კატალონიის "ბარსელონას" მოთამაშე ჩავი ერნანდესი გაცვიფრებულია პოლ სქოულზის ოსტატობით და თვლის, რომ ის ბოლო 15-20 წლის განმავლობაში მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია.
Daily Mail-თან ინტერვიუში ჩავიმ სქოულზისადმი დიდი პატივისცემა გამოხატა, და აღნიშნა რა განსხვავება ინგლისურ და ესპანურ ფეხბურთს შორის, მიიჩნია, რომ სქოულზი ლა ლიგაში საუკეთესო მოთამაშე იქნებოდა: "პოლ სქოულზი - საუკეთესო ნახევარმცველია ამ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში. მე ბევრი მისაუბრია ამის თაობაზე ჩაბი ალონსოსთან, რომელიც მას ასევე საუკეთესოდ მიიჩნევს. მას საყრდენ ნახევარმცველად თამაში, შეტევებში ჩართვა და ასევე გოლების გატანაც შეუძლია. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. პოლ სქოულზი არასდროს იშორებს უაზროთ ბურთს, ის ყოველთვის პოულობს პარტნიორს. ის რომ ესპანურ ფეხბურთში თამაშობდეს, შესაძლოა უფრო მეტად დაეფასებინათ."
ცოტა მოგვიანებით ჩავიმ ახსნა, რისი თქმაც უნდოდა: "ინგლისი მებრძოლების ქვეყანაა. დაუშვათ, თუ მე "ლივერპულის წინააღმდეგ თამაში მომიწევს, და ჯეიმს კარაგერი მე უხეშად წამართმევს ბურთს და მოედნის ფარგლებს გარეთ გადააგდებს, პუბლიკა მას ტაშს დაუკრავს. "კამპ ნოუზე" გულშემატკივრები არასდროს შეგაქებენ ამის გამო. იქ გაცილებით განსხვავებული კულტურაა. თუ ხალხი დაინახავს, რომ თქვენ არ იცით რა ქნათ და უბრალოდ იშორებთ ბურთს, ისინი თქვენ დაგისტვენენ. ესპანური ფეხბურთელი სრულებით განსხვავდება ინგლისურისგან."