თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2014, 16:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3057,
კომენტარები: 11
"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
გუშინდელი შეხვედრის ტაქტიკური ანალიზი.
ბევრი მკითხაობდა, თუ რა შემადგენლობა იქნებოდა "არსენალთან". ვერავინ გამოიცნო, რადგან ვან გაალმა სრულიად მოულოდნელად ექსპერიმენტულ 3-5-2 ტაქტიკასთან დაბრუნება გადაწყვიტა, რომელიც ძირითად დატვირთვას დაცვაზე იძლეოდა.

მოედანზე გამოჩნდა გუნდის ყველა ჯანმრთელი ფეხბურთელი და საყრდენი ზონა კერიკმა და ფელაინიმ დაიჭირეს.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ტრავმამოშუშებული შოუ მე-15 წუთზე იანგმა შეცვალა. ამასთან ერთად, სქემა არ შეცვლილა და იანგიც და ვალენსიაც მთელ თამაშს დაცვაზე ორიენტირებით თამაშობდნენ. ასეთი თამაში კი ვერაფრით იქნებოდა მოსაწყენი.

შეცდომები

"არსენალის" შეტევამ თავი ყოველ მხრივ წარმოაჩინა. თავდასხმის სისწრაფე და მობილურობა "იუნაიტედის" დაცვის რთული ამოცანა გახდა. ჩემბერსის ხშირმა და მამაცურმა ჩართვებმა "მეთოფეებს" მეტი ვარიანტი შესთავაზა. მხოლოდ დასრულება მოიკოჭლებდა.

მე-5 წუთი

დაცვის მარცენა ფლანგს მეტ-ნაკლებად ხშირად არღვევდნენ. ამ ეპიზოდში ბლეკეტი თითქოს იჭერს ჩემბერლენს, მაგრამ ის მოქმედების მიმართულების მარტივი ცვლით ბლეკეტსაც და უკან ჩასულ ფელაინისაც არ იმჩნევს. ბლეკეტი ძალიან მარტივად დანებდა. მომენტი მაკნეირმა წაიკითხა, რომელმაც უელბეკის დარტყმა დაბლოკა.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მე-9 წუთი

რამდენიმე წუთის შემდეგ ბლეკეტის მოუფრთხილებელმა თავით თამაშმა და რუნის პასიურმა პოზიციამ ჩაწოდება გამოიწვია. თითქოს მაკნეირი სწორად განლაგდა უელბეკის წინ და მას ხელი უნდა შეუშალოს, მაგრამ დენი ძალიან მარტივად მისწვდა ბურთს და ძალიან სახიფათოდ დაარტყა.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მე-12 წუთი

ამის შემდეგ მოხდა ეპიზოდი, რომელშიც "არსენალმა" შესანიშნავად გაითამაშა ზედმეტი მოთამაშე.

უილშირს საჯარიმოსთან მიახლოება და კარში სახიფათოდ დარტყმის უფლება მისცეს. მაგრამ შეიძლება კი აქ დაცვითი ფუნქციების შემსრულებელი ფეხბურთელების დადანაშაულება? მაკნეირი, სმოლინგი და კერიკი თითო ფეხბურთელს იყვანენ. როგორც კი ნებისმიერი მათგანი ამოძრავდება უილშირის მიმართულებით, აუცილებლად გაკეთდება პასი გახსნილ ფეხბურთელზე (1, 2, 3). ამიტომ არჩევანი არ არსებობდა გარდა იმისა, რომ შემტევები აეყვანათ და ბლეკეტის იმედზე ყოფილიყვნენ, რომელსაც "ათიანი" უნდა გაუვნებელეყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


22-ე წუთი

კიდევ ერთი მომენტი, რომელიც დე ხეას გმირობით დასრულდა.

იანგი ბლეკეტს მიუთითებს შემტევს მიხედოს, რადგან მას ფლანგზე თავისი საქმე აქვს, მაგრამ ოქსლეიდი ტაილერს სისწრაფეში ჯაბნის.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


44-ე წუთი

ტაიმის მიწურულს შედგა კიდევ ერთი ჩაწოდება, რომელსაც მაკნეირი ვერ გაუმკლავდა. ამჯერად კუთხურიდან. დავიდის კიდევ ერთმა წარმატებულმა თამაშმა სიტუაციიდან გამოსავალი ჰპოვა.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


49-ე წუთი

მეორე ტაიმი "არსენალმა" ისეთივე შემართებით დაიწყო, როგორც პირველი. 49-ე წუთზე ოქსლეიდ-ჩემბერლენმა უელბეკს დიდებული პასი გაუკეთა.

