თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2014, 10:08
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2794,
კომენტარები: 13
სკანირების შედეგი ცნობილია
უეინ რუნიმ მუხლზე სკანირება ჩაიტარა, რათა გაეგო რამდენად რთული იქნებოდა მისი ტრავმა.
სკანირების შედეგი ცნობილია
უეინ რუნი მნიშვნელოვან ბრძოლას იგებს მუხლის ტრავმასთან დუელში, ვინაიდან სკანირების შედეგად აღმოჩნდა რომ მისი მუხლი დიდად არ დაზიანებულა. "იუნაიტედის" კაპიტანმა წინა მატჩი ("სტოკის" წინააღმდეგ) გამოტოვა, "ჰალთან" მიღებული ტრავმის გამო.

დღეს რუნიმ სკანირება ჩაიტარა, რამაც აჩვენა რომ სერიოზული არაფერია და დიდი ალბათობით ის მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს "წმინდანებთან" მატჩში. დღეს რუნი ასევე მსუბუქად ივარჯიშებს, რაც "იუნაიტედისთვის" ნამვილად სასიხარულოა ამბავია.

ლუი ვან გაალის გუნდმა ამ სეზონში პირველად მოახერხა ზედიზედ 4 მატჩის მოგება და კაპიტნის დაბრუნებით, ამ სერიის გახანგრძლივების სერიოზული შანსი გაჩნდება. 29 წლის ფეხბურთელი გაცილებით მნიშვნელოვანია ვან გაალისთვის და მისი დაბრუნებით შანსები იმისა, რომ "იუნაიტედმა" ტოპ ოთხეულში ადგილი შეინარჩუნოს, უფრო იზრდება.

"საუთჰემპტონთან" გასამართი მატჩი შემდეგ, "იუნაიტედი" მოსისხლე მტერს, "ლივერპულს" მასპინძლობს "ოლდ ტრაფორდზე" და ვან გაალი იმედოვნებს, რომ მისი შვიდიანი, ანხელ დი მარია მწყობრში იქნება, რომელმაც რუნის მსგავსად დაზიანება "ჰალთან" გამართულ მატჩში მიიღო.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
4 დეკემბერი 2014 20:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნის არყოფნა ყოველთვის მაგრად ეტყობა გუნდის თამაშს

დი მარია იმედია იქნება ლივერპულთან
0
№12
ავტორი: Macklemore
4 დეკემბერი 2014 23:56
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იმედია სოტონთან იქნება. რუნი აკლია გუნდს.

იმედია სოტონთან იქნება. რუნი აკლია გუნდს.

იმედია სოტონთან იქნება. რუნი აკლია გუნდს.
0
№13
ავტორი: red devil
5 დეკემბერი 2014 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
სოტონს უნდა მოვუგოთ უეჭველი და თავისი ადგილი მივუჩინოთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top