თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2014, 09:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2753,
კომენტარები: 15
ვან გაალი შოუს ტრავმის შესახებ
ლუი ვან გაალი შოუს ტრავმაზე საუბრობს.
ვან გაალი შოუს ტრავმის შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ ლუკ შოუს ტრავმით განაწყენდა, მაგრამ მის ძირითადში თამაშს გამართლებულად თვლის.

ინგლისის ნაკრებში თამაშის ჩატარების შემდეგ ლუკ შოუ მცირე დაზიანებით დაუბრუნდა კლუბს, თუმცა სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ვან გაალმა გადაწყვიტა, რომ შოუ თამაშისთვის მზად იყო.

ლუკ შოუ შეხვედრის მე-15 წუთზე ყოფილ თანაგუნდელთან, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენთან შეჯახების შემდეგ დაზიანების გამო იანგით შეცვალეს.

"დარწმუნებული ვარ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ეს არის მწვრთნელის ცხოვრება, შედეგი ყოველთვის გაიძულებს დააყენო ესა თუ ის ფეხბურთელი. სხვა რამეს ვერ გავაკეთებდი, რადგან ამდენი ფეხბურთელი არ მყავს."

"შოუ სანაკრებო პაუზიდან როცა დაბრუნდა მწყობრში არ იყო, თუმცა ჩვენ ჩავაყენეთ, ახლა კი ისევ დაშავდა. შემდეგ თამაშის საშუალება იანგს მივეცი, მაგრამ ის საკმაოდ ჯანმრთელი არ არის იმისთვის, რომ 90 წუთი ითამაშოს. ეს ადრეც ვთქვი. ამის შემდეგ კი განლაგება კიდევ ერთხელ უნდა შემეცვალა."

"ვფიქრობ ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს. ტაილერ ბლეკეტი, პედი მაკნეირი, ლუკ შოუ - რამდენი წლისანი არიან ისინი? როცა შენ თამაშობ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "არსენალია", რომელიც მუდამ იცვლის პოზიციებს შენ კომუნიკაციას უნდა ინარჩუნებდე. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მთელი თამაშით კმაყოფილი არ ვარ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
23 ნოემბერი 2014 17:00
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძალიან ცუდია. როგორც იქნა შევიდა შოუ ფორმაში და ტრავმა მიიღო. იმედია სერიოზული არაფერი იქნება.
0
№12
ავტორი: GeorgeBest
23 ნოემბერი 2014 17:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბლინდი როდის ბრუნდება, ჰალ სიტისთან არ იქნება?

ბლეკეტი - მაკნეირი დაცვის ხაზში. აკადემიის ხალხით ვთამაშობთ იმენა. ჯონსი იმედია მალე დაბრუნდება, როხოს გინდ მდგარა გინდ არა.
0
№13
ავტორი: RojoDiablo
23 ნოემბერი 2014 17:11
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
გიორგი,
ბლინდი დაახლოებით 6 თვეს გამოტოვებსო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: chudikone
23 ნოემბერი 2014 20:52
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
RojoDiablo,
ეგ ჭორი გამოდგა. შოუ რამდენი მატჩი ვერ დაგვეხმსრება ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№15
ავტორი: RojoDiablo
23 ნოემბერი 2014 21:43
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
chudikone,
სამწუხაროდ ჯერ არსად არ დევს მაგაზე ინფორმაცია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top