თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2014, 19:56
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1903,
კომენტარები: 13
მაიკლ კერიკი:" კარგად თამაში უნდა გავაგრძელოთ"
მაიკლ კერიკის ინტერვიუ.
მაიკლ კერიკი:
ინგლისელი ნახევარმცველი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო "ჰალთან" გამაჯვების დროს, მოხარულია გუნდის კარგი თამაშით და თანაგუნდელებს მოუწოდებს სტაბილურობისკენ:

"ეს კარგი თამაში და გამარჯვება იყო. ჩვენ ვაკონროლებდით თამაშს მთელი მატჩის განმავლობაში. იმედი მაქვს სამშაბათსაც იგივე სცენარით გავმართავთ შეხვედრას.

მიმდინარე სეზონში, ჩვენი ჩავარდნის მიზეზი ტრავმებია, რადგან მენეჯერს არ ეძლევა საშუალება სასურველი თერთმეტეული ათამაშოს. იგი ყოველ კვირას ახალ ფეხბურთელებს აყენებს, რაც თავად ჩვენთვისაც ცუდია, რადგან კომუნიკაციის ნაკლებობა გვაქვს. დიდი იმედი მაქვს ყველაფერი გამოსწორდება და მოთამაშეებიც მალე დაგვიბრუნდებიან.

ცოტა უჩვეულოა როდესაც შუა კვირაში თამაშის ნაცვლად ვარჯიში გვიწევს, თუმცა ესეც კარიერის ნაწილია და დიდი ალბათობით ესეც წაგვადგება. "ჰალთან" გამარჯვება უკვე ისტორიაა, ახლა ყველანი სამშაბათს გასამართ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულები."


მაიკლმა ასევე ჰოლანდიელ თანაგუნდელზე, რობინ ვან პერსიზე, ისაუბრა, რომელიც ამ ბოლო დროს კრიტიკის ქარ-ცეცხლშია გახვეული:

"რობინმა ფანტასტიური გოლი გაიტანა, ეს იყო ნახევარშანსი, რომლისგანაც ბევრი ვერაფერს იზავდა, მას კი საუცხოო სილამაზის გოლი გამოუვიდა.

ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც შემტევები მომენტებს ქმნიან და ლაღად თამაშობენ. თუ ჩვენ ასე თამაშს გავაგრძელებთ აუცილებლად დიდ შედეგს მივიღებთ."



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 ნოემბერი 2014 20:00
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
იმედი მაქვს სამშაბათსაც იგივე სცენარით გავმართავთ შეხვედრას.

სოტონო არსენალს ხდება, ჩელსი ტოტენჰემს, სანდერლენდი სიტის და ეს თამაში რომ მოვიგოთ ან ადგილს გავიმყარებთ მაგრად, ან წამოვეწევით სხვებს კარგად.

არსენალი თუ ვერ მოიგებს ვერ დაგვეწევა და ხომ კარგი, სოტონი წააგებს ჩვენ დავეწევით ეგ ხომ უკეთესი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
30 ნოემბერი 2014 20:05
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც შემტევები მომენტებს ქმნიან და ლაღად თამაშობენ. თუ ჩვენ ასე თამაშს გავაგრძელებთ აუცილებლად დიდ შედეგს მივიღებთ." ხოდა გააგრძელეთ. მარტო სიტყვები არაფერია,მთავარი მოქმედებაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: გაბადაძე
30 ნოემბერი 2014 20:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
RojoDiablo,
სოტონი არსენალი რთული თამაში იქნება,ჩლსი ტოტენჰემიც ასევე და სადერლლენდი რატომგაც მგონია რო სიტის ქულებს დააკარგვინებს, გუშინ მაგათ თამაშს ვუყურე და ცოტა იღბალი ომ ქონოდაც შეიძლება მოეგოთ კიდეც, ასე რო ვნახოთ რა იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: VaRdo
30 ნოემბერი 2014 21:10
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ნუ შემდეგ ტურსაც უეჭველი ვიგებთ და საუთჰემტპონი ვერ მოიგებს არსენალი მინიმუმ ფრეს მაინც გააოგრებს. არც სიტის აქვს ადვილი გასეირნება სანდერლენდთან და მგონი, რომ კიდე შევამცირებთ სხვაობას 2_ე და მე_3_ე ადგილოსნებთან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: RojoDiablo
30 ნოემბერი 2014 21:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გაბადაძე,
სანდერლენდს რატომღაც ფრთები ესხმება ჩელსისთან და სიტისთან თუ მასე ითამაშებენ საკითხავია. ნეტავ დაკარგავდნენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: გაბადაძე
30 ნოემბერი 2014 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
RojoDiablo,
ჩელსთან გუშინ ქონდათ თამაში ვუყურე ძმა და ცოტა რო გამართლებოდათ შეიძლებე კი მოეგოთ ჩელსისთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№7
ავტორი: RojoDiablo
30 ნოემბერი 2014 22:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გაბადაძე,
კიიი კიი და მაგას ვამბობ სწორედ, რომ ჩელსისთან რაღაც ემართება ამ გუნდს. განსაკუთრებული მონდომებით თამაშობენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: გაბადაძე
30 ნოემბერი 2014 22:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
RojoDiablo,
ჰოდა იმედია სიტისთანაც იგივე დაემართებათ და დააკარგვინებენ ქულებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№9
ავტორი: RedGirl
30 ნოემბერი 2014 22:43
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რა კარგი სანახავი იყო ქერიკის პასები love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: RojoDiablo
30 ნოემბერი 2014 22:52
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გაბადაძე,
იმედია. ეგ ნამდვილად არ მეწყინება wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top