თბილისი:
მანჩესტერი:
20-11-2014, 20:24
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2164,
კომენტარები: 11
ვან გაალის პრეს-კონფერენცია
ლუის ვან გაალი ტრავმირებულებზე.
ვან გაალის პრეს-კონფერენცია
ლუის ვან გაალმა "არსენალთან" გასამართი მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და "იუნაიტედის" გულშემატკივართათვის როგორც კარგ, ასევე ცუდ ამბებზე ისაუბრა. წითლების თავკაცმა დე ხეაზე, დი მარიაზე, მაიკლ კერიკზე და დეილი ბლინდზე ისაუბრა, რომლებმაც სანაკრებო პაუზის დროს დაზიანებები მიიღეს.

"ძნელი სათქმელია ვინმე დაბრუნდა თუ არა ლაზარეთიდან, რადგან პარასკევის ვარჯიშს უნდა დაველოდოთ, რომელიც საბოლოო პასუხს გაგვცემს. ჩემი ფილოსოფია ასეთია, გუნდთან ერთად უნდა ივარჯიშო მინიმუმ ერთი კვირა მაინც სათამაშოდ მზად რომ იყო, თუმცა ახლა ჩვენ კრიზისი გვაქვს და არ არის გამორიცხული ახალდაბრუნებული სახეები ვიხილოთ "არსენალთან.

დი მარიამ დღეს დილით ივარჯიშა ყოველგვარი პრობლემის გარეშე და არ მგონია მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგეს, აი შოუზე კი იგივეს ვერ ვიტყვი. დე ხეაც მწყობრშია, დავიდი თავს კარგად გრძნობს. კერიკი ექიმების დაკვირვებით ვარჯიშობს, თუმცა იმედი მაქვს მზად იქნება.

რა თქმა უნდა ბლინდი არ არის მზად. მას მუხლის პრობლემა აქვს და 10-დღიანი დასვენება სჭირდება სანამ ხელახალ გამოკვლევას ჩაიტარებს, თუმცა კარგი ამბავი ის არის რომ, ტრავმა იმდენად სერიოზული არ არის როგორც ეს ექიმებს მატჩის შემდეგ ეგონათ. დეილის დაბრუნება მალევე არ არის სავარაუდო, თუმცა არც 6 თვე სჭირდება გამოჯამრთელებას.

ბრუნდება ჯონი ევანსი, თუმცა ის ალბათ სარეზერვო გუნდში ითამაშებს. როგორც უკვე ვთქვი 1 კვირის განმავლობაში მაინც უნდა ვარჯიშობდე გუნდში ფიზიკურად მზად რომ იყო."
- დაასრულა ჰოლანდიელმა.


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 ნოემბერი 2014 20:52
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჰოოო, მზადყოფნაში თუ არ იქნებიან არ ღირს მათ იმედზე ყოფნა. ამ თამაშში ბევრი პრობლემები გვექნება სისწრაფის მხრივ. ერთადერთი სუსტი წერტილი ამ მხრივ (დაცვაში) მერტესაკერი იქნება ალბათ, დანარჩენები წინაც უკანაც თავქუდმოგლეჯილი დარბიან. ფლანგზებზე არც ჩვენ გვყავს ნაკლები მცველები, ცენტრში კი ცოტას მოვიკოჭლებთ მაგ მხრივ. დი მარიამ ცოტა ფანტაზიას უნდა მოუხმოს და მეტი უნარიანობით ითამაშოს, მარჯვნივ კი იმედია იანუზაი აღარ იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
20 ნოემბერი 2014 20:57
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
თუ დაიმონდი არ დააყენა აზრი არააქვს ძალიან მჭიდროდა არიან ერთმანეთთან და დი მარიას კიდე სივრცეები სჭირდება. იმედია მატას და ჰერრერას ორივეს დააყენებს, დიდი ჯანიანი ნახევარდაცვა არ ჰყავს არსენალს და სისწრაფეში კერიკს დაჯაბნიან ამიტო ლაღ, გახსნილ, შეტევაზე ორიენტირებულ და კარგ თამაშს ველოდები love
0
№3
ავტორი: RojoDiablo
20 ნოემბერი 2014 21:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
lashavk6,
სავარაუდოდ დააყენებს კიდეც. არტეტა იქნებაო როგორც ვიცი, მაგრამ დააყენებს თუ არა ვნახოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Wardell
20 ნოემბერი 2014 21:08
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
მერე რომელი მთასავით კაცი არტეტა ნახე? :D მოკლედ ერერას სათამაშოა და იმედია დააყენებს და ანდრიუხაც შეასრულებს derphappycry
0
№5
ავტორი: temo-scholes
20 ნოემბერი 2014 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
andersonsa rato ar adzlevs saertod shaan chemamde ar dadis raa... Mitumetes am mdgomareobashi
0
№6
ავტორი: LizarD
21 ნოემბერი 2014 01:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
temo-scholes,
მისცა და ვერაფერი გააკეთა, არც იმსახურებს.

ფელაინის ველოდები ძირითადში და ერერას.
0
№7
ავტორი: chudikone
21 ნოემბერი 2014 03:24
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჯონსზე და ფალკაოზე რატო არაფერი თქვა ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: temo-scholes
21 ნოემბერი 2014 08:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
LizarD,
wels premierligashi aramgonia ro mieca shansi... Mashin gayidos, tyuilad ro devs gundshi...:-)
0
№9
ავტორი: red devil
21 ნოემბერი 2014 08:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
სწრაფი ფეხბურთელები ყავს ვენგერს და დაგვერხევა თუ არაფერი მოვიფიქრეთ :D
0
№10
ავტორი: AkkRed
21 ნოემბერი 2014 10:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დაიმონდს აყენებს და სივრცეებს უკეტავს ერერათი და ფელაინითი ამავდროულად ფლანგზე სწრაფი ფეხბურთელები გყვავს და კაროჩე შანსი არ აქ ვენგერს როგორც ყოველთვის love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top