თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2014, 19:56
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2097,
კომენტარები: 13
მაიკლ კერიკი:" კარგად თამაში უნდა გავაგრძელოთ"
მაიკლ კერიკის ინტერვიუ.
მაიკლ კერიკი:
ინგლისელი ნახევარმცველი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო "ჰალთან" გამაჯვების დროს, მოხარულია გუნდის კარგი თამაშით და თანაგუნდელებს მოუწოდებს სტაბილურობისკენ:

"ეს კარგი თამაში და გამარჯვება იყო. ჩვენ ვაკონროლებდით თამაშს მთელი მატჩის განმავლობაში. იმედი მაქვს სამშაბათსაც იგივე სცენარით გავმართავთ შეხვედრას.

მიმდინარე სეზონში, ჩვენი ჩავარდნის მიზეზი ტრავმებია, რადგან მენეჯერს არ ეძლევა საშუალება სასურველი თერთმეტეული ათამაშოს. იგი ყოველ კვირას ახალ ფეხბურთელებს აყენებს, რაც თავად ჩვენთვისაც ცუდია, რადგან კომუნიკაციის ნაკლებობა გვაქვს. დიდი იმედი მაქვს ყველაფერი გამოსწორდება და მოთამაშეებიც მალე დაგვიბრუნდებიან.

ცოტა უჩვეულოა როდესაც შუა კვირაში თამაშის ნაცვლად ვარჯიში გვიწევს, თუმცა ესეც კარიერის ნაწილია და დიდი ალბათობით ესეც წაგვადგება. "ჰალთან" გამარჯვება უკვე ისტორიაა, ახლა ყველანი სამშაბათს გასამართ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულები."


მაიკლმა ასევე ჰოლანდიელ თანაგუნდელზე, რობინ ვან პერსიზე, ისაუბრა, რომელიც ამ ბოლო დროს კრიტიკის ქარ-ცეცხლშია გახვეული:

"რობინმა ფანტასტიური გოლი გაიტანა, ეს იყო ნახევარშანსი, რომლისგანაც ბევრი ვერაფერს იზავდა, მას კი საუცხოო სილამაზის გოლი გამოუვიდა.

ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც შემტევები მომენტებს ქმნიან და ლაღად თამაშობენ. თუ ჩვენ ასე თამაშს გავაგრძელებთ აუცილებლად დიდ შედეგს მივიღებთ."



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
1 დეკემბერი 2014 00:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საუტჰემტონი თავის ადგილს დაუბრუნდება, იმედია არსენალიც მოუგებს და ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ ორივე მატჩი, მერე ლივერპულსაც მივაყოლებთ და მესამე ადგილი ჩვენია
0
№12
ავტორი: red devil
1 დეკემბერი 2014 10:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს თამაში უეჭველი უნდა მოვიგოთ რატომღაც მგონია არსენალი მოუგებს სოტონს და სანდერლენდის იმედი ტყუილად გაქვთ ბიჭებო
0
№13
ავტორი: DiMaria
1 დეკემბერი 2014 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აი ხვალ რომ სტოკს მოვუგოთ და მერე ესე გავაგრძელოთ წმინდანებთან ლივერპულს დედის სულს ავაცლით
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top