თბილისი:
მანჩესტერი:
21-11-2014, 20:44
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3088,
კომენტარები: 17
3 გიჟური სქემა, ან რატომ უნდა ითამაშოს რუნიმ საყრდენად?!
"არსენალი"-"მანჩესტერი", მატჩის წინ.
3 გიჟური სქემა, ან რატომ უნდა ითამაშოს რუნიმ საყრდენად?!
ალბათ ყველა "იუნაიტედის" გულშემატკივარი ეცადა, თავისთვის მისაღები და საყვარელი მოთამაშეები დაეყენებინა სასტარტო შემადგენლობაში, "არსენალთან" მატჩის წინ. ბლინდის ტრავმამდე ყველაფერი ასე თუ ისე ადვილი სავარაუდო იყო, თუმცა ახლა ალბათ ლუის ვან გაალისთვისაც არ იქნება ადვილი გამონახოს ოპტიმალური შემადგენლობა.

სიტუაცია დამძიმდა მით უფრო რომ, კერიკის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და დიდი ალბათობით ინგლისელი ნახევარმცველი ვერ მოასწრებს შაბათამდე გამოჯამრთელებას. სხვების მსგავსად მეც მომინდა გამომეცნო "იუნაიტედის" სასტარტო წყობა და 3 სხვადასხვა სქემას წარმოგიდგენთ.

თავიდანვე გეტყვით სქემები შესაძლოა სიგიჟე გეგონოთ ერთი მიზეზის გამო - გადავწყვიტე უეინ რუნი საყრდენად გავამწესო. უეინი გუნდის სული და გულია. ის შრომის მოყვარეა და ყოველთვის ეხმარება მცველებს, შეტევას კი სისწრაფეს და მობილობას უმატებს, აქვს ძალიან კარგი დარტყმა და პასი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რუნი იდეალური საყრდენი ნახევარმცელია.

კაპიტნის ამ პოზიციაზე დაყენებით ვიღებთ დიდ სივრცეებს შემტევთათვის, რაც ჩემი აზრით ძალიან სჭირდებათ ისეთ ფეხბურთელებს როგორებიც არიან: ანხელ დი მარია და ადნან იანუზაი.

დაცვასთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, ითამაშებს ის ვინც მზად იქნება. ვან გაალს დიდი არჩევანი ნამდვილად არ აქვს.

სქემა 1

"არსენალი" - შემტევი გუნდია. მათ ეს უყვართ და გამოსდით. მთავარი დამრტყმელი ძალა, ახლადშეძენილი სანჩესია. აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა- მოედნის ცენტრში აუცილებელია 2 ნახევარმცველი. ფელაინი დღესდღეობით ყველაზე კარგ ფორმაშია, კარგი იქნებოდა მისი და რუნის წყვილის ხილვა ნახევარდაცვის ცენტრში.

შეტევაში კლასიკურად: მატა ან ერერა- ათიანის პოზიციაზე, იანუზაი და დი მარია ფლანგებზე, ხოლო გამოკვეთილი ფორვარდი - რობინ ვან პერსი.

3 გიჟური სქემა, ან რატომ უნდა ითამაშოს რუნიმ საყრდენად


სქემა 2

მეორე ვარიანტში, საყრდენ ნახევარმცველებს არ ვცვლით, მატას ვაყენებთ საყვარელ პოზიციაზე, ანხელი მშობლიურ, მარცხენა, ფლანგზე და ერერა მარჯვნივ. ერთადერთი ფორვარდი ისევ რობინი.

3 გიჟური სქემა, ან რატომ უნდა ითამაშოს რუნიმ საყრდენად


სქემა 3

ამ წყობას შესაძლოა დავარქვათ - "ყველანი წინ!" და სავარაუდოდ იმ შემთხვევაში უფრო გამოყენებადია, როდესაც აგებ, დიდი იმედი მაქვს ეს არ მოხდება. მხოლოდ რუნი, მარტოდ-მარტო, საყრდენად ხოლო სხვა მოთამაშეები კი შტურმისთვის წინ იქნებიან.

3 გიჟური სქემა, ან რატომ უნდა ითამაშოს რუნიმ საყრდენად


დასკვნა

ნამდვილად არ მინდა ჩვენი შემტევი, გოლეადორი და მრისხანე კაპიტანი ასე დავაშორო მეტოქის კარს, თუმცა უიღბლობამ, რომელიც თავს დაატყდა "წითელ ეშმაკებს" მაიძულა ასეთი შემადგენლობა წარმომედგინა.


წყარო: carrick.ru
სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
21 ნოემბერი 2014 20:49
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ძალიან სწრაფები რომ არიან არ არის ახალი ამბავი, მაგრამ მგონია რო ერერა-ფელაინიც გაუმკლავდება მაგათ და რუნი/დიმარია/მატა იქნებიან ვან პერსის უკან ))))
0
№2
ავტორი: Count Alucard
21 ნოემბერი 2014 21:14
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ბურთის მომწოდებლად გავუშვათ რუნი, ფეხბურთის აზრზე არ არი ეგ.
0
№3
ავტორი: chudikone
21 ნოემბერი 2014 21:14
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კაროჩე ბუჩქი და ერერა მინდა ცენტრში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Esi
21 ნოემბერი 2014 21:16
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
დე ხეა ავწიოთ საყრდენზე და რუნი კარებში :D
0
№5
ავტორი: RojoDiablo
21 ნოემბერი 2014 21:50
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
უაზრობა ამაში არაფერია, მაგრამ პანიკას დაემსგავსება. სხვებიც გაართმევენ თავს და ლაშას ვეთანხმები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: bziki
21 ნოემბერი 2014 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მესამე სქემა აბსურდია ფეხბურთის უცოდინრობა, ჩამშლელი ჭირდება ნებისმიერ გუნდს ფელანი საჯარიმოსთან თამაშობს ეგ არაა ჩამშლელი კერიკი ან ფლეჩერი უდა იყოს ყველა ვარიანტში
0
№7
ავტორი: Best 7
21 ნოემბერი 2014 22:36
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Mtavaria movigot da lyuboi sxemit vitamashot
0
№8
ავტორი: DiMaria
21 ნოემბერი 2014 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვან გაალის ადგილზე დავაყენოთ რუნი
0
№9
ავტორი: Wardell
21 ნოემბერი 2014 23:43
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
DiMaria,
რუნი საქართველოს პრეზიდენტად !!!!!
0
№10
ავტორი: GeorgeBest
22 ნოემბერი 2014 00:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნი ხვალ ჩვენთან მოვიდეს შეკრებაზე და ფოტოები მაინც გადაიღოს რას მიკეთებს

ისე მოიესაც დაუყენებია და რუნი ყველგან მაგრად ართმევს თავის მოვალეობას თავს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top