თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2014, 09:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2148,
კომენტარები: 12
რუნი: "ტაქტიკამ გაამართლა"
უეინ რუნი "არსენალთან" შეხვედრის შესახებ.
რუნი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს, უეინ რუნის მიაჩნია, რომ მისმა თანაგუნდელებმა ლუი ვან გაალის გეგმა ზუსტად შეასრულეს.

"იუნაიტედი" "არსენალთან" შეხვედრაში კონტრ-შეტევებზე თამაშობდა და მატჩის უმეტეს ნაწილში თავს იცავდა. საბოლოოდ კი "მეთოფის" დახმარებით, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და უეინ რუნის გოლით "იუნაიტედმა" მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მათ შტურმი მოგვიწყვეს, განსაკუთრებით პირველ ნახევარში, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ კონტრ-შეტევებზე მათთვის დარტყმის მიყენება შეგვეძლო, ვიცოდით რომ ისინი შესვენებაზე ფიზიკურად გადაღლილები გავიდნენ და საბოლოოდ მიზანს მივაღწიეთ."

"ხანდახან ბედს ვცდიდით, ჩვენი მეკარე შესანიშნავი იყო დღეს და ჩვენ მათ ორი შესანიშნავი გოლი გავუტანეთ. რთული მატჩი გამოდგა, მათ პოზიცია ეჭირათ, მაგრამ ჩვენ მათ შესვენების შემდეგ მივაყენეთ დარტყმა და ჩვენი სათამაშო გეგმაც სწორედ ასეთი იყო."

"ვიცოდით, რომ დაცვაში რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი უნდა დაგვეყენებინა და ასეც მოვიქეცით, როცა უკან მინიმუმ 5 ფეხბურთელი იცავდა თავს. ჩემი, კერიკისა და ფელაინის სახით ნახევარდაცვაში დიდი გამოცდილება გვაქვს და მათ თავდაცვაში ვეხმარებოდით, რაც ჩემი აზრით კარგად გამოგვდიოდა."

"ისიც ვიცოდით, რომ მე რობინს და ანხელს ფეხები მზად გვქონდა შეხვენებაზე, რათა მეორე ტაიმში ეფექტი მოგვეხდინა."

"ჩვენ ყველა თამაშს ისე ვეკიდებით, როგორც მნიშვნელოვანს. სეზონის განსხვავებული დასაწყისი გამოგვივიდა. იმედი მაქვს კარგ თამაშს გავაგრძელებთ და იმ შედეგის მიხედვით განგვსჯით, რაც შობაზე გვექნება."

"სახლში ორი თამაში ზედიზედ გვაქვს და ვგრძნობთ, რომ ექვსი ქულის აღებას შევძლებთ. გვინდა, რომ ახალ წლამდე იმპულსი იგრძნობოდეს და დღეს ამისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით."


წყარო: center
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: LizarD
23 ნოემბერი 2014 09:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ტაქტიკამ გაამართლაო სად თქვა? : /
0
№2
ავტორი: RojoDiablo
23 ნოემბერი 2014 09:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: LizarD
ტაქტიკამ გაამართლაო სად თქვა? : /


"ჩვენი სათამაშო გეგმაც სწორედ ასეთი იყო"

მხოლოდ სიტყვებშია სხვაობა, შინაარსი ერთი და იგივეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: deqstera
23 ნოემბერი 2014 09:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
რა ტაქტიკამ გაამართლა გადაგვიარეს და უბრალოდ დე ხეას სასწაული თამაშის შედეგია ეს.... მოაშოროს ეს კერიკი და რაც მთავარია რას ერჩის ერერას?? ერთადერთია ჩვენი საყრდენებიდან ვინც სწრაფი და აგრესიულია!! პლიუს მოულოდნელ გადაწყვეტილებებს იღებს, თამაშის გაშლაც შეუძლია წინ წასვლაც და შორიდან დარტყმაც!!
0
№4
ავტორი: chudikone
23 ნოემბერი 2014 10:36
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ათამაშეთ ეს კაცი ცენტრ ფორვარდად!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: AkkRed
23 ნოემბერი 2014 10:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გუშინ ამ დაცვით რო პენალტები და ხალხი არ გაგვიყარეს ეგეც საამაყოა
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
23 ნოემბერი 2014 11:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
უბრალოდ დეხეამ გვაჩუქა 3 ქულა გუშინ :)
0
№7
ავტორი: bziki
23 ნოემბერი 2014 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
deqstera ერერა ფელაინის კონკურენტია და ფელას ფორმის გათვალისწინებით ეგ უდა იდგეს. ტაქტიკამ კი არ გაამართლა არსენალს კლასი არ ყოფნიდა და მაგრა გვიმართლებდა პლიუს დე გეა
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 ნოემბერი 2014 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რახან გავიმარჯვეეთ ესეიგი გააამართლა. კი რა თქმა უნდა იყო შეცდომები დაცვაში, მაგრამ კონტრშეტევბზე მაგრად ვიჭერდით და როგორც ჩანს ვან გაალის ჩანაფიქრიც ეს იყო.
0
№9
ავტორი: VaRdo
23 ნოემბერი 2014 12:55
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რამ გაამართლა ღადაობთ? ან ეს 3:5:2 როგორ უნდა მოგეწონოს? ნებისმიერი სხვა გუნდი გაგვხევდა. სიტიზე და ჩელსიზე აღარ ვსაუბრობ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: RedGirl
23 ნოემბერი 2014 13:44
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
"სახლში ორი თამაში ზედიზედ გვაქვს და ვგრძნობთ, რომ ექვსი ქულის აღებას შევძლებთ. გვინდა, რომ ახალ წლამდე იმპულსი იგრძნობოდეს და დღეს ამისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით."


კაპიტანო ჩემო კაპიტანო ! love

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს აღმოჩნდება გარდამტეხი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top