თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2014, 10:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1862,
კომენტარები: 11
იანგი: "მზად ვარ "სტოკთანაც" დაცვაში ვითამაშო"
ეშლი იანგი მარცხენა მცველის პოზიციის დასაკავებლად მზადაა.
იანგი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერი, ეშლი იანგი გამოტყდა, რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში მოეწონა და მზადაა მომდევნო შეხვედრაშიც დაიკავოს იგივე პოზიცია.

"ემირეიტსზე" "მეთოფეების" წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში შეხვედრის მე-16 წუთზე ლუკ შოუმ ტერფი დაიზიანა, რის გამოც მის ადგილი იანგმა დაიკავა.

იანგმა მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა "ოლდ ტრაფორდზე" "ჰალ სიტის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაშიც და როგორც თავად აცხადებს, მზადაა მომდევნო მატჩშიც შეასრულოს იგივე დავალება.

"ნათელია, რომ მარცხენა მცველის პოზიცია უჩვეულოა ჩემთვის, მაგრამ მთელი კვირის განმავლობაში ვვარჯიშობდი და ვემზადებოდი ამ პოზიციაზე სათამაშოდ."

"მატჩში მუდამ გადავადგილდებოდით და ბურთს სწრაფად ვამუშავებდით. ვფიქრობ, "ჰალი" ამისთვის მზად არ იყო."

"პირველივე წუთებიდან მოწინააღმდეგის პრესინგსა და შეტევას მივმართეთ. ჩვენმა ნახევარდაცვამ შესანიშნავად ითამაშა, დამაჯერებლად მოქმედებდა დაცვაში და ეხმარებოდა შეტევის ხაზს. ჩვენი თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნო იყო."

"შესვენებაზე ვამბობდით, რომ მესამე გოლი გვჭირდებოდა, რაც მატჩში ინტრიგას დაასამარებდა. საბედნიეროდ ამაში რობინ ვან პერსი დაგვეხმარა, რომელმაც ფანტასტიური გოლი გაიტანა."

"თუ მწვრთნელს ჩემი ხილვა მარცხენა ფლანგზე მომდევნო მატჩშიც მოუნდება, სიხარულით დავთანხმდები. ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა მოედანზე გამოვდივარ. როცა თამაშგარე ვრჩები, ეს ძლიერ მიცრუებს იმედებს."
- განაცხადა იანგმა.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 დეკემბერი 2014 10:37
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
საბედნიეროდ ამაში რობინ ვან პერსი დაგვეხმარა, რომელმაც ფანტასტიური გოლი გაიტანა."


რუსი კომენტატორია, ჟურაველის კომენტარი გოლზე: "ჟირუსაც კი შეშურდებდა".

ჩვენი თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნო იყო."


მეორე შემთხვევა წელს როცა მატჩს ფეხი-ფეხზე გადადებული ვუყურე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
1 დეკემბერი 2014 10:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ცუდათ ნამდვილად არ უთამაშია, ყოველშემთხევავში იმას ჯობდა რასაც წინ თამაშობს ხოლმე wink
0
№3
ავტორი: Macklemore
1 დეკემბერი 2014 11:16
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Bolo or matchshi mshvenivrad itamasha am chemisam da vnaxot aba rogor gaagrdzelebs.
0
№4
ავტორი: AkkRed
1 დეკემბერი 2014 11:27
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იანგი აღარ ხუმრობს :D
0
№5
ავტორი: Mufc7
1 დეკემბერი 2014 11:41
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
სიდან ამხელა ამბიციები mocking2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: DiMaria
1 დეკემბერი 2014 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
Mufc7,
რატომ კაცო? რა აქვს დასაწუნი ასეთ ვითარებაში ან რატომ არ უნდა ქონდეს თამაში იმედი?
0
№7
ავტორი: Mufc7
1 დეკემბერი 2014 15:31
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
DiMaria,
თამაშის იმედი რომ აქვს კარგია. ამბიციაც რომ აქვს ეგეც. ბოლო თამაშებში ამოქაჩა და დროებით(იმედი მაქვს ამ სიტყვის უკან წაღება მომიწევს მერე) გააჩუმა კრიტიკოსები. ასე გააგრძელოს და მე ვინ რას მეკითხება,მთავარია თამაშის ხარისხით არ დაგვტოვოს უკმაყოფილო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: RedGirl
1 დეკემბერი 2014 17:25
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჩვენმა ნახევარდაცვამ შესანიშნავად ითამაშა, დამაჯერებლად მოქმედებდა დაცვაში და ეხმარებოდა შეტევის ხაზს. ჩვენი თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნო იყო.


მართლა სასიამოვნო იყო რა ამათი ყურება :დ მშვიდად და წყნარად ჩაიარა ყველაფერმა :დ ნერვების დაუწყვეტლად :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№9
ავტორი: Malboro463
1 დეკემბერი 2014 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ამას ქვია ქვეია მშვენიერი თამაში? ამას ძირითადში სოუნსის და სოტონსის დონის გუნდებთანაც არ გდაყენებენ. ღირებული არაფერი გაუკეტებია როდის უნდა მოვიშოროთ ეს დაუნინგები
0
№10
ავტორი: GeorgeBest
2 დეკემბერი 2014 02:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სხვა გზა არც გვაქვს

იანგი ყოველთვის ჩელსად დარჩება რაც არ უნდა მაგარად ითამაშოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top