თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2014, 09:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2368,
კომენტარები: 12
რუნი: "ტაქტიკამ გაამართლა"
უეინ რუნი "არსენალთან" შეხვედრის შესახებ.
რუნი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს, უეინ რუნის მიაჩნია, რომ მისმა თანაგუნდელებმა ლუი ვან გაალის გეგმა ზუსტად შეასრულეს.

"იუნაიტედი" "არსენალთან" შეხვედრაში კონტრ-შეტევებზე თამაშობდა და მატჩის უმეტეს ნაწილში თავს იცავდა. საბოლოოდ კი "მეთოფის" დახმარებით, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და უეინ რუნის გოლით "იუნაიტედმა" მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მათ შტურმი მოგვიწყვეს, განსაკუთრებით პირველ ნახევარში, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ კონტრ-შეტევებზე მათთვის დარტყმის მიყენება შეგვეძლო, ვიცოდით რომ ისინი შესვენებაზე ფიზიკურად გადაღლილები გავიდნენ და საბოლოოდ მიზანს მივაღწიეთ."

"ხანდახან ბედს ვცდიდით, ჩვენი მეკარე შესანიშნავი იყო დღეს და ჩვენ მათ ორი შესანიშნავი გოლი გავუტანეთ. რთული მატჩი გამოდგა, მათ პოზიცია ეჭირათ, მაგრამ ჩვენ მათ შესვენების შემდეგ მივაყენეთ დარტყმა და ჩვენი სათამაშო გეგმაც სწორედ ასეთი იყო."

"ვიცოდით, რომ დაცვაში რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი უნდა დაგვეყენებინა და ასეც მოვიქეცით, როცა უკან მინიმუმ 5 ფეხბურთელი იცავდა თავს. ჩემი, კერიკისა და ფელაინის სახით ნახევარდაცვაში დიდი გამოცდილება გვაქვს და მათ თავდაცვაში ვეხმარებოდით, რაც ჩემი აზრით კარგად გამოგვდიოდა."

"ისიც ვიცოდით, რომ მე რობინს და ანხელს ფეხები მზად გვქონდა შეხვენებაზე, რათა მეორე ტაიმში ეფექტი მოგვეხდინა."

"ჩვენ ყველა თამაშს ისე ვეკიდებით, როგორც მნიშვნელოვანს. სეზონის განსხვავებული დასაწყისი გამოგვივიდა. იმედი მაქვს კარგ თამაშს გავაგრძელებთ და იმ შედეგის მიხედვით განგვსჯით, რაც შობაზე გვექნება."

"სახლში ორი თამაში ზედიზედ გვაქვს და ვგრძნობთ, რომ ექვსი ქულის აღებას შევძლებთ. გვინდა, რომ ახალ წლამდე იმპულსი იგრძნობოდეს და დღეს ამისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით."


წყარო: center
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
23 ნოემბერი 2014 16:59
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მომავალ 2 შეხვედრაში 6 ქულა აუცილებლად გვინდა.
0
№12
ავტორი: GeorgeBest
23 ნოემბერი 2014 16:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მესამეც უნდა შეგვეგდო და წერტილს მანდ დავსვამდით, მაგრამ დი მარიამ გვანერვიულა. პირველ ტაიმში არსენალს კლასი არ ეყო თორე სხვა გუნდი მათ ადგილას არ გვაპატიებდა ამდენ შეცდომას და ვერც დე ხეა გვიშველიდა, თამაშიც ისე არ წარიმართებოდა როგორც გუშინ. გაგვიმართლა უბრალოდ. დე ხეას უნდა ვუმადლოდეთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top