თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2014, 10:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1868,
კომენტარები: 11
იანგი: "მზად ვარ "სტოკთანაც" დაცვაში ვითამაშო"
ეშლი იანგი მარცხენა მცველის პოზიციის დასაკავებლად მზადაა.
იანგი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერი, ეშლი იანგი გამოტყდა, რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში მოეწონა და მზადაა მომდევნო შეხვედრაშიც დაიკავოს იგივე პოზიცია.

"ემირეიტსზე" "მეთოფეების" წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში შეხვედრის მე-16 წუთზე ლუკ შოუმ ტერფი დაიზიანა, რის გამოც მის ადგილი იანგმა დაიკავა.

იანგმა მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა "ოლდ ტრაფორდზე" "ჰალ სიტის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაშიც და როგორც თავად აცხადებს, მზადაა მომდევნო მატჩშიც შეასრულოს იგივე დავალება.

"ნათელია, რომ მარცხენა მცველის პოზიცია უჩვეულოა ჩემთვის, მაგრამ მთელი კვირის განმავლობაში ვვარჯიშობდი და ვემზადებოდი ამ პოზიციაზე სათამაშოდ."

"მატჩში მუდამ გადავადგილდებოდით და ბურთს სწრაფად ვამუშავებდით. ვფიქრობ, "ჰალი" ამისთვის მზად არ იყო."

"პირველივე წუთებიდან მოწინააღმდეგის პრესინგსა და შეტევას მივმართეთ. ჩვენმა ნახევარდაცვამ შესანიშნავად ითამაშა, დამაჯერებლად მოქმედებდა დაცვაში და ეხმარებოდა შეტევის ხაზს. ჩვენი თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნო იყო."

"შესვენებაზე ვამბობდით, რომ მესამე გოლი გვჭირდებოდა, რაც მატჩში ინტრიგას დაასამარებდა. საბედნიეროდ ამაში რობინ ვან პერსი დაგვეხმარა, რომელმაც ფანტასტიური გოლი გაიტანა."

"თუ მწვრთნელს ჩემი ხილვა მარცხენა ფლანგზე მომდევნო მატჩშიც მოუნდება, სიხარულით დავთანხმდები. ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა მოედანზე გამოვდივარ. როცა თამაშგარე ვრჩები, ეს ძლიერ მიცრუებს იმედებს."
- განაცხადა იანგმა.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: DiMaria
2 დეკემბერი 2014 11:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
თუ არაფერი გაუკეთებია, არაფერი გაუფუჭებია, მაგრამ იუნაიტედის ფეხბურთელი ამაზე არ უნდა კმაყოფილდებოდეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top