თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2014, 17:59
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2725,
კომენტარები: 12
ანდერსონი კლუბს ზამთარში დატოვებს
ანდერსონი ბრაზილიაში ბრუნდება?!
ანდერსონი კლუბს ზამთარში დატოვებს
"იუნატედის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ანდერსონმა, შესაძლოა საბოლოოდ დაასრულოს ინგლისური კარიერა და იანვარში მშობლიურ "გრემიოს" დაუბრუნდეს.

ანდერსონს, რომელიც უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ჩაფლავებული ტრანსფერია სერ ალექსის ეპოქაში, "ოლდ ტრაფორდზე" მომავალი არ აქვს და ამასთან კონტრაქტიც ეწურება მომავალ ზაფხულს.

26-წლის ბრაზილიელმა მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა მიმდინარე სეზონში და შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ რომ, ვან გაალის გეგმებში არ შედის. ის აგვისტოს შემდეგ არ გასულა მოედანზე და სავარაუდოდ ვეღარასდროს მოირგებს წითელ მაისურს, "იუნაიტედის" ემბლემით.

ანდერსონმა მართალია დაბლოკა ზაფხულში ბრაზილიაში ტრანსფერი, თუმცა ამჯერად მოუწევს დათანხმება და მშობლიურ კლუბში დაბრუნება.

"ყოველთვის არის შანსი ჩემი სამშობლოში დაბრუნების"- განუცხადა მან ერთ-ერთ რადიოს.

"ეს ჩემი სახლია და მე ყოველთვის პატივს ვცემ მათ - ეს ყველამ იცის, ასევე იქ დაბრუნება შანსს მომცემს ოჯახთან მეტი დრო გავატარო. "

ანდერსონის გადაბირებისადმი ინტერესს კიდევ ერთი ბრაზილიური კლუბი იჩენს და ეს "ფლამენგოა". ბრაზილიელმა, რომელსაც ერთ დროს რუნიზე უკეთესს უწოდებდნენ, პრემიერ ლიგის 4, ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული მოიგო, თუმცა მიუხედავად ამისა მისი "იუნაიტედში" დარჩენის შანსები თითქმის ნულის ტოლია.


წყარო: M.E.N
ჭორები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
12 ნოემბერი 2014 18:09
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ევროპაში წადი სადმე wink
0
№2
ავტორი: Wardell
12 ნოემბერი 2014 18:22
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Esi,
არავის არ უნდა თორე სიამოვნებით წავიდოდა :D :D
0
№3
ავტორი: RojoDiablo
12 ნოემბერი 2014 18:50
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Esi,
გული ხომ არ გწყდება? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Esi
12 ნოემბერი 2014 18:53
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
RojoDiablo,
არა ნანის ფანებივით არ დავიწყებ lol სადაა ამის ადგილი
0
№5
ავტორი: RojoDiablo
12 ნოემბერი 2014 18:54
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Esi,
აი ობიექტური კაცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Red Hooligan
12 ნოემბერი 2014 19:00
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
RojoDiablo,
ანდერსონთან სუბიექტურობა არ შეიძლება derpgop
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№7
ავტორი: RojoDiablo
12 ნოემბერი 2014 19:10
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Red Hooligan,
დაგიბრუნებენ ცოტა ხანში ნანის და ვნახავ შენ ობიექტურობასაც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: AkkRed
12 ნოემბერი 2014 22:14
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Ra dasanania skamebis mwendavi aghar gyvavs :((
0
№9
ავტორი: Martial
12 ნოემბერი 2014 23:45
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
წავიდეს წავიდეს, აქამდე უნდა წასულიყო მაგრამ მაინც
0
№10
ავტორი: MANUTD FAN.
13 ნოემბერი 2014 00:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
არადა ამაში რამდენი ფულია გადაყრილი areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top