თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2014, 21:12
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2791,
კომენტარები: 11
მატას ბლოგი
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
მატას ბლოგი
სალამი ყველას!

ძილის წინ დრო ვიხელთე და გწერთ. უქმეები შესანიშნავად დაიწყო, თუმცა ნაღვლიანად დამთავრდა პრობლემების გამო, რომლებიც სპორტს არ ეხება.

შაბათს, "ოლდ ტრაფორდზე" ორი მიყოლებით გასამართი მატჩიდან ერთ-ერთი მოვიგეთ და მეორე სამშაბათს გველის. გუნდმა სტაბილური და ლაღი თამაში აჩვენა. პირადად მე სიამოვნებას ვიღებდი თამაშისგან. მატჩის სტარტიდანვე "ჰალზე" უკეთ გამოვიყურებოდით, შევქმენით რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი და ვფლობდით ბურთს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ, გულშემატკივარს ძალიან მოეწონა გუნდის თამაში. ასევე გავაგრძელებთ! იმ ფეხბურთელებით, რომლებიც გუნდში ირიცხებიან შეგვიძლია ძალიან ლამაზი და ასევე შედეგიანი ფეხბურთის ჩვენება.

ანხელის ტრავმა ძალიან საწყენია, იმედი გვაქვს მალე დაგვიბრუნდება. რაც შეეხება უეინს, აქ სერიოზული არაფერია. ამ მხრივ ჩვენ ნამდვილად არ გვიმართლებს, ტრავმები თანგვდევს სულ.

მატჩის შემდეგ, გასახდელში, ფეხბურთელები გრძნობდნენ რომ, ჩვენ ჩავატარეთ შესანიშნავი მატჩი და გვაქვს საბაბი ვიყოთ ამაყები. მთელი კვირის განმავლობაში, ვარჯიშებზე თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. ვიმედოვნებთ კარგ თამაშს განვაგრძობთ დეკემბერშიც, სადაც ძალიან რთული და დატვირთული გრაფიკი გველოდება. წარმატებების შემთხვევაში შანსი გვექნება სატურნირო ცხრილში აღმასვლა განვაგრძოთ.

კვირა არცთუ ხალისიანად დაიწყო. ვარჯიშის შემდეგ ჩვენ მოგვიყვნენ ინციდენტის შესახებ, რომელიც ესპანეთში მოხდა, "ატლეტიკოსა" და "დეპორტივოს" მატჩამდე. ძალიან ვწუხვარ და ვერ ვიჯერებ. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის ამის აღსაწერად. ყველა სპორტმა უნდა გააერთიანოს ხალხი და არა დაუპირისპიროს ისინი ერთმანეთს. სპორტი - ეს არის ის, რისგანაც მაყურებელი უნდა იღებდეს სიამოვნებას. ჩვენ უნდა დავტკბეთ ლამაზი ეპიზოდებით და ემოციებით. რა თქმა უნდა, საყვარელი გუნდის წაგება გვწყინს, თუმცა პატივი უნდა ვცეთ მოწინააღმდეგესაც. ამიტომ მე არასდროს მესმოდა და ვერც ვერასდროს წარმოვიდგენ რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი ეპიზოდები.

ჩემი სურვილი იქნება, ფეხბურთმა ისევ დაახლოვოს სხვადასხვა რელიგიისა და კულტის ხალხი. მე ვცდილობ დავტკბე თამაშით და გულშემატკივარს ვაჩუქო სანახაობა. თუ არ გეწყინებათ დღეს "ლა ლიგის" შესახებ არ ვილაპარაკებ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს, ასევე დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ფან-კლუბს, ვალენსიაში, რადგან ისინი აგრძელებენ ჩემ გვერდში დგომას. დიდი მადლობა ყველა შეტყობინებისთვის, თქვენ შესანიშნავები ხართ.

ამ პოსტში მინდა რეკომენდაცია გავუწიო და შემოგთავაზოთ 60-იანი, 70-იანი წლების მუსიკა. იმედი მაქვს ძალიან მოგეწონებათ ისეთი ჯგუფები, როგორებიც არიან: "The Beatles", "The Rolling Stones", "The Who" კიდევ ვინ გამომრჩა?

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, შევხვდებით შემდეგ კვირაში.

გეხვევით.

ხუანი.

წყარო: carrick.ru
მატას ბლოგი
11 კომენტარი
№11
ავტორი: RedGirl
2 დეკემბერი 2014 15:46
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
გაგიკვირდება და ჩვენც ვისიამოვნეთ თამაშით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top