თბილისი:
მანჩესტერი:
28-11-2014, 10:06
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 1968,
კომენტარები: 18
შოუს ტრამვა სერიოზულია
2014 წელს შოუ მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.
შოუს ტრამვა სერიოზულია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი, ლუკ შოუ, რომელმაც "არსენალთან" შეხვედრაში ტერფი დაიზიანა მომავალ წლამდე იუქმებს.

19 წლის ფეხბურთელმა, შაბათს "ემირეითსი" მუხლის დამცავითა და ხელჯოხებით დატოვა. ექიმების წინასწარი დიაგნოზით, მოთამაშე სამ კვირას იუქმებდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც შეშუპება განიმუხტა ექიმმა საფუძვლიანად შეისწავლა ლუკ შოუს დაზიანებული ტერფი. დაზიანება არის უფრო სერიოზული, ვიდრე თავდაპირველად ჩანდა. "Thelegraph"ის თქმით მოთამაშე საავადმყოფოში ერთი თვე, ან სულაც თვენახევარი დარჩება.

ლუკის დაკარგვა იქნება უზარმაზარი პრობლემა ლუი ვან გაალის გუნდისთვის. ეს არ არის განპირობებული იმით, რომ "ბოქსინგ დეი" ახლოვდება. მთავარი სირთულე მდგომარებოს იმაში, რომ ჰოლანდიელს არ ჰყავს შოუს შემცვლელი.

შეგახსენებთ, რომ ასევე დეილი ბლინდს შეუძლია ითამაშოს დაცვის მარცხენა ფრთაზე, მაგრამ მას სერიოზული ტრამვა აწუხებს. ვან გაალს შეუძლია გამოიყენოს ცენტრალური მცველი ფლანგზე სათამაშოდ, მაგრამ მას აქვს ძალიან შეზღუდული არჩევანი - მარკოს როხო, ფილ ჯონსი და ჯონი ევანსი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან მოედანზე.

წინა კვირას გამართულ შეხვედრაში "არსენალის" წინააღმდეგ, როდესაც შოუ იძულებული გახდა მოედნიდან გასულიყო, ვან გაალმა თამაშში გარემარბი, ეშლი იანგი ჩართო, თუმცა შესაძლოა ეს აღარ განმეორდეს, რადგან მარკოს როხო და ჯონი ევანსი მალე მზად იქნებიან.

წყარო: Fapl.ru
სიახლეები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Goginashvili777
28 ნოემბერი 2014 11:13
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
chudikone,
იუზერბარი მოაცილე კაცურად areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№12
ავტორი: red devil
28 ნოემბერი 2014 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ისე 3 მარცხენა მცველი გვყვავს გუნდში და სამივე ტრამვირებული :D როდის გვეშველება ნეტა :(
0
№13
ავტორი: AkkRed
28 ნოემბერი 2014 17:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სულ დუმბაძის ბრალია wink wink კაი ფეხი მაქვსო და აჰა ამის კაი ფეხი wink
0
№14
ავტორი: RojoDiablo
28 ნოემბერი 2014 18:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
რო მოვიგეთ მაშინ მქონდა კაი ფეხი და ახლა არ მაქვს ხომ? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: DiMaria
28 ნოემბერი 2014 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვან გაალმა თქვა არაო და რომელს დავუჯერო ახლა? :D
0
№16
ავტორი: AkkRed
28 ნოემბერი 2014 18:19
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
ცალ ფეხს ინპუტაცია გაუკეთე wink ჩემი ბლატნოი 777-ე კომენტარი smoke
0
№17
ავტორი: RojoDiablo
28 ნოემბერი 2014 18:54
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
რა გაუკეთეო? :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№18
ავტორი: VaRdo
28 ნოემბერი 2014 19:13
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
სუ ვიღაც გვყავს დალეწილი რა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top