თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2014, 11:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1889,
კომენტარები: 11
ხუან მატა მატჩის შესახებ
ხუან მატამ თანაგუნდელები შეაქო.
ხუან მატა მატჩის შესახებ
"სტოკ სიტის" კარში გამარჯვების გოლის ავტორმა, ხუან მატამ "მეთუნეების" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში თანაგუნდელები შეაქო.

"ძალიან რთული მატჩი გამოდგა და უკანასკნელ მომენტამდე ვიბრძოდით. "სტოკმა" თავისებურად კარგად ითამაშა. აქ ძალიან კომპაქტური გუნდი ჩამოვიდა და როგორც ვიწინასწარმეტყველეთ ბოიანსა და სხვა სწრაფ ფეხბურთელებს იყენებდნენ კონტრშეტევის დროს."

"ვფიქრობ, მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ. პოზიციას ვინარჩუნებდით და მეტი მომენტი შევქმენით. საბოლოოდ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მეოთხე გამარჯვება ზედიზედ და ჩვენ სულ უფრო ახლოს ვართ მიზანთან."


ფელაინიმ თავისი კარგი ფორმა გატანილი გოლითაც დაამტკიცა და მატამ არც მისი მისამართით დაიშურა სიტყვები.

"ჰაერში ფელაინი ალბათ საუკეთესოა ლიგაში. მას შეუძლია გოლების გატანა ისე, როგორც დღეს გააკეთა, შეტევის მეორე ტალღით. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და მიხარია მის გამო, რადგან საწყის ეტაპზე რთული პერიოდი ჰქონდა. ის პროფესიონალია, კარგი ადამიანია და ბედნიერი ვარ მის გამო."

მატა დავიდ დე ხეას თამაშმაც მოხიბლა. "იუნაიტედი" შეხვედრის ბოლოს კიდევ ერთხელ იხსნა დავიდ დე ხეამ და მამე ბირამ დიუფს ახლო მანძილიდან თავურით დარტყმული აუღო.

"როგორც ყოველთვის. დიდი მეკარეები მაშინ ჩნდებიან, როცა უნდა გამოჩნდნენ და როცა ისინი საჭირონი არიან. აი რას აკეთებს დე ხეა ყოველ თამაშში."

გამომდინარე იქიდან, რომ ვან გაალისთვის ანხელ დი მარია და უეინ რუნი მიუწვდომელები იყვნენ, ჰოლანდიელმა არსებული რესურსიდან გამომდინარე შემადგენლობა აირჩია.

"ეს გუნდური სულია. ტრავმებთან მიმართებაში არ გვიმართლებდა. ჩვენ გვყავს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, რომლებიც თამაშს ვერ ახერხებენ, მაგრამ გუნდური სული არსებობს. მატჩის შემდეგ გასახდელში ყველა ბედნიერი იყო, რადგან რთული თამაში გამოდგა და ჩვენ ხასიათი ვაჩვენეთ."

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო "არსენალთან" გამარჯვების მოპოვება და შემდეგ ზედიზედ ორჯერ სახლში მოგება. ახლა შანსი გვაქვს დიდებული დეკემბერი გამოგვივიდეს - შესაძლოა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თვე, რადგან უფრო მეტი მატჩის ჩატარება მოგვიწევს."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 დეკემბერი 2014 11:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დიდი მეკარეები მაშინ ჩნდებიან, როცა უნდა გამოჩნდნენ და როცა ისინი საჭირონი არიან. აი რას აკეთებს დე ხეა ყოველ თამაშში."


ასეთ ასაკში ასეთი სიტყვების ღირსია. ამ ადამიანის ღვაწლის აღსაწერად უკვე სიტყვებს ვერ ვპოულობ. უბრალოდ გუშინ დავჯექი იატაკზე და თვალებს არ ვუჯერებდი რაც ბოლო წამებზე მოხდა.

მადლობა იანგს მასთან ერთად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
3 დეკემბერი 2014 11:59
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ახლა შანსი გვაქვს, დიდებული დეკემბერი გამოგვივიდეს - შესაძლოა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თვე, რადგან უფრო მეტი მატჩის ჩატარება მოგვიწევს.

გამოიყენეთ ეგ შანსი და დიდებული დეკემბერი გვაჩუქეთ feel
არა რაა, დაუსრულებლად შემიძლია ''ვუსმინო'' მატას love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Berba 9
3 დეკემბერი 2014 12:36
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ძაან კაი, მატას ახალი პოზიციაც მომწონს, პასი პასი, დარბის არ ჩერდება, მოკლედ მუშაობს, ასე რომ სრულიად სავარაუდოა, რომ მატამ ცენტრში განაგრძოს თამაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 დეკემბერი 2014 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მატა განსაკუთრებით მეორე ტაიმში მომეწონა და ვფიქრობ რომ ის გოლიც მატას ეკუთვნის. რაც შეეხება იმას რაც ბოლო წუთზე მოხდა, თვალებს არ ვუჯერებდი, სასწაული ბურთი აიღო დე ხეამ. არ უნდა დაგვავიწყდეს იანგიც რა თქმა უნდა, რომელმაც აშკარა გგოლისგან გვიხსნა და გარდა ამისა შეტევბშიც კარგად ერთვებოდა.
0
№5
ავტორი: chudikone
3 დეკემბერი 2014 13:07
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
დე ხეას ძეგლი დაუდგით გასახდელში, ბიჭებო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: AkkRed
3 დეკემბერი 2014 13:24
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩემი მუჩაჩოო პოზიტივი love
0
№7
ავტორი: RedGirl
3 დეკემბერი 2014 17:12
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მატა მაგრად მევასები რა :დ როგორც ბატონმა აკომ თქვა პოზიტივია ეს ადამიანი :დ

რაც შეეხება ფელაინს რაღაც-რაღაცები კიდე დასახვეწი აქვს.

მეორე ტაიმი უკეთესი კი იყო მაგრამ თმა გამითეთრდა ბოლო წუთებზე, მაგრამ რისთვის გვყავდა დავიდი?! საოცრებაა ეს ადამიანი და დარწმუნებული ვარ სვლას განაგრძობს და გახდება საუკეთესო. ვან დერ სარის ღირსეული მემკვირდეა ნამდვილად.

"ეს გუნდური სულია"


ხუან love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: GeorgeBest
3 დეკემბერი 2014 19:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"როგორც ყოველთვის. დიდი მეკარეები მაშინ ჩნდებიან, როცა უნდა გამოჩნდნენ და როცა ისინი საჭირონი არიან. აი რას აკეთებს დე ხეა ყოველ თამაშში."


winked
0
№9
ავტორი: VaRdo
3 დეკემბერი 2014 20:19
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მატა მაგარად მევასები love ეგრე რა ძლივს დავიწყეთ მოგებები. დავიღალე ამ იმედგაცრუებებით. იღბალიც ნელა ნელა ისევ ჩვნეს მხარეს გადმოდის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: red devil
3 დეკემბერი 2014 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ფელაინი და დეხეა მაგრები არიან :*
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top