თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2014, 08:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2565,
კომენტარები: 14
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალმა მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ "ემირეიტსზე" მოპოვებულ გამარჯვებაზე საუბრობს.

მიუხედავად იმისა, რომ "მეთოფეები" მატჩის უმეტეს ნაწილში დომინირებდნენ ანგარიში სწორედ "წითლებმა" გახსნეს, როცა შეხვედრის 56-ე წუთზე კირენ გიბსმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. შემდეგ რუნიმ უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო ოლივიე ჟირუმ მატჩის ბოლოს ერთი გოლის გაქვითვა მაინც მოასწრო.

"ეს ფანტასტიური შედეგი იყო. ჩვენ უამრავი ტრავმირებული გვყავს და ამის მიუხედავად მაინც მოვიგეთ. გასვლით შეხვედრაში ყოველთვის რთულია. "არსენალი" ძალიან კარგი გუნდია, ძალიან შემტევი გუნდი და ეს წინასწარვე ვიცოდი."

"ამიტომაც ავირჩიე ასეთი სტრატეგია და საბოლოოდ მე ვიცინი, მაგრამ ამავდროულად უნდა წარმოიდგინოთ, რომ "არსენალს" პირველ ტაიმში 4 თუ 5 მომენტიდან ერთი მაინც რომ გაეტანა შეხვედრა სხვაგვარად წარიმართებოდა."


მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში შევიდა, ვან გაალი ყოყმანობს დასკვნების გაკეთებას.

"უნდა მოვიცადოთ, რათა ვნახოთ. რა თქმა უნდა ეს პირველი გასვლითი მოგებაა, ასე რომ ფეხბურთელები გასახდელში აღელვებულნი იყვნენ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მოგებაა. ეს მომდევნო ორ თამაშში გამარჯვებით უნდა დავამტკიცოთ, რომელსაც სახლში გავმართავთ. მაშინ შევძლებთ ვთქვათ, რომ ყველაფერი რიგზეა. ჩვენ ახლა სულისკვეთება გვაქვს და ვისწრაფვით არა უფსკრულისკენ, არამედ მწვერვალისკენ."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 ნოემბერი 2014 08:35
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
უილშირს ცოტა მეტი ცივსისხლიანობა რომ გამოეჩინა პირველ ტაიმში მართლა სხვა თამაში წავიდოდა, მაგრამ დე ხეა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: LizarD
23 ნოემბერი 2014 09:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ტაქტიკა რამოდენიმეჯერ შეცვალა თუ არ ვცდები, ბოლოს 4-2-3-1 თამაშობდა, ჩემი აზრით პრემიერ ლიგაში ჭირს 3 ცენტრალურით თამაში, მითუმეტეს ისეთი გამოუცდელი მცველებით როგორებიც ახლა ყავს მანჩესტერს, ფლანგის მოთამაშეები უბრალოდ ვეღარ "ქაჩავენ" მაგდენს, მაღალი რითმია და იღლებიან, ცენტრი კიდე ისეთი შეთამაშებული არაა რომ ფლანგების გარეშე ბურთი ჩაიტანონ საჯარიმომდე და ისე შექმნან მომენტი. ტაქტიკაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ თამაშით ძალიან აჯობეს იუნაიტედს. 5 მცველით, ტაქტიკა ბურთის დაჭერაზეა გატვლილი და საპირისპიროდ მოხდა ყველაფერი. ბოლო 30 წუთი ბურთის წინ გადაგდებაზე და გაკიდებაზე იყვნენ და ისიც მარტო ორჯერ გამოუვიდათ, ფაქტიურად ჩელსი ითამაშა იუნაიტედმა, რაც საწყენია, ჩემთვის პირადად.
0
№3
ავტორი: chudikone
23 ნოემბერი 2014 10:31
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ამ ნოტაზე უნდა გავაგრძელოთ ეხლა თამაში. ხალხი დაგვიბრუნდება და მეოთხეადგილი არ უნდა დავთმოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: AkkRed
23 ნოემბერი 2014 11:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
LizarD,
6 მცველი გვაკლდა და უფრო მაგიტომ მოხდა ამ ტაქტიკის დაყენება ჩემის აზრით
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
23 ნოემბერი 2014 11:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მთავარია რომ მოვიგეთ, ხანდახან ხო ჩვენც უნდა აგგვიმართრლოს ? ეს პსიქოლოგიურად კარგად იმოქმედებს ფეხბურთელებზე. შემდეგი 2 თამაში უეჭველი უნდა მოვიგოთ :)
0
№6
ავტორი: bziki
23 ნოემბერი 2014 11:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
თითონ 1 გაალმაც არ იცოდა ზუსტად ვინ მოასწრებდა დაბრუნებას და ვინ ვერა ამდენი ტრამვის ფონზე შედეგი იდეალურია მარა ხარისხი მოსამატებელია და ფეხბურთელების დაბრუნებასთან ერთად უდა გამოსწორდეს. 2 თამაში ეხლა შედარებით იოლი გვაქ და 6 ქულაა საჭირო
0
№7
ავტორი: PaLoMo
23 ნოემბერი 2014 12:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Magaria tqven warmoitginet ra gaaswroebulshi vaaar...
Ise xo geunebodit 1:2 damtavrdebatqo ha?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 ნოემბერი 2014 12:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ფსიქოლოგიურად ამ მოგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა. ეხლა რაც მთავარია მალე უნდა გამოჯამრთელდნენ ტრმვირებულები. მომდევნო ორი თამაში კიდე სახში გვაქვს და არაფრით არ შეიძლება ქულების დაკარგვა!!!
0
№9
ავტორი: PaLoMo
23 ნოემბერი 2014 12:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Imediam am 2tamash movigebt da gavimyarebt pozicias an gavaumjibesebt:-) da southamptontanac imedi maqvs movigebt
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: VaRdo
23 ნოემბერი 2014 13:11
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
თამაში როდესაც ვერანაირად ვერ გაკციხავ გუნდს ვერაფერზე. რა გუნდიც იყო მაქსიმუმზე მაქსიმუმი გააკეთეს love

ნეტა სუ არსენალი გვხვდებოდეს <3 სეზონს წაუგებლად ჩავამთავრებდით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top