თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2014, 10:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1881,
კომენტარები: 12
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალის კომენტარი მატჩის შემდეგ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალს სჯერა, რომ მისი გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება.

"წითლებმა" "სტოკ სიტი" "ოლდ ტრაფორდზე" მარუან ფელაინის თავურისა და ხუან მატას საჯარიმოს წყალობით დაამარცხეს, რომელსაც ოდნავ შეეხო მარკოს როხო.

ვან გაალი აცხადებს, რომ დავიდ დე ხეასა და ეშლი იანგის მიერ მატჩის ბოლო წუთებზე მოგერიებული ბურთები იღბლის მანიშნებელია, მაგრამ გუნდმა მოგება დაიმსახურა.

"გამარჯვება ყოველთვის ძვირფასია, რადგან შენ ტოპ კლუბებს უნდა მოუგო. თუ სატურნირო ცხრილში წინსვლა გსურს, უნდა გაიმარჯვო. ინგლისში არ არსებობს ადვილი მატჩები. გასული კვირისა და დღევანდელი მატჩები ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, ამიტომ ბედნიერი ვარ გამარჯვებით."

"ეს რა თქმა უნდა რელიეფური იყო - თამაში გაცილებით ადრე უნდა მოგვეკლა. რამდენიმე დიდებული მომენტი გვქონდა, ერერას პირველ ტაიმში, ხოლო ფელაინის და უილსონს მეორე ტაიმში. ისინი რომ გაგვეტანა, თამაში დასრულებული იქნებოდა. მაგრამ, როცა ანგარიშის სხვაობა მცირეა და შენ კრაუჩის მსგავსი ფეხბურთელი გყავს, ყველამ იცის, რომ მაღალი გადაცემები გაკეთდება, ასე რომ, ნებისმიერ წამს შეიძლება ბურთი გაგიტანონ, ამიტომ ძალიან გაგვიმართლა. ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით."

"მინდა მოვიცადო მომდენო თამაშამდე სანამ რამეს შევაჯამებდე, მაგრამ ვფიქრობ კარგ ფორმაში ვართ. ჩვენ ოთხი თამაში მოვიგეთ ზედიზედ, რაც ძალიან კარგი მიღწევაა პრემიერ ლიგაში. მინდა ვნახო რა მოხდება "საუთჰემპტონთან" - როცა ზედიზედ მეორე გასვლით შეხვედრას მოვიგებთ, სწორედ მაშინ გვექნება კარგი პერიოდი."

"უილსონს გატანა შეეძლო. მას რომ გაეტანა, ყველა გახარებული იქნებოდა მის გამო. ჩვეულებრივ მას ვარჯიშებზე გააქვს გოლი, მაგრამ დღეს ვერ გაიტანა, აი ეს არის სხვაობა ვარჯიშსა და თამაშს შორის."

"მეორე გოლი მატას ეკუთვნოდა, რადგან მან ჯარიმა შეასრულა. როხო მეკარესთან ახლოს იმყოფებოდა, რათა უფრო რთული გაეხადა ბურთის აღება, სწორედ ამაზე ვმუშაობდით ვარჯიშზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამან მატჩის დროს გაამართლა."
- განაცხადა მატჩის შემდგომ ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 დეკემბერი 2014 10:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გოლი როგორც ვიცი მატას ჩაეწერა. როხოს რომც გაეტანა უსამართლობა იქნებოდა. აშკარად თამაშგარეში და ეპიზოდზე ზეგავლენას ახდენდა, ამიტომ არც ეგ იყო ჩასათვლელი, მაგრამ ერთხელ ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს.

კიდევ ერთხელ გამოგვადგა გოლის დამაფიქსირებელი ტექნოლოგია. ეგ რომ არა ვინ იცის მსაჯი იანგის ეპიზოდზე რა გადაწყვეტილებას მიიღებდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
3 დეკემბერი 2014 10:38
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ერთხელ ჩვენც გაგვიმართლა request იმედია აწი გამართლებაზე აღარ გვექნება იმედი და ჩვენი ძალებით მოვუგებთ გადავუვლით დავკუჭნით და დავახევთ ბურთზე თავს და საერთოდ გავაქრობთ love
0
№3
ავტორი: RojoDiablo
3 დეკემბერი 2014 10:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: AkkRed
ერთხელ ჩვენც გაგვიმართლა იმედია აწი გამართლებაზე აღარ გვექნება იმედი და ჩვენი ძალებით მოვუგებთ გადავუვლით დავკუჭნით და დავახევთ ბურთზე თავს და საერთოდ გავაქრობთ


ბურთზე თავს კი არა თავზე ბურთს აკო :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: AkkRed
3 დეკემბერი 2014 10:45
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

wink wink wink
შენ ვერ გამიგე, ანუ ვარტყმევინებთ თავს ბურთზე და გამოდის თავზე ბურთს wink
ცოტა არმიანსკი კი გამომივიდა, მაგრამ არაუშავს wink
0
№5
ავტორი: Mufc7
3 დეკემბერი 2014 10:53
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჩემს ნერვებს რატომ არ უფრთხილდებიან? wink მეორე ტაიმისთვის ასმაგად ვიმშვიდებ ხოლმე თავს,მაგრამ უშედეგოდ wink მოგება კარგია, გვჭირდებოდა ეს 3 ქულა. უფრო კარგი ის იქნება ამ მატჩში დაშვებული შეცდომები შემდეგში აღარ განმეორდეს. რუნის არყოფნა კი ეგრევე დაეტყობა ხოლმე გუნდს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: Jubo
3 დეკემბერი 2014 10:58
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
რა ტვინო იანგა ამ თამაშის მოკვლით, 90 წუთი სანახაობას ვუყურებდი ხოლმე და ეხლა როგორც კი წინ წავლენ სვარკას უნდა გვაყურებინონ? ფერგის დრო რომ მახსენდება, ბოლო წუთებზე შეყრილი გოლები და ბოლომდე თამაში გული მიკვდება. სანახაობა მენატრება. ბრძოლა და ნამდვილი იუნაიტედი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: Berba 9
3 დეკემბერი 2014 12:32
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მე პირადად უილსონნი ძალიან მომწონს და მაგის გამო გოლი რომ ვერ გაიტანა იმედია ვან გაალი არ გაუტრაკებს, თორე მე გავუტრაკებ მერე ლუის )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: chudikone
3 დეკემბერი 2014 12:57
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სოტონთან იმედია დაბრუნდებიან დიმკა, რუნი და ჯონსი, უნდა მოვუგოთ უეჭველი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 დეკემბერი 2014 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეს ბოლო წუთებზე ბურთის დაჭერა და შანსის არ მიცემა მეტოქისთვის როგორც ჩანს კიდევ პრობლემაა და მჯერა რომ ლუი ამ საკითხზე უფრო ბევრს იმუშავებს. ვერ გავიტანეთ მესამე გოლი, მაგრამ ოლდტრაფორდზე ბოლო წუთებზე ესე არ უნდა გვანერვიულებდნენ რაა. გაგვიმართლა ძალიან, თუმცა იმასაც ვერავინ იტყვის რომ დაუმსახურებლად მოვიგეთ.
0
№10
ავტორი: GeorgeBest
3 დეკემბერი 2014 19:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საუტჰემპტონთან რთული მატჩი გველის. ამანაც აღნიშნა ადვილი არც ერტი არაა მარა მაგრად გაგვიჭირდება, საუტჰემპტონთან მოგება მაგრად გვჭირდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top