თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2014, 10:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1888,
კომენტარები: 12
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალის კომენტარი მატჩის შემდეგ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალს სჯერა, რომ მისი გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება.

"წითლებმა" "სტოკ სიტი" "ოლდ ტრაფორდზე" მარუან ფელაინის თავურისა და ხუან მატას საჯარიმოს წყალობით დაამარცხეს, რომელსაც ოდნავ შეეხო მარკოს როხო.

ვან გაალი აცხადებს, რომ დავიდ დე ხეასა და ეშლი იანგის მიერ მატჩის ბოლო წუთებზე მოგერიებული ბურთები იღბლის მანიშნებელია, მაგრამ გუნდმა მოგება დაიმსახურა.

"გამარჯვება ყოველთვის ძვირფასია, რადგან შენ ტოპ კლუბებს უნდა მოუგო. თუ სატურნირო ცხრილში წინსვლა გსურს, უნდა გაიმარჯვო. ინგლისში არ არსებობს ადვილი მატჩები. გასული კვირისა და დღევანდელი მატჩები ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, ამიტომ ბედნიერი ვარ გამარჯვებით."

"ეს რა თქმა უნდა რელიეფური იყო - თამაში გაცილებით ადრე უნდა მოგვეკლა. რამდენიმე დიდებული მომენტი გვქონდა, ერერას პირველ ტაიმში, ხოლო ფელაინის და უილსონს მეორე ტაიმში. ისინი რომ გაგვეტანა, თამაში დასრულებული იქნებოდა. მაგრამ, როცა ანგარიშის სხვაობა მცირეა და შენ კრაუჩის მსგავსი ფეხბურთელი გყავს, ყველამ იცის, რომ მაღალი გადაცემები გაკეთდება, ასე რომ, ნებისმიერ წამს შეიძლება ბურთი გაგიტანონ, ამიტომ ძალიან გაგვიმართლა. ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით."

"მინდა მოვიცადო მომდენო თამაშამდე სანამ რამეს შევაჯამებდე, მაგრამ ვფიქრობ კარგ ფორმაში ვართ. ჩვენ ოთხი თამაში მოვიგეთ ზედიზედ, რაც ძალიან კარგი მიღწევაა პრემიერ ლიგაში. მინდა ვნახო რა მოხდება "საუთჰემპტონთან" - როცა ზედიზედ მეორე გასვლით შეხვედრას მოვიგებთ, სწორედ მაშინ გვექნება კარგი პერიოდი."

"უილსონს გატანა შეეძლო. მას რომ გაეტანა, ყველა გახარებული იქნებოდა მის გამო. ჩვეულებრივ მას ვარჯიშებზე გააქვს გოლი, მაგრამ დღეს ვერ გაიტანა, აი ეს არის სხვაობა ვარჯიშსა და თამაშს შორის."

"მეორე გოლი მატას ეკუთვნოდა, რადგან მან ჯარიმა შეასრულა. როხო მეკარესთან ახლოს იმყოფებოდა, რათა უფრო რთული გაეხადა ბურთის აღება, სწორედ ამაზე ვმუშაობდით ვარჯიშზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამან მატჩის დროს გაამართლა."
- განაცხადა მატჩის შემდგომ ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
3 დეკემბერი 2014 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
სტოკი არააა ხელწამოსაკრავი გუნდი ასე რო კაია რო მოვიგეთ
0
№12
ავტორი: DiMaria
4 დეკემბერი 2014 00:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
შემდეგი თამაშის რატომღაც მეშინია ძალიან.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top