თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2014, 11:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1895,
კომენტარები: 11
ხუან მატა მატჩის შესახებ
ხუან მატამ თანაგუნდელები შეაქო.
ხუან მატა მატჩის შესახებ
"სტოკ სიტის" კარში გამარჯვების გოლის ავტორმა, ხუან მატამ "მეთუნეების" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში თანაგუნდელები შეაქო.

"ძალიან რთული მატჩი გამოდგა და უკანასკნელ მომენტამდე ვიბრძოდით. "სტოკმა" თავისებურად კარგად ითამაშა. აქ ძალიან კომპაქტური გუნდი ჩამოვიდა და როგორც ვიწინასწარმეტყველეთ ბოიანსა და სხვა სწრაფ ფეხბურთელებს იყენებდნენ კონტრშეტევის დროს."

"ვფიქრობ, მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ. პოზიციას ვინარჩუნებდით და მეტი მომენტი შევქმენით. საბოლოოდ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მეოთხე გამარჯვება ზედიზედ და ჩვენ სულ უფრო ახლოს ვართ მიზანთან."


ფელაინიმ თავისი კარგი ფორმა გატანილი გოლითაც დაამტკიცა და მატამ არც მისი მისამართით დაიშურა სიტყვები.

"ჰაერში ფელაინი ალბათ საუკეთესოა ლიგაში. მას შეუძლია გოლების გატანა ისე, როგორც დღეს გააკეთა, შეტევის მეორე ტალღით. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და მიხარია მის გამო, რადგან საწყის ეტაპზე რთული პერიოდი ჰქონდა. ის პროფესიონალია, კარგი ადამიანია და ბედნიერი ვარ მის გამო."

მატა დავიდ დე ხეას თამაშმაც მოხიბლა. "იუნაიტედი" შეხვედრის ბოლოს კიდევ ერთხელ იხსნა დავიდ დე ხეამ და მამე ბირამ დიუფს ახლო მანძილიდან თავურით დარტყმული აუღო.

"როგორც ყოველთვის. დიდი მეკარეები მაშინ ჩნდებიან, როცა უნდა გამოჩნდნენ და როცა ისინი საჭირონი არიან. აი რას აკეთებს დე ხეა ყოველ თამაშში."

გამომდინარე იქიდან, რომ ვან გაალისთვის ანხელ დი მარია და უეინ რუნი მიუწვდომელები იყვნენ, ჰოლანდიელმა არსებული რესურსიდან გამომდინარე შემადგენლობა აირჩია.

"ეს გუნდური სულია. ტრავმებთან მიმართებაში არ გვიმართლებდა. ჩვენ გვყავს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, რომლებიც თამაშს ვერ ახერხებენ, მაგრამ გუნდური სული არსებობს. მატჩის შემდეგ გასახდელში ყველა ბედნიერი იყო, რადგან რთული თამაში გამოდგა და ჩვენ ხასიათი ვაჩვენეთ."

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო "არსენალთან" გამარჯვების მოპოვება და შემდეგ ზედიზედ ორჯერ სახლში მოგება. ახლა შანსი გვაქვს დიდებული დეკემბერი გამოგვივიდეს - შესაძლოა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თვე, რადგან უფრო მეტი მატჩის ჩატარება მოგვიწევს."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: DiMaria
4 დეკემბერი 2014 00:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
და რაო ბოლოს, მე გავიტანეო? ამას მიათვალეს არა?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top