თბილისი:
მანჩესტერი:
20-11-2014, 20:24
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2167,
კომენტარები: 11
ვან გაალის პრეს-კონფერენცია
ლუის ვან გაალი ტრავმირებულებზე.
ვან გაალის პრეს-კონფერენცია
ლუის ვან გაალმა "არსენალთან" გასამართი მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და "იუნაიტედის" გულშემატკივართათვის როგორც კარგ, ასევე ცუდ ამბებზე ისაუბრა. წითლების თავკაცმა დე ხეაზე, დი მარიაზე, მაიკლ კერიკზე და დეილი ბლინდზე ისაუბრა, რომლებმაც სანაკრებო პაუზის დროს დაზიანებები მიიღეს.

"ძნელი სათქმელია ვინმე დაბრუნდა თუ არა ლაზარეთიდან, რადგან პარასკევის ვარჯიშს უნდა დაველოდოთ, რომელიც საბოლოო პასუხს გაგვცემს. ჩემი ფილოსოფია ასეთია, გუნდთან ერთად უნდა ივარჯიშო მინიმუმ ერთი კვირა მაინც სათამაშოდ მზად რომ იყო, თუმცა ახლა ჩვენ კრიზისი გვაქვს და არ არის გამორიცხული ახალდაბრუნებული სახეები ვიხილოთ "არსენალთან.

დი მარიამ დღეს დილით ივარჯიშა ყოველგვარი პრობლემის გარეშე და არ მგონია მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგეს, აი შოუზე კი იგივეს ვერ ვიტყვი. დე ხეაც მწყობრშია, დავიდი თავს კარგად გრძნობს. კერიკი ექიმების დაკვირვებით ვარჯიშობს, თუმცა იმედი მაქვს მზად იქნება.

რა თქმა უნდა ბლინდი არ არის მზად. მას მუხლის პრობლემა აქვს და 10-დღიანი დასვენება სჭირდება სანამ ხელახალ გამოკვლევას ჩაიტარებს, თუმცა კარგი ამბავი ის არის რომ, ტრავმა იმდენად სერიოზული არ არის როგორც ეს ექიმებს მატჩის შემდეგ ეგონათ. დეილის დაბრუნება მალევე არ არის სავარაუდო, თუმცა არც 6 თვე სჭირდება გამოჯამრთელებას.

ბრუნდება ჯონი ევანსი, თუმცა ის ალბათ სარეზერვო გუნდში ითამაშებს. როგორც უკვე ვთქვი 1 კვირის განმავლობაში მაინც უნდა ვარჯიშობდე გუნდში ფიზიკურად მზად რომ იყო."
- დაასრულა ჰოლანდიელმა.


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
21 ნოემბერი 2014 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
4-3-1-2 es sistema unda atamashos...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top