თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2014, 09:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2528,
კომენტარები: 15
ვან გაალი შოუს ტრავმის შესახებ
ლუი ვან გაალი შოუს ტრავმაზე საუბრობს.
ვან გაალი შოუს ტრავმის შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ ლუკ შოუს ტრავმით განაწყენდა, მაგრამ მის ძირითადში თამაშს გამართლებულად თვლის.

ინგლისის ნაკრებში თამაშის ჩატარების შემდეგ ლუკ შოუ მცირე დაზიანებით დაუბრუნდა კლუბს, თუმცა სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ვან გაალმა გადაწყვიტა, რომ შოუ თამაშისთვის მზად იყო.

ლუკ შოუ შეხვედრის მე-15 წუთზე ყოფილ თანაგუნდელთან, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენთან შეჯახების შემდეგ დაზიანების გამო იანგით შეცვალეს.

"დარწმუნებული ვარ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ეს არის მწვრთნელის ცხოვრება, შედეგი ყოველთვის გაიძულებს დააყენო ესა თუ ის ფეხბურთელი. სხვა რამეს ვერ გავაკეთებდი, რადგან ამდენი ფეხბურთელი არ მყავს."

"შოუ სანაკრებო პაუზიდან როცა დაბრუნდა მწყობრში არ იყო, თუმცა ჩვენ ჩავაყენეთ, ახლა კი ისევ დაშავდა. შემდეგ თამაშის საშუალება იანგს მივეცი, მაგრამ ის საკმაოდ ჯანმრთელი არ არის იმისთვის, რომ 90 წუთი ითამაშოს. ეს ადრეც ვთქვი. ამის შემდეგ კი განლაგება კიდევ ერთხელ უნდა შემეცვალა."

"ვფიქრობ ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს. ტაილერ ბლეკეტი, პედი მაკნეირი, ლუკ შოუ - რამდენი წლისანი არიან ისინი? როცა შენ თამაშობ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "არსენალია", რომელიც მუდამ იცვლის პოზიციებს შენ კომუნიკაციას უნდა ინარჩუნებდე. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მთელი თამაშით კმაყოფილი არ ვარ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 ნოემბერი 2014 09:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ისე ცუდად დადო ფეხი შეჯახების შემდეგ რომ სანაკრებო ტრავმა საერთოდ რომ არ ჰქონოდა მაინც მიიღებდა დაზიანებას. მაგაზე უფრო მთავარია, მალე დაბრუნდეს მწყობრში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
23 ნოემბერი 2014 10:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
დღეს უნდა აინაზღაურო გუშინდელი დანაკარგი ? wink wink


შოუს ტრამვა კიდე მაგარი გამიტყდა ძლივს აღიდგინა ფორმა გუნდსაც მოუხდა და კიდე ერთხელ დაიმტვრა
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
23 ნოემბერი 2014 11:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ამის ტრამვაღა გვეკლდა
0
№4
ავტორი: bziki
23 ნოემბერი 2014 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ალბათ ერთი თამაშის გამოტოვება მაინც მოუწევს დასვენება ჭირდება
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 ნოემბერი 2014 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
შენი გაჩერება არ იქნება რაა wink fellow

იმედია რამე სერიოზული დაზაინება არ ექნება, თორე ფაქტიურად მარცხენა მცველი აღარავინ გვყვავს, ყველა დამტვრეულია................
0
№6
ავტორი: PaLoMo
23 ნოემბერი 2014 12:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Es sqema momewona da sul momwonda ..imedia haltanac am sqemit vitamashebt...bleketi da makniri maladec dzmao kaebi xart:-*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: VaRdo
23 ნოემბერი 2014 12:44
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კაროჩე სუ ვიღაც იმტვრევა რა. უკვე მეცინება. ეს ახალწვეულებიც კაი კასტილები არიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: red devil
23 ნოემბერი 2014 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
3 მარცხენა მცველი და 3ივე ტრამვირებული
0
№9
ავტორი: RedGirl
23 ნოემბერი 2014 13:41
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჯერ ხო ისედაც არავინ გვყავდა ტრამვირებული და ახლა ეს ვაფშე ბედნიერებაა <3

რაც შეეხება ახალგაზრდა მცველებს მე მაგრად მომწონს ამ ბიჭების თამაში და მეიმედება კიდეც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: RojoDiablo
23 ნოემბერი 2014 13:47
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ვახო ( G G M U),
გუშინ რომ ვუქმობდი ხომ უნდა ანაზღაურდეს რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top