თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2014, 08:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2757,
კომენტარები: 14
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალმა მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ "ემირეიტსზე" მოპოვებულ გამარჯვებაზე საუბრობს.

მიუხედავად იმისა, რომ "მეთოფეები" მატჩის უმეტეს ნაწილში დომინირებდნენ ანგარიში სწორედ "წითლებმა" გახსნეს, როცა შეხვედრის 56-ე წუთზე კირენ გიბსმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. შემდეგ რუნიმ უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო ოლივიე ჟირუმ მატჩის ბოლოს ერთი გოლის გაქვითვა მაინც მოასწრო.

"ეს ფანტასტიური შედეგი იყო. ჩვენ უამრავი ტრავმირებული გვყავს და ამის მიუხედავად მაინც მოვიგეთ. გასვლით შეხვედრაში ყოველთვის რთულია. "არსენალი" ძალიან კარგი გუნდია, ძალიან შემტევი გუნდი და ეს წინასწარვე ვიცოდი."

"ამიტომაც ავირჩიე ასეთი სტრატეგია და საბოლოოდ მე ვიცინი, მაგრამ ამავდროულად უნდა წარმოიდგინოთ, რომ "არსენალს" პირველ ტაიმში 4 თუ 5 მომენტიდან ერთი მაინც რომ გაეტანა შეხვედრა სხვაგვარად წარიმართებოდა."


მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში შევიდა, ვან გაალი ყოყმანობს დასკვნების გაკეთებას.

"უნდა მოვიცადოთ, რათა ვნახოთ. რა თქმა უნდა ეს პირველი გასვლითი მოგებაა, ასე რომ ფეხბურთელები გასახდელში აღელვებულნი იყვნენ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მოგებაა. ეს მომდევნო ორ თამაშში გამარჯვებით უნდა დავამტკიცოთ, რომელსაც სახლში გავმართავთ. მაშინ შევძლებთ ვთქვათ, რომ ყველაფერი რიგზეა. ჩვენ ახლა სულისკვეთება გვაქვს და ვისწრაფვით არა უფსკრულისკენ, არამედ მწვერვალისკენ."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: RedGirl
23 ნოემბერი 2014 13:46
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჩვენ ახლა სულისკვეთება გვაქვს და ვისწრაფვით არა უფსკრულისკენ, არამედ მწვერვალისკენ.


ზუსტად ამის იმედი მაქვს ! დიდი ერა იწყება დარწმუნებული ვარ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№12
ავტორი: N10
23 ნოემბერი 2014 15:22
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
ვილშირს რომ გაეტანა ვილშირს რომ გაეტანა გაეტანა რა მაშინ დიამარიასაც რო გაეტანა 3-2 და დანარჩენი კარში წასული სულ შუაში დაარყეს მაგას დე ხეა არ გაუშვებს
0
№13
ავტორი: GeorgeBest
23 ნოემბერი 2014 16:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მთავარია მოვიგეთ ეხლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო. უილშის რო გაეტანა მართლა სხვა თამაში იქნებოდა მაგრამ ვერ შეაგდეს და დაისაჯნენ კიდეც. ყველაფერი თავის თავს დააბრალონ. მითუმეტეს ესეთი კონტრშეტევების შანსი როცა მოგვცეს უფრო მეტიც უნდა გაგვეტანა

ბევრი გვაკლდა, დაცვა საერთოდ 0 გვყავს მაგრამ იმედია გამოსწორდება ყველაფერი. ეს თამაში დე ხეას ეკუთვნის
0
№14
ავტორი: Macklemore
23 ნოემბერი 2014 16:57
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ამბობენ პირველ ტაიმს ფეხბურთელები იგებენ და მეორე ტაიმს მწვრთნელიო და ალბათ ეგრეცაა. ვან გაალმა არსებული რესურსით საუკეთესო შედეგი დადო.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top