2014 წელს შოუ მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი, ლუკ შოუ, რომელმაც "არსენალთან" შეხვედრაში ტერფი დაიზიანა მომავალ წლამდე იუქმებს.
19 წლის ფეხბურთელმა, შაბათს "ემირეითსი" მუხლის დამცავითა და ხელჯოხებით დატოვა. ექიმების წინასწარი დიაგნოზით, მოთამაშე სამ კვირას იუქმებდა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც შეშუპება განიმუხტა ექიმმა საფუძვლიანად შეისწავლა ლუკ შოუს დაზიანებული ტერფი. დაზიანება არის უფრო სერიოზული, ვიდრე თავდაპირველად ჩანდა. "Thelegraph"ის თქმით მოთამაშე საავადმყოფოში ერთი თვე, ან სულაც თვენახევარი დარჩება.
ლუკის დაკარგვა იქნება უზარმაზარი პრობლემა ლუი ვან გაალის გუნდისთვის. ეს არ არის განპირობებული იმით, რომ "ბოქსინგ დეი" ახლოვდება. მთავარი სირთულე მდგომარებოს იმაში, რომ ჰოლანდიელს არ ჰყავს შოუს შემცვლელი.
შეგახსენებთ, რომ ასევე დეილი ბლინდს შეუძლია ითამაშოს დაცვის მარცხენა ფრთაზე, მაგრამ მას სერიოზული ტრამვა აწუხებს. ვან გაალს შეუძლია გამოიყენოს ცენტრალური მცველი ფლანგზე სათამაშოდ, მაგრამ მას აქვს ძალიან შეზღუდული არჩევანი - მარკოს როხო, ფილ ჯონსი და ჯონი ევანსი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან მოედანზე.
წინა კვირას გამართულ შეხვედრაში "არსენალის" წინააღმდეგ, როდესაც შოუ იძულებული გახდა მოედნიდან გასულიყო, ვან გაალმა თამაშში გარემარბი, ეშლი იანგი ჩართო, თუმცა შესაძლოა ეს აღარ განმეორდეს, რადგან მარკოს როხო და ჯონი ევანსი მალე მზად იქნებიან.
წყარო:
Fapl.ru