებელს უწოდებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვაში გაუგებრობა ხდება. ჩემ მიერ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ნანახი "იუნაიტედის" ყველაზე ცუდი დაცვაა" - აცხადებს ინგლისის კრიკეტის ნაკრების ყოფილი წევრი და "წითელი ეშმაკების" დიდი ხნის ქომაგი.

მიუხედავად იმისა, რომ "საუთჰემპტონის" დამარცხების შემდეგ ლუი ვან გაალის გუნდმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა, ბოიკოტი "იუნაიტედისგან" უფრო მეტს მოელის.

"ჩვენი მცველები ძალიან იმედისგამაცრუებელი 13 მატჩის შემდეგ მოედანზე უთავო წიწილებივით დარბიან, რაც ძალიან სამწუხაროა."

"არ შემიძლია სმოლინგის, ევანსისა და ჯონსის შესახებ ყველაფერი იმის თქმა, რასაც ვფიქრობ, რადგან ისინი მუდამ ლაზარეთში იმყოფებიან. მაგრამ მათ ხელფასებს აშკარად აჭარბებენ. 50 წელია გუნდს ვქომაგობ და უფრო სუსტი დაცვა არასდროს მინახავს."

თუმცა ბოიკოტმა შეაქო გუნდის თავდასხმის ხაზი უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის სახით.

"დიდება ღმერთს, რომ ჩვენ უეინ რუნი და რობინ ვან პერსი გვყავს"

"ნახევარდაცვა საკმაოდ საშუალო დონის გვყავს, დაცვა ქაოსური, თავდასხმა ბრწყინვალე"


როცა ჰკითხეს, თუ ვის ისურვებდა შენაძენად, მან ასე უპასუხა:

"ვინც გინდათ, ოღონდ ჯანმრთელი იყოს"

წყარო: carrick.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Wardell
10 დეკემბერი 2014 22:37
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ჭადრაკი რატოა სპორტი დღემდე ვერ ამიხსნია what მაგარი სატვინო რამეა მარა ვერასდროს ვერ აღვიქვავ როგორც სპორტს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top