უეინ რუნი მნიშვნელოვან ბრძოლას იგებს მუხლის ტრავმასთან დუელში, ვინაიდან სკანირების შედეგად აღმოჩნდა რომ მისი მუხლი დიდად არ დაზიანებულა. "იუნაიტედის" კაპიტანმა წინა მატჩი ("სტოკის" წინააღმდეგ) გამოტოვა, "ჰალთან" მიღებული ტრავმის გამო.
დღეს რუნიმ სკანირება ჩაიტარა, რამაც აჩვენა რომ სერიოზული არაფერია და დიდი ალბათობით ის მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს "წმინდანებთან" მატჩში. დღეს რუნი ასევე მსუბუქად ივარჯიშებს, რაც "იუნაიტედისთვის" ნამვილად სასიხარულოა ამბავია.
ლუი ვან გაალის გუნდმა ამ სეზონში პირველად მოახერხა ზედიზედ 4 მატჩის მოგება და კაპიტნის დაბრუნებით, ამ სერიის გახანგრძლივების სერიოზული შანსი გაჩნდება. 29 წლის ფეხბურთელი გაცილებით მნიშვნელოვანია ვან გაალისთვის და მისი დაბრუნებით შანსები იმისა, რომ "იუნაიტედმა" ტოპ ოთხეულში ადგილი შეინარჩუნოს, უფრო იზრდება.
"საუთჰემპტონთან" გასამართი მატჩი შემდეგ, "იუნაიტედი" მოსისხლე მტერს, "ლივერპულს" მასპინძლობს "ოლდ ტრაფორდზე" და ვან გაალი იმედოვნებს, რომ მისი შვიდიანი, ანხელ დი მარია მწყობრში იქნება, რომელმაც რუნის მსგავსად დაზიანება "ჰალთან" გამართულ მატჩში მიიღო.