თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2014, 21:12
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2790,
კომენტარები: 11
მატას ბლოგი
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
მატას ბლოგი
სალამი ყველას!

ძილის წინ დრო ვიხელთე და გწერთ. უქმეები შესანიშნავად დაიწყო, თუმცა ნაღვლიანად დამთავრდა პრობლემების გამო, რომლებიც სპორტს არ ეხება.

შაბათს, "ოლდ ტრაფორდზე" ორი მიყოლებით გასამართი მატჩიდან ერთ-ერთი მოვიგეთ და მეორე სამშაბათს გველის. გუნდმა სტაბილური და ლაღი თამაში აჩვენა. პირადად მე სიამოვნებას ვიღებდი თამაშისგან. მატჩის სტარტიდანვე "ჰალზე" უკეთ გამოვიყურებოდით, შევქმენით რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი და ვფლობდით ბურთს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ, გულშემატკივარს ძალიან მოეწონა გუნდის თამაში. ასევე გავაგრძელებთ! იმ ფეხბურთელებით, რომლებიც გუნდში ირიცხებიან შეგვიძლია ძალიან ლამაზი და ასევე შედეგიანი ფეხბურთის ჩვენება.

ანხელის ტრავმა ძალიან საწყენია, იმედი გვაქვს მალე დაგვიბრუნდება. რაც შეეხება უეინს, აქ სერიოზული არაფერია. ამ მხრივ ჩვენ ნამდვილად არ გვიმართლებს, ტრავმები თანგვდევს სულ.

მატჩის შემდეგ, გასახდელში, ფეხბურთელები გრძნობდნენ რომ, ჩვენ ჩავატარეთ შესანიშნავი მატჩი და გვაქვს საბაბი ვიყოთ ამაყები. მთელი კვირის განმავლობაში, ვარჯიშებზე თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. ვიმედოვნებთ კარგ თამაშს განვაგრძობთ დეკემბერშიც, სადაც ძალიან რთული და დატვირთული გრაფიკი გველოდება. წარმატებების შემთხვევაში შანსი გვექნება სატურნირო ცხრილში აღმასვლა განვაგრძოთ.

კვირა არცთუ ხალისიანად დაიწყო. ვარჯიშის შემდეგ ჩვენ მოგვიყვნენ ინციდენტის შესახებ, რომელიც ესპანეთში მოხდა, "ატლეტიკოსა" და "დეპორტივოს" მატჩამდე. ძალიან ვწუხვარ და ვერ ვიჯერებ. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის ამის აღსაწერად. ყველა სპორტმა უნდა გააერთიანოს ხალხი და არა დაუპირისპიროს ისინი ერთმანეთს. სპორტი - ეს არის ის, რისგანაც მაყურებელი უნდა იღებდეს სიამოვნებას. ჩვენ უნდა დავტკბეთ ლამაზი ეპიზოდებით და ემოციებით. რა თქმა უნდა, საყვარელი გუნდის წაგება გვწყინს, თუმცა პატივი უნდა ვცეთ მოწინააღმდეგესაც. ამიტომ მე არასდროს მესმოდა და ვერც ვერასდროს წარმოვიდგენ რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი ეპიზოდები.

ჩემი სურვილი იქნება, ფეხბურთმა ისევ დაახლოვოს სხვადასხვა რელიგიისა და კულტის ხალხი. მე ვცდილობ დავტკბე თამაშით და გულშემატკივარს ვაჩუქო სანახაობა. თუ არ გეწყინებათ დღეს "ლა ლიგის" შესახებ არ ვილაპარაკებ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს, ასევე დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ფან-კლუბს, ვალენსიაში, რადგან ისინი აგრძელებენ ჩემ გვერდში დგომას. დიდი მადლობა ყველა შეტყობინებისთვის, თქვენ შესანიშნავები ხართ.

ამ პოსტში მინდა რეკომენდაცია გავუწიო და შემოგთავაზოთ 60-იანი, 70-იანი წლების მუსიკა. იმედი მაქვს ძალიან მოგეწონებათ ისეთი ჯგუფები, როგორებიც არიან: "The Beatles", "The Rolling Stones", "The Who" კიდევ ვინ გამომრჩა?

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, შევხვდებით შემდეგ კვირაში.

გეხვევით.

ხუანი.

წყარო: carrick.ru
მატას ბლოგი
11 კომენტარი
№1
ავტორი: გაბადაძე
1 დეკემბერი 2014 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Rogor veli amis blogs sul ♡♡
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№2
ავტორი: RedTeen
1 დეკემბერი 2014 21:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ხუანიტო love derphappycry
0
№3
ავტორი: RojoDiablo
1 დეკემბერი 2014 22:08
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
The Beatles", "The Rolling Stones", "The Who" კიდევ ვინ გამომრჩა?


ღადაობს? რა გირჩიოთ? ამას რა რჩევა უნდა.

გაბადაძე,

დააჭირე და ნახე ვიდეო რომ გაინტერესებდა

ასეთი ბარბარიზმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს განათლებისა და საზოგადოების აზროვნების გაღვიძების გზით.


შეუძლებელია. ემოციამოზღვავებულ ადამიანს ვერ აიძულებ მქედება აკონტროლოს. ეს არ არის ყველას ხასიათის ნიშანი. აქ განათლებაც ვერ თამაშობს იმდენად დიდ როლს, რომ აღიკვეთოს.

კარგია, რომ ამაზე ყურადღება გაამახვილე ხუან, მაგრამ პრობლემას შენი რჩევა ვერ მოაგვარებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Mufc7
1 დეკემბერი 2014 22:17
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აუ როგორ მიყვარს ეს პოზიტივი ადამიანი love ისე ველოდები ხოლმე მის ამ ბლოგს. feel ისე, რა კარგი გემოვნება ჰქონია,ყოჩაღ ბიჭი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: GameGambit
1 დეკემბერი 2014 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
kai musikas usmens :3 derphappycry manutd
0
№6
ავტორი: AkkRed
1 დეკემბერი 2014 22:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მუსიკაში გემოვნება არ უ არგა ჩემი თვალსაზრისით
0
№7
ავტორი: Mufc7
1 დეკემბერი 2014 22:31
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
AkkRed,
რას ურჩევდი აბა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: GeorgeBest
2 დეკემბერი 2014 02:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვფიქრობ, გულშემატკივარს ძალიან მოეწონა გუნდის თამაში. ასევე გავაგრძელებთ!

იმედი მაქვს
0
№9
ავტორი: DiMaria
2 დეკემბერი 2014 10:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
RojoDiablo,
ვაა, რა ცუდი ამბავი. ასეთი რამ როგორ შეიძლება ფეხბურთში
0
№10
ავტორი: AkkRed
2 დეკემბერი 2014 12:20
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Mufc7,
ray charles, village people, donna summer. მე ესენი უფრო მევასებიან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top