მაკნეირი თითქოს კარგ პოზიციაში იმყოფება და ყველაფერს ზუსტად აკეთებს, მაგრამ დენი აშკარად ჯაბნის მას სისწრაფეში. ამის ხარჯზე ეპიზოდი სახიფათო ხასიათს იძენს, თუმცა პედიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "არსენალის" თავდამსმხელი ფლანგზე "გადაესროლა".

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


68-ე წუთი

საყრდენი ზონის ფეხბურთელების ცუდი თამაშის საჩვენებელი ეპიზოდი.

"არსენალის" მცველი მშვიდად მიიწევს წინ, არც ფელაინი, არც კერიკი მის შევიწროებას არ ცდილობენ. თუმცა ფელაინიმ მაინც გადადგა ბურთის მფლობელი ფეხბურთელისკენ ნაბიჯი, მაგრამ უკვე გვიანი იყო და მონრეალმა წინ გაგზავნა ბურთი.

ყურდღება მიაქციეთ იმას, რომ კასორლაც სრულიად მარტოა.

იდეალში ფელაინი ასეთ სიტუაციაში მცველთან უფრო ადრე უნდა მისულიყო, ხოლო კერიკს კასორლასთვის უნდა ედევნებინა თვალი, რადგან "იუნაიტედის" დაცვა თავდასხმას ავიწროვებს.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მომენტი დასრულდა იმით, რომ უელბეკმა ბურთი თავით დაუგდო კასორლას, ხოლო მან სახიფათო პოზიციიდან კარში დაარტყა.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


95-ე წუთი. ჟირუს გოლი

მატჩის უკანასკნელი სახიფათო ეპიზოდი, რომელიც შეცვლაზე შემოსული ჟირუს გოლით დასრულდა.

ოლივიეზე ამ მომენტში პასუხს კერიკი აგებს, რომელიც დაცვის ცენტრში აღმოჩნდა.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ჟირუმ გადაცემის შესრულების დროს სისწრაფის ხარჯზე მარტივად ჩამოიშორა კერიკი. მაიკლი კი მხოლოდ ხელით დაჭერას ცდილობდა. საბოლოო მოხდა მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლა და გოლი.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


არსებობს ალბათობა იმისა, რომ კერიკის აქ არ ყოფნის შემთხვევაში ცენტრალური მცველები ჟირუს მარტივად გაუმკლავდებოდნენ. თუმცა ისე გამოვიდა, რომ დაცვითი ფუნქციები სმოლინგმა მაიკლს გადააბარა, რომელმაც თავი ვერ გაართვა.

***


ზემოაღწერილი შეცდომების გარდა უნდა აღინიშნოს კუთხურების მოწოდების დროს სუსტი თამაში. ფელაინიმ ორჯერ, ბლეკეტმა და მაკნეირმა კი თითოჯერ წააგეს მეორე სართულზე ორთაბრძოლა და მეტოქეს კარისკენ დაარტყმევინეს.

დანარჩენ სიტუაციებში კი დაცვა პანიკის გარეშე, მშვიდად თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ "არსენალი" კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა. თითოეულმა მათგანმა ზუსტად იცოდა თავისი საქმე და მცველები დროულად კეტავდნენ თავდამსხმელთა დარტყმებს. ხოლო როცა ეს არ ხერხდებოდა, მოწოდების სიმაღლეზე იდგა დავიდ დე ხეა, რომელმაც 8 სეივი განახორციელა.

საერთო დაკვირვება

რობინ ვან პერსი

12 შეხება ბურთთან მთელი მატჩის განმავლობაში, მათგან სამი კუთხურის მოწოდების დროს, 1 კი ბურთის გათამაშების დროს.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი რობინის შესრულებით.

იმ სიტუაციებშიც კი, როცა ვან პერსი ბურთს იღებდა შეეძლო უფრო ფრთხილად ემოქმედა.

1-0 ანგარიშზე ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო კონტრშეტევა შედგა. რობინს პირველივე შეხებით უნდა მიეცა სწრაფი დი მარიასთვის პასი და არგენტინელი 1-1 გავიდოდა. მაგრამ თავდამსხმელმა ეპიზოდი გაწელა და საბოლოოდ არაფერი გამოვიდა.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


პერსის შემცვლელი უილსონი შესანიშნავი აჩქარებით იჩენდა თავს და საერთო სურათს არ აფუჭებდა.

ვალენსია და იანგი

ამ ბიჭებმა ფლანგის მცველის პოზიციაზე ითამაშეს. არც ერთხელ არ დაუკარგავთ პოზიცია მთელი მატჩის განმავლობაში და არ დაუშვიათ შეცდომა. აღსანიშნავია, რომ ეს ფანტასტიკის ჟანრს უნდა მივაკუთვნოთ. თუმცა ვალენსიამ და იანგმა თავი კარგად გაართვეს დავალებას. ერთი დიდი პლუსი ორივე მათგანს.

