თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2012, 21:35
ავტორი: APeX,
ნანახია: 2569,
კომენტარები: 24
ჩავის აზრით სქოულზი საუკეთესოა
ჩავი: "სქოულზი - მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია ბოლო 15-20 წლის განმავლობაში"
ჩავის აზრით სქოულზი საუკეთესოა
კატალონიის "ბარსელონას" მოთამაშე ჩავი ერნანდესი გაცვიფრებულია პოლ სქოულზის ოსტატობით და თვლის, რომ ის ბოლო 15-20 წლის განმავლობაში მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია.

Daily Mail-თან ინტერვიუში ჩავიმ სქოულზისადმი დიდი პატივისცემა გამოხატა, და აღნიშნა რა განსხვავება ინგლისურ და ესპანურ ფეხბურთს შორის, მიიჩნია, რომ სქოულზი ლა ლიგაში საუკეთესო მოთამაშე იქნებოდა: "პოლ სქოულზი - საუკეთესო ნახევარმცველია ამ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში. მე ბევრი მისაუბრია ამის თაობაზე ჩაბი ალონსოსთან, რომელიც მას ასევე საუკეთესოდ მიიჩნევს. მას საყრდენ ნახევარმცველად თამაში, შეტევებში ჩართვა და ასევე გოლების გატანაც შეუძლია. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. პოლ სქოულზი არასდროს იშორებს უაზროთ ბურთს, ის ყოველთვის პოულობს პარტნიორს. ის რომ ესპანურ ფეხბურთში თამაშობდეს, შესაძლოა უფრო მეტად დაეფასებინათ."

ცოტა მოგვიანებით ჩავიმ ახსნა, რისი თქმაც უნდოდა: "ინგლისი მებრძოლების ქვეყანაა. დაუშვათ, თუ მე "ლივერპულის წინააღმდეგ თამაში მომიწევს, და ჯეიმს კარაგერი მე უხეშად წამართმევს ბურთს და მოედნის ფარგლებს გარეთ გადააგდებს, პუბლიკა მას ტაშს დაუკრავს. "კამპ ნოუზე" გულშემატკივრები არასდროს შეგაქებენ ამის გამო. იქ გაცილებით განსხვავებული კულტურაა. თუ ხალხი დაინახავს, რომ თქვენ არ იცით რა ქნათ და უბრალოდ იშორებთ ბურთს, ისინი თქვენ დაგისტვენენ. ესპანური ფეხბურთელი სრულებით განსხვავდება ინგლისურისგან."

წყარო: redevils.ru
სიახლეები
24 კომენტარი
№11
ავტორი: ManiuDevil
10 დეკემბერი 2012 22:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
პოლი მაგარი კაცია
P.S ხავიც love
0
№12
ავტორი: Lomsa099
10 დეკემბერი 2012 23:08
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
ძაან მაგარი კაცია სქოულზიიი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№13
ავტორი: Red Hooligan
10 დეკემბერი 2012 23:11
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ხავიც ძალიან კარგი გამთამაშებელია. თუმცა პოლს რო ბევრი რამ შეუძლია და უმაღლეს დონზე ფაქტია და რა თქმა უნდა თავისი თაობის საუკეთესო ნახევარმცველია : ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№14
ავტორი: v.persie and rooney
10 დეკემბერი 2012 23:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 466
მართალია ხავი
0
№15
ავტორი: buka oboladze
11 დეკემბერი 2012 00:27
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
უმაგრესია პოლი ეგრომ არდაბრუნებულიყო მაგრად დაგვერხეოდა )) ჩემი მეასე კომენტარია ^^
0
№16
ავტორი: Vodafone
11 დეკემბერი 2012 00:46
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
აუ ეხლა ახალგაზრდა პოლი მოგვცა და ბევრად მაგარი გუნდი ვიქებით
0
№17
ავტორი: Shako Jones
11 დეკემბერი 2012 12:30
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
სამწუხაროა რომ არავინ არ იცის სქოულზის თამაში საქართველოში და ყველას საუკეთესო მესი და ხავი გონია :(( რატომ არავინ იცის გიგზის შესახებ ბესტის შესახებ ;(
0
№18
ავტორი: creep
11 დეკემბერი 2012 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
Shako Jones,
და რატო გგონია რომ არავინ იცის?
0
№19
ავტორი: Ví Ví
11 დეკემბერი 2012 15:27
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
რა თქმა უნდა
0
№20
ავტორი: born_2b_red
11 დეკემბერი 2012 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 101
პოოოლ
<3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top