თბილისი:
მანჩესტერი:
21-11-2014, 20:44
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3089,
კომენტარები: 17
3 გიჟური სქემა, ან რატომ უნდა ითამაშოს რუნიმ საყრდენად?!
"არსენალი"-"მანჩესტერი", მატჩის წინ.
3 გიჟური სქემა, ან რატომ უნდა ითამაშოს რუნიმ საყრდენად?!
ალბათ ყველა "იუნაიტედის" გულშემატკივარი ეცადა, თავისთვის მისაღები და საყვარელი მოთამაშეები დაეყენებინა სასტარტო შემადგენლობაში, "არსენალთან" მატჩის წინ. ბლინდის ტრავმამდე ყველაფერი ასე თუ ისე ადვილი სავარაუდო იყო, თუმცა ახლა ალბათ ლუის ვან გაალისთვისაც არ იქნება ადვილი გამონახოს ოპტიმალური შემადგენლობა.

სიტუაცია დამძიმდა მით უფრო რომ, კერიკის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და დიდი ალბათობით ინგლისელი ნახევარმცველი ვერ მოასწრებს შაბათამდე გამოჯამრთელებას. სხვების მსგავსად მეც მომინდა გამომეცნო "იუნაიტედის" სასტარტო წყობა და 3 სხვადასხვა სქემას წარმოგიდგენთ.

თავიდანვე გეტყვით სქემები შესაძლოა სიგიჟე გეგონოთ ერთი მიზეზის გამო - გადავწყვიტე უეინ რუნი საყრდენად გავამწესო. უეინი გუნდის სული და გულია. ის შრომის მოყვარეა და ყოველთვის ეხმარება მცველებს, შეტევას კი სისწრაფეს და მობილობას უმატებს, აქვს ძალიან კარგი დარტყმა და პასი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რუნი იდეალური საყრდენი ნახევარმცელია.

კაპიტნის ამ პოზიციაზე დაყენებით ვიღებთ დიდ სივრცეებს შემტევთათვის, რაც ჩემი აზრით ძალიან სჭირდებათ ისეთ ფეხბურთელებს როგორებიც არიან: ანხელ დი მარია და ადნან იანუზაი.

დაცვასთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, ითამაშებს ის ვინც მზად იქნება. ვან გაალს დიდი არჩევანი ნამდვილად არ აქვს.

სქემა 1

"არსენალი" - შემტევი გუნდია. მათ ეს უყვართ და გამოსდით. მთავარი დამრტყმელი ძალა, ახლადშეძენილი სანჩესია. აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა- მოედნის ცენტრში აუცილებელია 2 ნახევარმცველი. ფელაინი დღესდღეობით ყველაზე კარგ ფორმაშია, კარგი იქნებოდა მისი და რუნის წყვილის ხილვა ნახევარდაცვის ცენტრში.

შეტევაში კლასიკურად: მატა ან ერერა- ათიანის პოზიციაზე, იანუზაი და დი მარია ფლანგებზე, ხოლო გამოკვეთილი ფორვარდი - რობინ ვან პერსი.

3 გიჟური სქემა, ან რატომ უნდა ითამაშოს რუნიმ საყრდენად


სქემა 2

მეორე ვარიანტში, საყრდენ ნახევარმცველებს არ ვცვლით, მატას ვაყენებთ საყვარელ პოზიციაზე, ანხელი მშობლიურ, მარცხენა, ფლანგზე და ერერა მარჯვნივ. ერთადერთი ფორვარდი ისევ რობინი.

3 გიჟური სქემა, ან რატომ უნდა ითამაშოს რუნიმ საყრდენად


სქემა 3

ამ წყობას შესაძლოა დავარქვათ - "ყველანი წინ!" და სავარაუდოდ იმ შემთხვევაში უფრო გამოყენებადია, როდესაც აგებ, დიდი იმედი მაქვს ეს არ მოხდება. მხოლოდ რუნი, მარტოდ-მარტო, საყრდენად ხოლო სხვა მოთამაშეები კი შტურმისთვის წინ იქნებიან.

3 გიჟური სქემა, ან რატომ უნდა ითამაშოს რუნიმ საყრდენად


დასკვნა

ნამდვილად არ მინდა ჩვენი შემტევი, გოლეადორი და მრისხანე კაპიტანი ასე დავაშორო მეტოქის კარს, თუმცა უიღბლობამ, რომელიც თავს დაატყდა "წითელ ეშმაკებს" მაიძულა ასეთი შემადგენლობა წარმომედგინა.


წყარო: carrick.ru
სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
22 ნოემბერი 2014 00:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4131
Lijbi ar wavagotd da ra mniahvn aqvs sqemas:-) ise runis ro sayrdenat atamashebt sagol tqven:-)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: AkkRed
22 ნოემბერი 2014 02:55
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Rooney skamze da youngi sastavshi :-)
0
№13
ავტორი: gilmour
22 ნოემბერი 2014 02:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
გადასარევი ვარიანტები მესამე განსაკუთრებით love მესამე წყობას ქვია ტიპიური ზაროდინუ ზა სტალინ
0
№14
ავტორი: temo-scholes
22 ნოემბერი 2014 07:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
daskvnaa: 100%-it var darwmunebuli ro gaali am samidan arcert wyobas ar gamoiyenebs...!:-)

gilmour,
sagol kai iyo...:-) +1:-D

me vfiqrob mainc 4-3-1-2 daimondi am taktikit itamashebs gaali...:de gea, valensia, jonsi, smolingi, shou, felaini, dimaria, erera, mata, da win 2 forvardi runis da persis saxit....
0
№15
ავტორი: Berba 9
22 ნოემბერი 2014 09:55
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ერერა ფელაინი იდგებიან, ვან პერსის ცოდვილობას ვუყურო ეხლა, როდის გაიტანს ბუურთს ? )))

თან ლუიმ თქვა მეტი გოლი მინდაო რუნისგანო, ასე რომ საყრდენზე რუნი თავის კარიერაში არ ითამაშებს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№16
ავტორი: red devil
22 ნოემბერი 2014 09:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ცენტრში ფელაინი ერერა
0
№17
ავტორი: Macklemore
22 ნოემბერი 2014 18:36
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რუნის მეკარედაც შეუძლია თამაში, მაგრამ ძალიან მეცოდება. მეორე ფორვარდია ამპლუით და ყველგან ეგ თამაშობს. არ გამიკვირდება სხვა მაღალი დონის კლუბში რო უნდოდეს წასვლა, სადაც თავის საქმეს ყველა ასრულებს მაღალ დონეზე და რუნის არ მოუწევს სხვისი ჩასვრილის წმენდა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top