საყრდენი ზონა

მაიკლ კერიკმა შეხვედრის დასაწყისში დი მარიას შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა, შემდეგ კი დაიწყო თამაში: "იპოვე კერიკი მოედანზე". იცით, ამერიკელებს აქვთ ცნობილი წიგნი "სად არის უოლდო?" აზრი მდგომარეობს იმაში, რომ სურათზე უნდა იპოვო ზოლიან სვიტრში ჩაცმული ადამიანი. ძალიან ჰგავდა ეს ყველაფერი.

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, საყრდენი ზონის ფეხბურთელმა თავისი გუნდის მცველს უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მას შეტევის წამოწყება არ ევალებოდეს.

ბლეკეტი და მაკნეირი ისევ ახდენდნენ შეტევის წარმოებას გრძელი გადაცემების ხარჯზე ერთადერთი მიზეზის გამო - საყრდენ ზონაში არავინ იყო, რომ პასი მიეცათ:

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ფელაინიმ მთელი მატჩის განმავლობაში 39 პასი გააკეთა, უმრავლესობა ფლანგზე. კერიკმა 24. თავად დაფიქრდით, 24 პასი საყრდენი ნახევარმცველისგან. საერთო ჯამში კი 63 პასი.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


შედარებისთვის დეილი ბლინდის მიერ ერთ-ერთ პირველ შეხვედრაში გაკეთებული გადაცემების ამსახველი სურათი:

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


არ ვიცი რით გავამართლო საყრდენი ზონის ფეხბურთელების ყველგან ყოფნა საყრდენი ზონის გარდა. ხოლო როცა იქ არიან, საშინლად მოქმედებენ.

შეხედეთ სახასიათო ეპიზოდს. მაკნეირმა საყრდენ ზონაში გააკეთა გადაცემა. ყველაფერი კი დასრულდა იმით, რომ ფელაინიმ ბურთი "არსენალის" ფეხბურთელებს გადააწოდა, რასაც 3 ორზე შეტევა მოჰყვა.

კერიკი საერთოდ არ არის აქ. სად არის მაიკლი? სად არის უოლდო?

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ასეთი სიტუაცია ფლანგის ცენტრალურ მცველებს ფართოდ თამაშს აიძულებს, რათა მეკარესთან გაითამაშონ ბურთი და მეტ-ნაკლებად მშვიდად გაგზავნონ წინ. მცველები არ არიან დარწმუნებულნი, რომ სიახლოვეს იმყოფება საიმედო პარნტნიორი, რომელიც პრესინგიდან თავის დაღწევაში დაეხმარება.

უფრო მეტსაც გეტყვით - დე ხეას ნაჩქარევი დარტყმები საყრდენი ზონის ფეხბურთელების მოწესრიგებელი განლაგების შედეგია. გუნდი პრესინგში ექცევა და ცდება.

დე ხეას ზუსტი პასების 37 %, 2 მოკლე პასი, 15 არაზუსტი გრძელი პასი.

მეორდება ზუსტად ის, რასაც ბლინდის არ ყოფნისას ვხედავდით გუნდში. თითქოს მას კერიკი ჩაანაცვლებდა, მაგრამ დე ხეას ასეთი თამაში, სმოლინგის პასების სიზუსტის 64%, მაკნეირის პასების სიზუსტის 71% და ბლეკეტის პასების სიზუსტის 64% სრულიად სხვა რამეზე მეტყველებს.

დასკვნებს ერთი მატჩიდან გამომდინარე ნუ გავაკეთებთ, მაგრამ თუ კერიკი ბლინდის ფუნქციებს არ შეითავსებს, მის ზონაში სერიოზული პრობლემები შეიქმნება. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დავმარცხდებით, მაგრამ "იუნაიტედის" თამაშის ხარისხზე უარყოფიდად იმოქმედებს.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი

წყარო: carrick.ru
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
23 ნოემბერი 2014 16:38
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
რუსულად უკვე წავიკითხე, მაგრამ კიდევ ერთხელ წავიკითხავ ამჯერად დუმბოს დამსახურებით ქართულად love

არ ვიცი ვან პესის თამაში და ქმედება კრიტიკას კი არა ვეღარაფერს ვერ უძლებს, მოედანზე დადის, პასს აგვიანებს, მომენტს ვერ იყენებს მოკლედ ყველაფერს აკეთებს ნეგატიურს.

კერიკი მომენტებში მართლა მავიწყდებოდა ხოლმე რო იდგა მოედანზე, ალბათ მაინც ერერას დაყენება ჯობდა, ბევრად სწრაფი, კრეატიული და "გამძლეა".

