თბილისი:
მანჩესტერი:
15-11-2014, 02:53
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 2515,
კომენტარები: 12
მოიესი: "ლა ლიგა საუკეთესო ჩემპიონატია. ის პრემიერ ლიგას ჯობია."
დევიდ მოიესის განცხადება
მოიესი:
51 წლის დევიდ მოიესმა, რომელიც "იუნიატედის" მწვრთნელი 10 თვის განმავლობაში იყო, პირველი პრესკონფერენცია გამართა "რეალ სოსიედადის" მწვრთნელის რანგში, რომელიც საკმაოდ საინტერესო გამოდგა.

ალბათ ყველას გვახსოვს, რამდენად არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებდა შოტლანდიელი "იუნიატედში" მოღვაწეობისას. როგორც ჩანს, ის ახლაც აგრძელებს მსგავსი განცხადებების გაკეთებას.

"ლა ლიგაში უამრავი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. აქ ასევე არიან მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები და ჩემთვის ეს ნამდვილი გამოწვევაა." - ამბობს მოიესი

"ახლა ნამდვილად შესაფერისი დროა სამუშაოს დასაწყებად. მე კარგად დავისვენე და ძალები მოვიკრიბე, ახლა მზად ვარ ვემსახურო გუნდს." - დაამატაა მან

" ლა ლიგა საუკეთესო ჩემპიონატია. ჩემი აზრით, ის პრემიერ ლიგასაც ჯობია." - აცხადებს მწვრთნელი, რომელმაც 12 წელი პრემიერ ლიგის გუნდებში იმუშავა.

"მე ვხედავ მოტივაციას ფეხბურთელებში და მზად ვარ მათთან საუკეთესოს მივაღწიო. მათ აქვთ შესანიშნავი შედეგები მიმდინარე სეზონში."

"ჩემი ხედვით, "რეალ სოსიედადი" ძალიან კარგად ერგება ჩემს ხასაითს. მე მაქვს დიდი გამოცდილება, რადგანაც ვწრთნიდი "ევერტონს" 11 წლის განმავლობაში და "მანჩესტერ იუნიტედს". ორივე დიდი კლუბია და ჩემთვის "სოსიედადი" ახალი გამოწვევაა."

"მე უნდა გამოვიყენო და განვავითარო აქ მყოფი ფეხბურთელები. სატრანსფერო ფანჯარა ხუთი კვირის შემდეგ იხსნება, ასე რომ მანამდე დიდი დროა. კლუბის მფლობელებმა მითხრეს, რომ ისინი დამეხმარებიან სასურველი ფეხბურთელების ყიდვაში." - დაასრულა დევიდ მოიესმა.

წყარო : BBC
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: LizarD
15 ნოემბერი 2014 20:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ვახო ( G G M U),
ევერტონი ინგლისში დიდ კლუბად მოიაზრება და რახან ამჟამად გრანდი არაა იმას არ ნიშნავს რომ ვინმეზე ნაკლები კლუბია. მითხარი რომელ გუნდს აქვს გარანტირებული ევერტონთან თუმდაც ქულა?
0
№12
ავტორი: DiMaria
16 ნოემბერი 2014 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
პროვოკაციული რამდენად არის ეგ არ ვიცი, მაგრამ საკამათო ნამდვილად არის.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top