თბილისი:
მანჩესტერი:
15-11-2014, 02:53
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 2514,
კომენტარები: 12
მოიესი: "ლა ლიგა საუკეთესო ჩემპიონატია. ის პრემიერ ლიგას ჯობია."
დევიდ მოიესის განცხადება
მოიესი:
51 წლის დევიდ მოიესმა, რომელიც "იუნიატედის" მწვრთნელი 10 თვის განმავლობაში იყო, პირველი პრესკონფერენცია გამართა "რეალ სოსიედადის" მწვრთნელის რანგში, რომელიც საკმაოდ საინტერესო გამოდგა.

ალბათ ყველას გვახსოვს, რამდენად არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებდა შოტლანდიელი "იუნიატედში" მოღვაწეობისას. როგორც ჩანს, ის ახლაც აგრძელებს მსგავსი განცხადებების გაკეთებას.

"ლა ლიგაში უამრავი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. აქ ასევე არიან მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები და ჩემთვის ეს ნამდვილი გამოწვევაა." - ამბობს მოიესი

"ახლა ნამდვილად შესაფერისი დროა სამუშაოს დასაწყებად. მე კარგად დავისვენე და ძალები მოვიკრიბე, ახლა მზად ვარ ვემსახურო გუნდს." - დაამატაა მან

" ლა ლიგა საუკეთესო ჩემპიონატია. ჩემი აზრით, ის პრემიერ ლიგასაც ჯობია." - აცხადებს მწვრთნელი, რომელმაც 12 წელი პრემიერ ლიგის გუნდებში იმუშავა.

"მე ვხედავ მოტივაციას ფეხბურთელებში და მზად ვარ მათთან საუკეთესოს მივაღწიო. მათ აქვთ შესანიშნავი შედეგები მიმდინარე სეზონში."

"ჩემი ხედვით, "რეალ სოსიედადი" ძალიან კარგად ერგება ჩემს ხასაითს. მე მაქვს დიდი გამოცდილება, რადგანაც ვწრთნიდი "ევერტონს" 11 წლის განმავლობაში და "მანჩესტერ იუნიტედს". ორივე დიდი კლუბია და ჩემთვის "სოსიედადი" ახალი გამოწვევაა."

"მე უნდა გამოვიყენო და განვავითარო აქ მყოფი ფეხბურთელები. სატრანსფერო ფანჯარა ხუთი კვირის შემდეგ იხსნება, ასე რომ მანამდე დიდი დროა. კლუბის მფლობელებმა მითხრეს, რომ ისინი დამეხმარებიან სასურველი ფეხბურთელების ყიდვაში." - დაასრულა დევიდ მოიესმა.

წყარო : BBC
სიახლეები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
15 ნოემბერი 2014 03:16
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ვაა დიმა შენი სიახლე მოენატრა საიტს.
0
№2
ავტორი: AkkRed
15 ნოემბერი 2014 03:25
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Tipi ra arasworia :/
0
№3
ავტორი: RojoDiablo
15 ნოემბერი 2014 09:11
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჰო კაი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: chudikone
15 ნოემბერი 2014 09:37
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სასტავს მაინც მაგარი მწვრთვნელი რო ჰგონია მაგაზე ვღადაობ. ვნახავთ რას იზამს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: red devil
15 ნოემბერი 2014 09:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ევროტურნირებზე ჩანს ყველაფერი სამწუხაროდ სადაც დაიჭირეს ესპანელებმა ინგლისელები იქ მიძუყნეს :D მოიესმა რო ლა ლიგა მოიგოს მერე ნახეთ განცხადებები თქვენ :D
0
№6
ავტორი: RojoDiablo
15 ნოემბერი 2014 10:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კლუბის მფლობელებმა მითხრეს, რომ ისინი დამეხმარებიან სასურველი ფეხბურთელების ყიდვაში.


ამ განაცხადებაში ყველაზე მეტად სკანდალური სწორედ ეს ნაწილია. თავისებურად მიგვითითებს, რომ "იუნაიტედში" მსგავსი მხარდაჭერა არ ჰქონდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: dachi_mu
15 ნოემბერი 2014 10:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
gaapsi ra
0
№8
ავტორი: NUGI
15 ნოემბერი 2014 12:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
მოიესი აქაც დებილი იყო და იქაც დებილი იქნება
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 ნოემბერი 2014 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მანჩესტერი და ევერტონიც დიდი კლუბია ხოო??? areyoukiddingme


დებილი დებილად დარჩება რაა...
0
№10
ავტორი: Martial
15 ნოემბერი 2014 14:34
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
კაი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top