რაც იყო იყო, მთავარია მოვიგეთ და ეხლა შემდეგი ორი თამაში გვაქ ეგრედ წოდებული "must win game", უბრალოდ არ შეიძლება სახლში ისეთი დონის გუნდებთან ქულების დაკარგვა, თანაც უკეთეს ფსიქოლოგიური მდგომარეობით შევხვდებით სოტონს
0
№2
ავტორი: RojoDiablo
23 ნოემბერი 2014 16:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
იანგმა მართლა კარგად ითამაშა და მემგონი მართლა არავინ მოელოდა გურამის გარდა.
ვალენსიამ კიდევ გასაკეთებელი საქმე გააკეთა და ეგ რომ არ ვინ იცის როგორ მორჩებოდა თამაში.
ვან პერსიზე ლაპარაკიც აღარ ღირს.
მაკნეირი გუშინ თავზე ცდებოდა და საერთოდ სისწრაფეში იმდენად ვერ გვაჯობეს, რამდენადაც თავზე, რასაც სიმართლე ვთქვა არ ველოდი. სისწრაფეში მხოლოდ უელბეკმა გაანადგურა პედი.
დი მარიაზე სამწუხაროდ არაფერი ეწერა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გუშინ გამოირჩა რამით. ა, ჰო - გაფუჭებული მომენტით. შეიძლება ითქვას იმავე სიტუაციაში რუნი დიდსტატურად ითამაშა, მან კი საშინლად. არ ვადარებ, მაგრამ მაინც. არადა გოლი დაეხმარებოდა თავდაჯერებულობის მოპოვებაში. მატჩი მოვიგეთ და ეს მაინც ყველაზე მთავარია, მაგრამ რამდენ ხანს გადაგვარჩენს დე ხეა ასე არავინ იცის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Macklemore
23 ნოემბერი 2014 16:52
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ჩემი საყვარელი სიახლეა. ყოველთვის მოუთმენლად ველოდები ამ სიახლეს და დიდ მადლობას ვუხდი დუმბოს ამ შრომისთვის.
ისე გოლის ეპიზოდებიც როიყოს განხილული კარგი იქნებოდა.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
23 ნოემბერი 2014 16:58
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Macklemore,
სამწუხაროდ არ არის და კიდევ რამდენიმე არ არის. აი მაგალითად დი მარიას გაფუჭებულ მომენტზეც არაფერია წერია. ან ამ ეპიზოდზე



ალბათ უფრო შეცდომებს უთმობს ავტორი ყურადღებას რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
23 ნოემბერი 2014 17:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პერსი 0 იყო მოედანზე. გამიკვირდა ის ერო გაიყავან, მე მეგონა სხვა რამეს მოიფიქრებდა wink უილსონი უფრო ადრევე რომ შემოსულიყო მშვენიერი იქნებოდა

ბლინდის გარეშე მაგრად გვიჭირს
0
№6
ავტორი: Macklemore
23 ნოემბერი 2014 17:24
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
RojoDiablo,
ხოო ბევრი რამე აკლია, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი სიახლეა.
0
№7
ავტორი: Best 7
23 ნოემბერი 2014 19:43
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ვან პერსი დაბერდა თუ რაა ვერ გავიგეე საშინლად თამაშOბს რუნი ფორმაშია :D
0
№8
ავტორი: chudikone
23 ნოემბერი 2014 21:21
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
აუ ბლინდის სურათმა დაგლიჟა :D ქერიქი მეც მავიწყდებოდა და მართლა ერერა ჯობდა დაეყენებინა. პერსიზე რაღა უნდა ვთქვა ახალი, უბრალოდ მაინტერესებს ფალკაო რო დაბრუნდება მაშინ მაინც დასვამს სკამზე თუ მაინც და მაინც ვინატრი ტრავმა აიკიდოს მეთქი ?
P.S ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიახლე ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: red devil
24 ნოემბერი 2014 08:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
საღოლ ავტორ მაგრად მომწონს ეს სიახლე. რაც შეეხება თამაშს მშვენივრად ითამაშეს ბიჭებმა. კერიკი ფორმის პიკშიც კაი იანგი იყო და ეხლა ხო ვაფშე. ერერა დაეყენებინა ჯობდა, ბლინდი მაგრად აკლია გუნდს. პერსი დროა ჭკუაზე მოიყვანოს გაალმა და დასვას სკამზე, ფალკაომ გვანახოს რისი თავი აქ. მაკნერი მაგარი გაიზრდება კოჭებში ეტყობა :D ბლეკეტი ვერ ქაჩავს მაკნერის დონემდე. შემდეგი თამაში უეჭველი უნდა მოვიგოთ
0
№10
ავტორი: DiMaria
24 ნოემბერი 2014 20:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
გუშინ წავიკითხე და გამიტყდა, რომ გოლები არ იყო შეტანილი, მაგრამ საერთოდ ჯამში მაინც მაგარი გამოდის და მადლობა ავტორს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top